ზურაბ ქადაგიძე იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენაზე: ის ამაგი, რაც ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს აქვს გაწეული საქართველოსთვის, ისტორიაში ოქროს ასოებით შევა - მისი ყველა ნაბიჯი და ნამოქმედარი ქართულ სახელმწიფოს ხმარდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
404 11 ივნისი 2024, 20:02

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენას ეხმიანება. ანალიტიკოსის თქმით, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიერ საქართველოსთვის გაწეული ამაგი, ისტორიაში ოქროს ასოებით შევა. ქადაგიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ყველა ნაბიჯი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარეობს და ქვეყანას ხმარდება.

„ის ამაგი, რაც ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს აქვს გაწეული საქართველოსთვის, ისტორიაში ოქროს ასოებით შევა.
არ ვიცი, რა უნდა თქვა და როგორ გამოხატო მადლიერება ასეთი დიდი ქართული საქმის წინაშე.
ამიტომაც არის, რომ ყველა გადამთიელი თუ ადგილობრივი ნაძირალა ებრძვის ამ ადამიანს, რადგან ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედსა და ფილანთროპზე გაცილებით მეტია.
მისი ყველა ნაბიჯი და ნამოქმედარი ქართულ სახელმწიფოს ხმარდება!“- წერს ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ელისაშვილზე: მას შემდეგ, რაც მდინარაძეს ვირთხულად მიეპარა პარლამენტში, ქალაქში წყნარად არ გამოსულა. დაიღალა შიშით და გადაწყვიტა, ყველაზე წყნარ ადგილზე მოხვედრილიყო
არაკომპეტენტური და კაია კალასის ერთ-ერთი რიგითი ქვეშევრდომი, ელჩი ჰერჩინსკი ეროვნული დროშის დღეს, უსამშობლო ნაცმარგინალების გამხნევებით გვილოცავს
სადაა საერთაშორისო მხარდაჭერა და ევრორეზოლუციები უკრაინაში „დემოკრატიის უკუსვლის“ და დიქტატორული რეჟიმის თაობაზე? მპოვნელი - დასაჩუქრდება
მაია სანდუს განცხადებაზე: მალე „საერთაშორისო რადარებზე“ ახალი ცხელი წერტილი გაჩნდება და დასავლეთისთვის ესოდენ სანატრელი „მეორე ფრონტი“ რუსეთთან
გამოავლინეს უკრაინის დეპუტატი, რომელიც სხვა პარლამენტარებს სთავაზობდა უკანონო სარგებელს. ზოგიერთი წყარო აკავშირებს იულია ტიმოშენკოს, სხვა ცნობები მიუთითებს დავით არახამიაზე
არქივი