„ომი ახლავე უნდა დასრულდეს“ - ევროკავშირი და გაერო ღაზასთან დაკავშირებით ბაიდენის სამეტაპიან გეგმას მიესალმებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
275 01 ივნისი 2024, 13:25
ევროკავშირი და გაერო ღაზასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სამეტაპიან გეგმას მიესალმებიან.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ომი ახლავე უნდა დასრულდეს.

„მხარდაჭერას ვუცხადებთ ბაიდენის საგზაო რუკას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტა და მძევლების გათავისუფლება, რასაც უნდა მოჰყვეს საბრძოლო მოქმედებების საბოლოო შეწყვეტა და ისრაელის თავდაცვის ძალების გასვლა“, - წერს ბორელი.

ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერი სტეფან დუჟარიკიც.

„თვეების განმავლობაში გაეროს გენერალური მდივანი ითხოვდა ცეცხლის შეწყვეტას, ჰუმანიტარული დახმარებაზე სრულ და შეუზღუდავ წვდომას და ყველა მძევლის უპირობო და დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ანტონიო გუტერეში იმედს გამოთქვამს, რომ ამას მოჰყვება შეთანხმება და ხანგრძლივი მშვიდობა“, - წერს დუჟარიკი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ლატარია კაია კალასის განცხადებაზე: 1 200 000 ამომრჩეველს გვეუბნებიან, ვინც თქვენ მოგწონთ ისინი გაყარეთ და ხელისუფლებაში დააბრუნეთ მკვლელები, პედოფილები, მანიაკები, ტერიტორიების ჩამბარებლები და უვიზოს დაგიტოვებთო
სალომე ზურაბიშვილი - საერთაშორისო ადმინისტრაციით ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს, რათა საქართველომ თავისი დამოუკიდებელი გზა დაიბრუნოს
ზურაბ ჯაფარიძე - რიჟვაძე 99% თავს იკლავდა - ნამდვილია თუ არა წერილი? 99% ნამდვილია
თამარ ჩერგოლეიშვილი - მინდა, ბადრი ჯაფარიძემ იმ სიმართლით იაროს, რომ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილეობა სალომე ზურაბიშვილზე „დათანხმებაა“
მიხეილ სააკაშვილი - „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არ აქვს, უნდა ვიმუშაოთ სპეცოპერაციის ბოიკოტირებაზე და ნამდვილი არჩევნების მიღწევაზე, ამ პოზიციაზეა ევროპარლამენტიც
არქივი