ზაალ ანჯაფარიძე: ის პოლიტიკური სტრიპტიზი ქართულ-ამერიკული შესრულებით, რაც გუშინ კონგრესის „ჰელსინკის კომიტეტზე“ ვიხილეთ და აშშ-ის ადმინისტრაციის სამომავლო ქმედებები, არის პირველი სპონტანური რეაქციები „ურჩი“ პარტნიორის ლეგიტიმურ და სუვერენულ ქმედებებზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
108 05 ივნისი 2024, 16:11
ორი თვის წინ აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტში გაიმართა მოსმენა, რომელზედაც დაბარებული იყვნენ აშშ-ის ყველა სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელები. თემა: აშშ-ის მიმართ მსოფლიო საფრთხეები. ამ მოსმენაზე სენატორების მიერ ითქვა რომ აშშ არის მსოფლიო ლიდერი, რომელსაც შეუძლია თავის ძალმოსილება განავრცოს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ა.შ. ამ დროს, აშშ-ს მიერ სტრატეგიულ პარტნიორად, ანუ ფაქტობრივად ჯიბეში ჩადებულად მიჩნეულ საქართველოს და მის ხელისუფლებას ჰყოფნის „თავხედობა“ გაატაროს დამოუკიდებელი პოლიტიკა, - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ვაშინგტონი ყოველთვის დაუნდობელია მათ მიმართ, ვინც აშშ-ის პირველობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ანჯაფარიძის განმარტებით, კონგრესმენების სიტყვებით ამერიკამ უკვე გვაგრძნობინა, რომ სასურველი მარიონეტის ხელისუფლებაში მოსაყვანად ყველაფერს გააკეთებს, თუმცა, ხელისუფლების დამხობა მას ზოგან გამოსდის, ზოგან - არა.
"აშშ-ის საგარეო პოლიტიკის სიღრმეებში გარკვევა ერთი მხრივ რთულია, მაგრამ მეორეს მხრივ არც ისე რთული. ვისაც ეს აინტერესებს, მან სახდეპის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებებიდან კი არ უნდა გამოიტანოს დასკვნები, არამედ ცოტა მეტად ჩაიხედოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის სიღრმეებში. გასაგებია, რომ ამას დრო და დიდი მასალის შესწავლა სჭირდება, მაგრამ გთავაზობთ შედარებით მარტივ საშუალებას. ბოლომდე გაეცანით/მოუსმინეთ თუნდაც აშშ-ს სენატის დარგობრივ კომიტეტებში გამართულ მოსმენებს, რომლებიც საგარეო პოლიტიკას და უსაფრთხოებას ეხება.
ორი თვის წინ აშშ-ს სენატის დაზვერვის კომიტეტში გაიმართა მოსმენა, რომელზედაც დაბარებული იყვნენ აშშ-ს ყველა სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელები. თემა: აშშ-ს მიმართ მსოფლიო საფრთხეები. ამ მოსმენაზე სენატორების მიერ ითქვა რომ აშშ არის მსოფლიო ლიდერი, რომელსაც შეუძლია თავის ძალმოსილება განავრცოს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ა.შ. ამ დროს, აშშ-ს მიერ სტრატეგიულ პარტნიორად, ანუ ფაქტობრივად ჯიბეში ჩადებულად მიჩნეულ საქართველოს და მის ხელისუფლებას ჰყოფნის „თავხედობა“ გაატაროს დამოუკიდებელი პოლიტიკა და მიშას რეჟიმისგან განსხვავებით, ამერიკელებს ყველაფერზე გუნდრუკი არ უკმიოს. უფრო მეტიც, საქართველო ბედავს აშშ-ს მსოფლიო ლიდერობა ეჭვქვეშ დააყენოს იმით, რომ ძალების სხვა ცენტრებთან ეძებოს კავშირები. შესაბამისად, ის პოლიტიკური სტრიპტიზი ქართულ-ამერიკული შესრულებით, რაც გუშინ აშშ-ს კონგრესის „ჰელსინკის კომიტეტზე“ ვიხილეთ და აშშ-ს ადმინისტრაციის სამომავლო ქმედებები, არის პირველი სპონტანური რეაქციები „ურჩი“ პარტნიორის სრულიად ლეგიტიმურ და სუვერენულ ქმედებებზე - ჩემს ქვეყანაში მივიღებ ისეთ კანონს რაც ქვეყანას სჭირდება და რასაც ხალხი მხარს უჭერს. აშშ, რომელმაც გუშინ უკვე გვაგრძნობინა, რომ საქართველოში ხელისუფლების მისი სასურველი მარიონეტით ჩანაცვლება სურს, რა თქმა უნდა ყველაფერს გააკეთებს, რომ ასე მოხდეს. ვაშინგტონი ულმობელია მათ მიმართ, ვინც აშშ-ს მსოფლიო ლიდერობას ეჭვის ქვეშ აყენებს. ეგაა რომ ზოგან გამოსდით ხელისუფლების დამხობა, ზოგან კი არა. იმედია ჩვენ ის ქვეყანა ვიქნებით, სადაც ეს არ გამოუვათ."- წერს ზაალ ანჯაფარიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: 26 ოქტომბერს ორბელიანების სასახლეში ე.წ. „საკოორდინაციო პლატფორმის,“ ფაქტობრივად კი „რევკომის“ მოწყობა, არის არა მხოლოდ უკანონობა, ეს არის ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს ღიად გამოწვევა დუელში
ეკა სეფაშვილი: პაველ ჰერჩინსკის განცხადება მაფიქრებინებს, რომ გამეორდება ის მანიპულაცია და სპეკულაცია, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების დროს
ნანა კაკაბაძე: თითქმის 2 კვირის ფიქრის შემდეგ, ზურაბიშვილმა ვერც ხელის მოწერა და ვერც ვეტოს დადება გაბედა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონზე
მამუკა მდინარაძე: არ ვაპირებთ ვაპატიოთ ზურაბიშვილს თქვენი გადაგდება და საქართველოს კონსტიტუციის თავზე გადახევა. საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი, არამედ გადაყენებული პრეზიდენტი
ლევან ნიკოლეიშვილი: ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა და ასე ადვილად ჩვენზე კარნახის პოლიტიკის განხორციელება ვერანაირად მოხერხდება
არქივი