სტატიები
ანანო ხუხიას ფერადი ემოციები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1099 14 ოქტომბერი 2022, 10:26

ეს ჩვენთვისაა ფერი მხოლოდ ლურჯი, წითელი ან მწვანე. ეს ჩვენ ვუყურებთ მათ, როგორც წერის საშუალებას. მათთვის კი ფერი ემოციაა, გრძნობა და განცდა. 


ანანო ხუხიას არ ახსოვს, პირველად როდის გაავლო ფურცელზე ხაზი - დრო მნიშვნელოვანი არც არის. მთავარია ის ბმა, რომელიც მას პირველად - ფანქრის, შემდეგ - ალბათ ფლომასტერების, დღეს კი უკვე საღებავების ფერებთან აქვს. 

ფერი მეხმარება განტვირთვაში, როცა ძალიან ვიღლები, მაგალითად, მეცადინეობით; როცა პრობლემები მაქვს, ყოველთვის ვხატავ. ძალიან მეხმარება განტვირთვაში. ძირითადად ღია ფერებს ვიყენებ - ღია ვარდისფერს, ცისფერს, კანის ფერებს“.  


პრობლემებზე არ ჩერდება, არც აკონკრეტებს, - სერიოზული არაფერიო. სამაგიეროდ მიზნებზეა ორიენტირებული. ყველაფერი ხომ წინ აქვს. მისი მომავალიც მისივე ტილოებივით ნათელი, ფერადი და პოზიტიური უნდა იყოს. 

ვფიქრობ, არქიტექტურაზე ჩავაბარო დიზაინის განხრით. ახლა ასეთი განწყობა მაქვს. თუმცა, ვნახოთ, საბოლოოდ რას გადავწყვეტ“. 

„საბოლოომდე“ ჯერ კიდევ ორი წელი აქვს. დღეს ხატვასაც ისე უყურებს, როგორც განტვირთვის საშუალებას, როგორც სიამოვნებას, ფერებში ხასიათის გასეირნებას. 


როცა ცუდ ხასიათზე ვარ, ვცდილობ, დავხატო. ძალიან მშველის, მაშინვე გამოვდივარ მდგომარეობიდან. ხატვა ბევრ რამეში მეხმარება. გაკვეთილებზეც ვხატავ ხოლმე. ეს კონცენტრაციაში მეხმარება. შემიძლია ვხატო და თან მასწავლებელს ვუსმინო. ასე უფრო მიადვილდება, ვიდრე დაფის ყურება. თუ დაფას ვუყურებ, თითქოს ყურადღება მეფანტება და კონცენტრაციასაც ვკარგავ“. 

ასე რომ, ანანოსთვის ხატვა მხოლოდ სიამოვნება არ არის, ფერები მას საკუთარი შინაგანი სამყაროს მართვაშიც ეხმარება. ფერებიც ხშირად უფრო სევდიანი და ცივი აქვს. თუმცა მხატვრებში უპირატესობას მაინც ვან გოგს ანიჭებს. ეს კი ცეცხლოვანი ყვითელი და წითელია. 


არა, ვან გოგის ფერებს არ ვიმეორებ, თუმცა ფორმებს - კი. ძალიან მომწონს მისი ნახატების ფორმები“.

ანანოს პერსონაჟები მებრძოლი ხასიათის ანიმაციური გმირები არიან. ისინი სითამამით, ენერგეტიკითა და სიმამაცით გამოირჩევიან. 


შინაგანი ხასიათის გარდა, ხატავს ყველაფერს, რაც ლამაზია. მაგალითად, დედამისის თვალს. ამბობს, რომ დედის თვალის ფერი ძალიან მოსწონს, ამიტომაც დახატა. 

არ ვიცი, შიგნით უდაბნო რატომ დავუხატე. ფერის გამო და იმის გამოც, რომ დედას ძალიან უყვარს ეგვიპტური კულტურა, თავადაც არაბისტია. ძალიან მომწონს და დავხატე“. 


მოკლედ, დაიმახსოვრეთ ანანო ხუხია. მომავალში შებიჯებას ის საინტერესო ფერებითა და ხედვით აპირებს. ამიტომაც მის შესახებ კიდევ ბევრჯერ გავიგებთ. 





 





სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯემალ გამახარია: ,,საკუთარ მიწაზე თავად დევნილობაა ყველაზე დიდი უსამართლობა."
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
არქივი