95
03 ივნისი 2024, 14:13
“დაწყებული მარტის შუა რიცხვებიდან ამ პატარა ქვეყანას, რომელსაც საქართველო ჰქვია "დემოკრატიის" ვითომცდა დაცვის სახელით დაუპირისპირდა კოლექტიური ბიუროკრატიული დასავლეთი. მსოფლიო იმპერიის აშშ-ს ადმინისტრაციის მეთაურობით!”-წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
ექსპერტის თქმით, არ დარჩენილა კოლექტიურ დასავლეთში მეტ-ნაკლებად ცნობილი არცერთი პოლიტიკოსი, რომელსაც არ გავეკრიტიკებინეთ, არ დაგვმუქრებოდა და არ მოეწოდებინა ჩვენთვის რაღაც "უცხოური გავლენის გამჭირვალეობის" კანონი გაიწვიეთ. ხმა არ მისცეთო!
მისივე თქმით, საქართველო, მისი მოსახლეობის აბსოლუტურზე აბსოლუტური უმრავლესობა იდგა, დგას მშვიდად და ქრისტიანული სიყვარულით უპირველესად ერთურთის და რაც მთავარია თავად თავდამსხმელთა მიმართ!
„საქართველოს მოქალაქენო!
თუ ხვდებით რა გადავიტანეთ და გადაგვაქვს ამ ორი თვე-ნახევრის მანძილზე!
რა "ცივი ომი", რი "ცივი ომი"!
"ცივი ომი" მიმდინარეობდა მსოფლიოს დაპირისპირებულ სისტემებს შორის!
დაწყებული მარტის შუა რიცხვებიდან ამ პატარა ქვეყანას, რომელსაც საქართველო ჰქვია "დემოკრატიის" ვითომცდა დაცვის სახელით დაუპირისპირდა კოლექტიური ბიუროკრატიული დასავლეთი. მსოფლიო იმპერიის აშშ-ს ადმინისტრაციის მეთაურობით!
თავიანთი საერთაშორისო ორგანიზაციებითურთ!
მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც კი ხალხო. წარმოიდგინეთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც კი!
ამ ხნის მანძილზე არ დარჩენილა კოლექტიურ ბიუროკრატიულ დასავლეთში არცერთი მეტ-ნაკლებად ცნობილი ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოსა და ხელისუფლების მიმართ საწინააღმდეგო და მუქარის შემცველი განცხადება არ გაეკეთებინა. ერთი რაღაც ყოვლად უსუსური კანონის გამო!
არ დარჩენილა კოლექტიურ დასავლეთში მეტ-ნაკლებად ცნობილი არცერთი პოლიტიკოსი, რომელსაც არ გავეკრიტიკებინეთ, არ დაგვმუქრებოდა და არ მოეწოდებინა ჩვენთვის რაღაც "უცხოური გავლენის გამჭირვალეობის" კანონი გაიწვიეთ. ხმა არ მისცეთო!
თორემ....
საქმე იმ დონემდეც მივიდა რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა და აშშ გენშტაბის წარმომადგენელმაც კი გააკეთეს ფაქტობრივად მუქარის შემცველი განცხადებები პატარა, პატარა, პატარა საქართველოს წინააღმდეგ!
ეს რა იყო ქართველებო!!!!!!!
ეს რა გადავიტანეთ საქართველოს მოსახლეობავ!!!!!
ცოტა დააკლდა ფაქტობრივი ცხელი ომის გამოცხადებას...ერთი ციცქნა საქართველოსადმი!
მაგრამ საქართველო, მისი მოსახლეობის აბსოლუტურზე აბსოლუტური უმრავლესობა იდგა, დგას მშვიდად და ქრისტიანული სიყვარულით უპირველესად ერთურთის და რაც მთავარია თავად თავდამსხმელთა მიმართ!
ხელისუფლებისა და ხალხის ეს ქრისტესმიერი დგომა მთელ მსოფლიოს დავანახეთ 20 დღის განმავლობაში ორჯერ!
29 აპრილს და 17 მაისს!
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს
რაც ამ დღეებში ხელისუფლებაში მყოფმა ახალგაზრდა ქართველებმა გამოიჩინეს!
ეს იგივეა რაც ცოტნე დადიანმა, დემეტრე თავდადებულმა, ბერმა თევდორემ, ცხრა ძმა ხერხეულიძემ ... ჩაიდინეს მომხვდურთა წინააღმდეგ სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში!
რა სიტყვიერ, ფიზიკურ, ოჯახურ, პიროვნულ ფსიქოლოგიურ ზეწოლები დარტყმები მიიღეს ამ კაცებმა და დედაკაცებმა და მაინც არ გ ა ტ ყ დ ნ ე ნ!
მაინც გააკეთეს ის რაც მამულს, ენას, სარწმუნოებას სჭირდებოდა და სჭირდება!
ისტორიიდან ვიცით 250 დიდგორელი, 300 არაგველი, ცხრა მარაბდელი... და უამრავი სხვა საქართველოსათვის თავგანწირული!
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მათ შეემატა სულ მცირე 84 და კიდევ მეტი(აღმასრულებელი ხელისუფლება, სამართალდამცველები. თითოეული გონიერი საქართველოს მოქალაქე...) მამულისათვის თავდადებული!
ამ ადამიანებმა გასულ დღეებში დაწერეს საქართველოს ისტორიის კიდევ ერთი გმირული ფურცელი!
დარწმუნებული ბრძანდებოდეთ ეს დღეები და ამ თავდადებულ მამულიშვილთა გმირული ქცევები, ოქროს ასოებით შევა საქართველოს მრავალსაუკუნოვან სახელოვან ისტორიაში!
მათ მაგალითზე საუკუნეთა მანძილზე მომავალი თაობები აღიზრდებიან!
რაც უმთავრესია კიდევ
მტერმა და მოყვარემ მკაფიოდ დაინახა თუ როგორ იჭედება ქვეყნის სახელოვანი მომავალი!
რომ "ვინაც ნატრობს იმის სიკვდილს, უმალ მასვე დაამიწებს"!
ასეა თუ ერთად, ერთობით ვიქნებით ჩვენი მომრევი დედამიწაზე არავითარი ძალაა!
მოკლედ საოცნებო და სანეტაროა ცხოვრობდე და მოღვაწეობდე იმ დროში რომელიც ახლანდელ საქართველოს ისტორიამ არგუნა!
დასასრულ ქება და დიდება იმ უდიდეს სახელად "ქართველ კაცს" ვინაც ამ ღირსეული ბრძოლისათვის მოამზადა და განაწყო სრულიად ქართველობა და საქართველო!“-წერს ედიშერ გვენეტაძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |