მამუკა ხაზარაძე ირაკლი ღარიბაშვილს - გპირდები, ყველა დანაშაულზე პასუხი კანონის სრული სიმკაცრით მოგეთხოვება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
376 02 ივნისი 2024, 19:01

ღარიბაშვილო, პენსიონერი მამის მილიონებით რომ ხარ გატუტუცებული, სინამდვილეში კი პირწავარდნილი კორუმპირებული, ბიუჯეტის და ხალხის ფულის ქურდი, ბიძინასთან ერთად ანაკლიაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკეტიორი ხარ!, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს და "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.

„თქვენ წაართვით ქართველ ხალხს პერსპექტივა, ასობით ათასი სამუშაო ადგილი, რომელსაც ანაკლიის პროექტი ევროკავშირთან და აშშ-თან პარტნიორობით იძლეოდა. რომ არა თქვენი თავდასხმა ჩვენზე და პროექტზე, 2020-ში ანაკლიაში პირველი გემი უკვე შემოსული იქნებოდა, საქართველო კი სხვანაირი ქვეყანა.

სწორედ ამისთვის ვმუშაობდი წლების განმავლობაში და ზუსტად ამიტომ არის ანაკლიის პორტის აშენება "ლელოს" პროგრამაში, როგორც პრიორიტეტი, მაგრამ შენმა „რუსულმა ოცნებამ“ ვერაგული განზრახვით დაბლოკა ეს პროექტი, რადგან თქვენს პატრონ პუტინს, არ სურს თანამედროვე, დასავლეთთან პარტნიორობით აშენებული პორტი საქართველოში.

ამიტომ აძლევთ ამ პროექტს ჩინურ კომპანიას, რომელიც მხილებულია კორუფციაში, შრომითი უფლებების დარღვევასა და პროექტების ჩაგდებაში.

გპირდები, ყველა დანაშაულზე პასუხი კანონის სრული სიმკაცრით მოგეთხოვება, ხოლო ქვეყნის ღალატის გამო შენ და დანარჩენებს ჩვენი ხალხი და მომავალი გაგცემთ მკაცრ პასუხს!“ - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუბიოს პოზიცია მნიშვნელოვანი სიგნალია საქართველოსთვის, სუვერენული გადაწყვეტილებები არ შეიძლება გარედან მოწმდებოდეს, არც ბრიუსელის და არც სხვა ნებისმიერ ქალაქის მიერ
მართალია „ოცნების“ ჰუმანური ბუნებიდან გამომდინარე იმ პირობებში არ მოუწევს სასჯელის მოხდა, რაშიც ჩვენ გვახდევინებდა, მაგრამ მაინც კარგია, ციხე ციხეა და ეგ უნდა ეგდოს ციხეში!
ჰერჩისკის ჰგონია, რომ ბრიუსელი რასაც ვერ ბედავს ევროპული ქვეყნების ლიდერებთან მიმართებით, საქართველოში გაუვა და ასე არაა
დავით ქართველიშვილი: გახარიას გადაწყვეტილება გაქცეულიყო ემიგრაციაში, იყო აღიარებითი ჩვენების ტოლფასი
"ნაცობა" ნამდვილად არის იდეა ქვეყნის უცხო ინტერესებზე გაყიდვის, ხალხის ფეხქვეშ გაგდების, ყველაფერ ეროვნულთან ბრძოლის
არქივი