ლევან ნიკოლეიშვილი: როგორ ახერხებენ „ნაციონალური მოძრაობის“ სახეები, ერთდროულად, ფაშისტური მიდგომებით მოქმედებდნენ, თან მშიშარები იყვნენ?! ისე, როგორც ფაშიზმის მთავარი შემოქმედი ჰიტლერი და სააკაშვილი ახერხებდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
222 01 ივნისი 2024, 16:00
დღევანდელ დღეს უკვე თითქოს ყველა მივეჩვიეთ, რომ ადამიანებისგან აღარაფერია გასაკვირი, მით უფრო პოლიტიკაში, თუმცა ზოგიერთები მაინც ახერხებენ და გაოცებულს გტოვებენ... - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი “ ხალხის ძალის” წევრის, ზურაბ ქადაგიძის განცხადებას - “რანაირად ახერხებენ ნაცები თან ჩმორები იყვნენ და თან მოძალადეები? რაღაცა განსაკუთრებილი ფენომენია ჰიტლერის, სააკაშვილის, ადეიშვილის, ნაცების სტილის”
ნიკოლეიშვილის თქმით, სააკაშვილი და ადეიშვილიც ახერხებდნენ, ერთდროულად მშიშრებიც ყოფილიყვნენ და ფაშისტებიც.
“ზურას 100% ვეთანხმები და ოდნავ განვავრცობ. დღევანდელ დღეს უკვე თითქოს ყველა მივეჩვიეთ, რომ ადამიანებისგან აღარაფერია გასაკვირი, მით უფრო პოლიტიკაში, თუმცა ზოგიერთები მაინც ახერხებენ და გაოცებულს გტოვებენ... პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი, მაოცებს, როგორ ახერხებენ „ნაციონალური მოძრაობის“ სახეები, ერთდროულად, თან ფაშისტური მიდგომებითა და შეხედულებებით მოქმედებდნენ, თან კი დაუჯერებლად მშიშარები იყვნენ?! თუმცა, ამ კითხვასაც აქვს მგონი ლოგიკური პასუხი, როგორ ახერხებენ და ისე, როგორც ფაშიზმის მთავარი შემოქმედი - ადოლფ ჰიტლერი ახერხებდა, როგორც სააკაშვილი ახერხებდა - თან ფაშისტობდა, თან დაცვის ზურგს და ძალაუფლებას იყო ამოფარებული. ჰო, მთავარი პროკურორი, ზურაბ ადეიშვილიც ახერხებდა, ერთდროულად განსაკუთრებით მშიშარაც ყოფილიყო და ფაშისტიც. სახელების და გვარების გახსენება მგონი შორს წაგვიყვანს, ლამის მთელი რეჟიმი ასეთი ხალხით ჰყავდათ დაკომპლექტებული...” - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სალომე ზურაბიშვილი - საერთაშორისო ადმინისტრაციით ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს, რათა საქართველომ თავისი დამოუკიდებელი გზა დაიბრუნოს
ზურაბ ჯაფარიძე - რიჟვაძე 99% თავს იკლავდა - ნამდვილია თუ არა წერილი? 99% ნამდვილია
თამარ ჩერგოლეიშვილი - მინდა, ბადრი ჯაფარიძემ იმ სიმართლით იაროს, რომ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილეობა სალომე ზურაბიშვილზე „დათანხმებაა“
მიხეილ სააკაშვილი - „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არ აქვს, უნდა ვიმუშაოთ სპეცოპერაციის ბოიკოტირებაზე და ნამდვილი არჩევნების მიღწევაზე, ამ პოზიციაზეა ევროპარლამენტიც
დავით ქართველიშვილი: მეთოთხმეტე წელიწადია საკუთარი თავის და ოჯახის უსაფრთხოების რისკების ფასად, ბიძინა ივანიშვილი საქმით ამტკიცებს, რომ სამშობლოს გასაწირი „ფასი" მისთვის არ არსებობს
არქივი