სტატიები
რატომ ვერ მიიღებს სააკაშვილი უკრაინაში ვიცე-პრემიერის პოსტს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
954 24 აპრილი 2020, 18:08

თბილისში უკვე განაცხადეს, რომ გაქცეული მესამე პრეზიდენტის ხილვა უკრაინის ვერტიკალზე არ სურთ და რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი იძულებულნი გახდებიან უკრაინიდან საქართველოს ელჩი შემდგომი კონსულტაციებისთვის გამოიწვიონ. კონკრეტულად რა სახის კონსულტაციებზეა საუბარი პრემიერ გიორგი გახარიას არ დაუკონკრეტებია. დამკვირვებლების განმარტებით, არ არის გამორიცხული, თბილისმა კიევს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტაზე მიანიშნა.

რუსეთი ჯერჯერობით ერთადერთი ქვეყანა, ვისთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთბები გაწყვეწტილი აქვს. მიზეზი 2008 წლის ხუთდღიანი ომი. 

უკრაინა შესაძლოა, რიგით მეორე ქვეყანა გახდეს, მიზეზი - სააკაშვილის გავიცეპრემიერება.  

რამდენიმე დღის უკან თბილისსა და უკრაინას შორის ნამდვილი პოლიტიკური ინტრიგა გათამაშდა. მიხეილ სააკაშვილმა მოულოდნელად განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა - სწორედ მან, ვინც პრეზიდენტობამდე სააკაშვილს ოდესის გუბერნატორის პოსტზე, როგორც კორუმპირებულ ჩინოვნიკს პაროდირებდა - ვიცეპრემირის პოსტი შესთავაზა რეფორმების მიმართულებით. 

სააკაშვილი და რეფორმები, ჟღერადობა აქვს, თუმცა, დამაჯერებლობა - არა. ერთადერთი, რაც სააკაშვილს ნამდვილად შეუძლია ეს სისტემების ნგრევაა. შევარდნაძის კორუმპირებული ვერტიკალი ნამდვილად მოარყია, თუმცა, ვარდების რევოლუციას სხვა მთავარი და მნიშვნელოვანი ფიგურანტებიც ჰყავდა ზურაბ ჟვანისა და ნინო ბურჯანაძის სახით. რაც შეეხება შენებას - და საუბარი აქ გზებსა და შენობებზე არ არის, რომელსაც იგივე სინგაპურში კიდევ უფრო მეტი წარმატებით აკეთებენ - საუბარი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაა, აქ მას დიდი მინუსი აქვს. 

ამიტომაც, სრულიად ლოგიკური ჩანდა ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდი, რომ ზელენსკის სააკაშვილი შს მინისტრ ავაკოვის წინააღმდეგ დასჭირდა. თუმცა, საქმეში როგორც ჩანს, თბილისი ჩაერთო და ბევრი რამ შეიცვალა.   

სააკაშვილის უკრაინის ვერტიკალზე მეორედ დაბრუნება შესაძლოა არ შედგეს. როგორც ცნობილი ხდება, საქართველოდან გაქცეული ექსპრეზიდენტი და ოდესის ექსგუბერნატორი რადაში უმრავლესობას ვერ აგროვებს. რამდენიმე დღის უკან მიხეილ სააკაშვილი მადლობებს უხდიდა პრეზიდენტ ზელენსკის მისთვის საინტერესო თანამდებობის შეთავაზებისთვის. საუბარია უკრაინის ვიცე პრემიერის პოზიციაზე რეფორმების მიმართულებით. ეს ორი დღის უკან იყო. თუმცა, უკვე დღეს გამოცემა LB.ua– სთან საუბარში ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის მოადგილე ვასილი მოკანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი რადაში უმრავლესობას ვერ აგროვებს. შესაბამისად, რადამ მისი კანდიდატურა, შესაძლოა, ჩააგდოს.

საინტერესოა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არც იმ შეხვედრას დაესწრო, სადაც მიხეილ სააკაშვილი რადას დეპუტატებს ხვდებოდა. ამის შესახებ „ობოზრივატელი“ წერს.  
მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს რადაში სხვადასხვა ფრაქციებთან შეხვედრებს. პრეზიდენტის პარტია „ხალხის მსახური“ არ აპირებს მის კანდიდატურას მხარი დაუჭიროს. ფრაქციის უმრავლესობა მკვეთრად წინააღმდეგია. ვარაუდობენ, რომ კენჭისყრები მომავალ კვირას გადაიწევს. 

„ხალხის მსახურის“ დეპუტატმა, სოციალური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა გალინა ტრეტიაკოვამ, თავის მხრივ, განმარტა, რომ სააკაშვილმა პარლამენტარებთან შეხვედრაზე ვერც გუნდი წარადგინა და ვერც კონკრეტული სამუშაო გეგმა. 

გარდა ამისა, როგორც რადაში ამბობენ და მედიაში აღნიშნავენ, სააკაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა უკრაინას და საკუთარ თავს, როცა უკრაინის დროშა პიჯაკზე უკუღმა დაიმაგრა. 
სააკაშვილის ფიგურის გარშემო დიდი აჟიოტაჟი შეიძლება ითქვას, რომ იურისტებმა ჩააცხრეს. საქმე ის გახლავთ, რომ „უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“ კანონის მე -7 მუხლის თანახმად, უკრაინის მინისტრთა კაბინეტში თანამდებობაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც ნასამართლევია და არ აქვს მოხსნილი ნასამართლეობა.  

მეტიც, კანონში არ არის ნორმა, რომლის მიხედვიტაც, პირი გასამართლებული უნდა იყოს უკრაინაში. ამ ნორმის მიხედვით, სააკაშვილი ვერ გახდება უკრაინის მთავრობის წევრი, რადგანაც, ის საქართველოში გასამართლებულია და ჯერჯერობით არ აქვს მოხსნილი და გაქარწყლებული ნასამართლეობა.

სააკაშვილს უკრაინის დროშა პიჯაკზე უკუღმა აქვს მიმაგრებული

სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა, სადაც მის წინააღმდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ზოგიერთ საქმეზე მას სასჯელი დაუსწრებლად მიესაჯა.
უკრაინის მედიაში იმ საქმეების ჩამონათვალიც გამოჩნდა, რის გამოც გაქცეულ მესამე პრეზიდენტი საქართველოში ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული, ზოგიერთ საქმეზე მის წინააღმდეგ განაჩენიც გამოტანილია. 
სისხლის სამართლის საქმეებს შორის არის: 

2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას და ტელეკომპანია იმედში შეჭრას და მის „ხელში ჩაგდებას“.  

დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმა.
საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა.

მიხეილ სააკაშვილს, დაუსწრებლად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა გირგვლიანის საქმეზე შეეფარდა.  აქ მას გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. 

2018 წელს ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა ამინისტიის შესახებ კანონით, დანიშნული სასჯელი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით შეუმცირდა. სააკაშვილს ასევე აეკრძალა თანამდებობის დაკავების უფლება სახელწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში 2 წლისა და 3 თვის ვადით.

უკრაინის მედია იმ სკანდალებზეც წერს, რომელშიც სააკაშვილი გახვეული იყო როგორც ოდესის გუბერნატორი. გაიხსენეს ვლადიმერ ზელენსკის ის კეჩიც, სადაც მან გუბერნატორი სააკაშვილის პაროდია გააკეთა და ის გამოიყვანა როგორც კორუმპირებული პირი. 



  

  

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი