სტატიები
ერთი ოპოზიციის ორი ინტრიგა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1343 10 ნოემბერი 2022, 18:01


ქეთი ხატიაშვილი

ყოველთვის, როცა სახეს კარგავენ, გაერთიანების იდეით გამოდიან. ახლაც ასეა. პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარის ზურაბ ჯაფარიძის ფრაზა, - კეზერაშვილზე უამრავი ცუდი რამ მსმენია და წამიკითხავს, მაგრამ ახლა მიზანი გაერთიანებაა, - ამ მხრივ უკვე კლასიკაა.

და არავინ გვიხსნის, რატომ არის იმავე კეზერაშვილის, ან ნებისმიერი სხვა პერსონის ფულით ერთმანეთზე დაწებება დასავლურ ღირებულებებზე უფრო მეტიც და უფრო მნიშვნელოვანიც. 

ჩვენ მაინც დაველოდებით, როდის გახდება ოპოზიციაში დასავლური ღირებულებები უპირატესი. 
მანამდე კი მთავარი კულუარული ომი და მთავარი პოლიტიკური ინტრიგა. 

ინტრიგით დავიწყოთ. 

ახლა ყველას აინტერესებს, სად წავა ნიკანორ მელია და ვისთან მივა ნინო ლომჯარია. ერთს ლეგიტიმაციის ვადა ეწურება, მეორეს - მოქმედების. 

მათი გზები ღიად პირველად ციხეში გადაიკვეთა. 2021 წლის 23 თებერვალს, დილის 10 საათამდე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა ნიკა მელია დააკავეს. იმავე დღის საღამოს 20 საათისთვის მასთან სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შევიდა. 

მანამდე ის აქტიურად დადიოდა და იცავდა დაკავებული მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯერ უფლებებს ციხეში და შემდეგ ჯანმრთელობას - სამოქალაქო საავადმყოფოში. 

აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ „აირაის“ კვლევებში ნინო ლომჯარია მოსწონს 38%-ს და არ მოსწონს 41%-ს. 

მაგრამ ვისთან შეიძლება ის მივიდეს? ბოლო დროს ნინო ლომჯარია ხმამაღალი განცხადებებით აღარ აქტიურობს. პოლიტიკა აღარ აინტერესებს? 

სამაგიეროდ პოლიტიკაც, სტატუსიც, პოზიციაც და ტიტულიც კვლავინდებურად აინტერესებს ნიკა მელიას. 

მოსწონს არაფრიდან შექმნილი ყველაფერი. მისი სლოგანიც ისეთივეა, როგორიც მანამდე ჯერ ზურაბ ჯაფარიძეს ჰქონდა, შემდეგ - გიორგი ვაშაძეს, უფრო ადრე კი - გიგა ბოკერიასაც. ასე რომ, ახლა ნიკა მელია ამტკიცებს, რომ პარტიის კიდევ უფრო გასაძლიერებლად ახალი თაობა და ახალი სისხლია საჭირო. 

პარტიის მამებთან მან საერთო ენა ვერ იპოვა. არადა, მიშასთან ერთად მას ვანო მერაბიშვილიც ქმნიდა. ბევრწილად ის სწორედ მისი შემოქმედებაა. პარტიის პირველი გენერალური მდივანიც თავად იყო - შიდაპარტიულ არჩევნებში კობა დავითაშვილს მოუგო. 

ის ახლაც პარტიის შიდა სამზარეულოშია ჩართული, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა ფიგურასთან, ბიზნესმენთან. მელიას ლეგიტიმაციაც სწორედ მასთან კონფლიქტის შედეგად ამოიწურა. 

ჰოდა, ახლა ყველა ცდილობს, გამოიცნოს, ვინ დაუპირისპირდება არჩევნებში ნიკანორს. მას მიშას პარტიაში ახალაიები ლობირებენ. ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი ერთ მხარეს დგანან. ერთი პარტიის საორგანიზაციო საქმეებს აგვარებს, მეორე მას ფულით ამარაგებს. ახლა ისინი მელიას საპირწონე ფიგურას ეძებენ.  

პარტიაში ასეთი ფიგურა პრაქტიკულად არ არსებობს. ხაბეიშვილი? მაგრამ ის მხოლოდ ხმაურობს. არც წონა აქვს და არც აღქმადობა. ცისკარიშვილი? მაგრამ ის ასეთი რევოლუციური პარტიისთვის ძალიან ნაზად გამოიყურება, არანაირი პოლიტიკური უნარები არ აქვს. დეკანოიძე? შეიძლება, თუმცა რადიკალიზმის დაკვეთის შესრულებას ის ვერანაირად ვერ შეძლებს...

ასე რომ, იძებნება... თუმცა, ვანოს შეიძლება მოძებნილიც ჰყავს. სხვა შემთხვევაში ახლა ამ სკანდალს არ ააგორებდნენ. 

                                                                                                                                             

                         

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
„ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანებას, ფაქტია, ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“
უცვლელი პრეზიდენტი, მაღალი ნდობა - რატომ იმარჯვებს ლავრენტი ალანია
არქივი