არჩილ თალაკვაძე მიხაელ როთს-როცა არ იცნობ საქართველოს ისტორიას, ამ ქვეყნის ხალხს, მხოლოდ მაშინ აძლევ თავს უფლებას, მართლმადიდებელ ეკლესიაზე ასეთი განცხადება გააკეთო. ჯერ არცერთ სტუმარს უკადრია ასე ესაუბრა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
184 01 ივნისი 2024, 14:19
პარლამენტის ვიცე-სპიკერი და უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაელ როთის სტატუსს ეხმიანება, სადაც როთი აღნიშნავს, რომ „რელიგიის თავისუფლება და რელიგიის კრიტიკა განუყოფელია. სწორედ ასე მუშაობს დემოკრატია. ყველა ეკლესია, რელიგია და მორწმუნეები უნდა შეურიგდნენ კრიტიკას. ზოგიერთს ჯერ კიდევ აქვს ამასთან დაკავშირებით პრობლემები: ჩემს შემთხვევაში საქართველოს მართლმადიდებლობა და ისევ და ისევ ისლამი“. არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ ჯერ არცერთ სტუმარს უკადრია ასე ესაუბრა. „მაიკლ როთ, როცა არ იცნობ საქართველოს ისტორიას, არ იცნობ ამ ქვეყნის ხალხს, მხოლოდ მაშინ აძლევ თავს უფლებას, მართლმადიდებელ ეკლესიაზე ასეთი განცხადება გააკეთო. ჯერ არცერთ სტუმარს უკადრია ასე ესაუბრა. მართლმადიდებელ ეკლესიას წამება, დარბევა და კირით გათეთრებაც კი გადაუტანია - კრიტიკა რა მოსატანია?!“-წერს არჩილ თალაკვაძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროცესი იმდენად სტერილური გახდა, რომ აგენტურულ სინდიკატში ჩართული ბენეფიციარებიც კი ღიად საუბრობენ, საკუთარ როლსა და ვალდებულებებზე
ნანუკა ჟორჟოლიანის იაფფასიანი ვიდეოების მიღმა რევოლუციური პროცესების და გადატრიალების დაფინანსება იმალებოდა
დავით ქართველიშვილი: როცა ბრალდებული გამოტანილ განაჩენს კიდევ ახალ დანაშაულს ამატებს, ამ დროს შთანთქმის პრინციპი აღარ მუშაობს - სწორედ ამიტომ, მიხეილ სააკაშვილმა პატიმრობაში კიდევ ხუთწელიწადნახევარი უნდა გაატაროს
შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილის განაჩენის ფონზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში შემოპარებამდე, ბრიუსელში შეხვდა ევროკომისიის და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს. ეს იმ დროს, როცა მას უკვე მისჯილი ჰქონდა 6 წელი
დავით ქართველიშვილი: „დიფ სთეითის“ გავლენის აგენტები დღეს უკვე მათთვის მიუღებელ ვაშინგტონს მაინც მიანიშნებენ, „რამე რომ იყოს“, რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩვენს მხარეს ხომ დადგებიო
არქივი