შალვა პაპუაშვილი - ყოველი "აღშფოთებული მოქალაქის" უკან “ნაცმოძრაობის“ ცუდად შენიღბული აქტივისტი დგას, ხოლო მათი ყოველი აქტივისტის უკან - "ევროპის სახალხო პარტია" - სამწუხაროა, ეს იქცა ევროპის ხელწერად საქართველოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
205 02 ივნისი 2024, 20:53

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყოველი "აღშფოთებული მოქალაქის" უკან "ნაციონალური მოძრაობის" ცუდად შენიღბული აქტივისტი დგას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" ყოველი აქტივისტის უკან - "ევროპის სახალხო პარტია".

სამწუხაროა, რომ დღეს ეს იქცა ევროპის ხელწერად საქართველოში”, - წერს შალვა პაპუაშვილი და ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ უმრავლესობის დეპუტატს, ვიქტორ სანიკიძეს “მონას“ და „მოღალატეს“ უწოდებენ.

აღნიშნულს გამოეხმაურა თავად სანიკიძეც და განაცხადა: "გულანთებული ადამიანების უკან რატომღაც სულ ნაციონალური მოძრაობის აქტივი აღმოჩნდება-ხოლმე. ასე მოხდა ამ ახალგაზრდა ქალის შემთხვევაში, რომელსაც ფაშიზმიც არ გამოსდის მისი დიდი სურვილის მიუხედავად და თავისივე ტყუილებში იბლანდება როგორც სხვა ყველა ჭეშმარიტი ნაცი".

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი: შეერთებული შტატების პოლიტიკა დამყარებულია იმაზე, თუ მსოფლიოში როგორ მიაღწევს იმ მიზნებს, რა მიზნებიც მას გააჩნია. ევროკავშირი არის ის ორგანიზაცია, რომელიც, ღიად შეიძლება ითქვას, ტრამპს მაინცდამაინც არ სიამოვნებს
ზურაბ ქადაგიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ მიერ მართული პროცესი მივიდა იმ კულმინაციამდე, რომ ეგზისტენციალური საკითხი დგას უკვე, ან აგრძელებენ მოქმედებას, ან საერთოდ ასრულებენ ყველაფერს
შალვა პაპუაშვილი: საგანგაშოა, რომ ევროკავშირის საელჩოს დღემდე არც ერთხელ არ დაუგმია მისი დაფინანსებული პირებისგან მომდინარე ძალადობა, სიძულვილი და დეზინფორმაცია
დავით ქართველიშვილი რადიკალებზე: წლების განმავლობაში მათ პოლიტიკურ აქტივობას ასაზრდოებდა ამა თუ იმ ფონდებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული ფულის ნაკადი
ზონდერებსა და ბიზნეს - რეკეტიორ პერსონებზე არანაკლებ დამნაშავეები, ის ე.წ. ჟურნალისტები არიან, ვინც სააკაშვილის სისტემას ასულდგმულებდნენ და ახლა, თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიის სახელით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ
არქივი