შალვა პაპუაშვილი - უამრავ მამულიშვილურ საქმეთა შორის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებათა ნუსხაშია, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის სამშობლოში გადმობრძანება ერთ-ერთი ფასდაუდებელი აქტია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
242 11 ივნისი 2024, 22:25

უამრავ ჭეშმარიტად მამულიშვილურ საქმეთა შორის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებათა ნუსხაშია, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის სამშობლოში გადმობრძანება ერთ-ერთი ფასდაუდებელი აქტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, იოანე ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოსთვის გადმოცემა უდიდესი მოვლენაა ქართული სულიერებისა და კულტურის ისტორიაში.

„ქართული სულიერების უდიდესი მოღვაწის, ბერი იოანე ზოსიმეს ხელნაწერი სულ მალე საქართველოს საგანძურში დაიდებს ბინას.

პალიმფსესტში, სადაც თავდაპირველი ტექსტი დასავლურ არამეული დიალექტია, იმავე ფურცლებზე ხუცური ანბანით მე-10 საუკუნის ქართული ტექსტია დატანილი. ბერი იოანეს ხელნაწერები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია გაბნეული და დღემდე არცერთი მათგანი არ მოიპოვებოდა ჩვენს წიგნთსაცავებში. მათ შორისაა „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“, რომლის ოთხი ხელნაწერიდან, სამწუხაროდ, ასევე არცერთი არაა საქართველოში დავანებული.

იოანე ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოსთვის გადმოცემა მართლაც უდიდესი მოვლენაა ქართული სულიერებისა და კულტურის ისტორიაში. უამრავ ქართულ, ჭეშმარიტად მამულიშვილურ საქმეთა შორის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებათა ნუსხაშია, იოანე ზოსიმეს ხელნაწერის სამშობლოში გადმობრძანება ერთ-ერთი მართლაც ფასდაუდებელი აქტია, უძვირფასესი საჩუქარია ჩვენი ქვეყნისა და მისი მომავლისთვის.

საქართველო, როგორც უძველესი ქრისტიანული ცივილიზაცია, ამაყია თავისი სასულიერო მწიგნობრობით; ქრისტიანულ კერებში საუკუნეების მანძილზე მოღვაწეობდნენ ქართველი გადამწერნი, მეცნიერნი თუ ფილოსოფოსნი, და ამით უდიდესი წვლილი შეჰქონდათ მსოფლიო ქრისტიანობის საგანძურში. იოანე ზოსიმე ერთ-ერთი უბრწყინვალესია მათ შორის. ყველას გილოცავთ ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად საამაყო და ღირსეულ მონაპოვარს“, – წერს პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: ინფორმირებულობა და სიმართლის ცოდნა „დიფ სთეითზე“, ოლიგარქიულ ოჯახებზე იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამცავი ფარი ქართული სახელმწიფოსთვის
ბრიუსელის გადაწყვეტილებების მოტივატორია ის, რომ საქართველო ევრობიუროკრატიას და „ევროსაბჭოთა კავშირს“ ხელიდან გაუსხლტა ისე, როგორც ამას აკეთებდა ყველა იმპერიასთან მიმართებით
მსოფლიო ბირთვული კატასტროფის წინაშე დგას - ვინც ქვეყნის დესტაბილიზაციას ხელს უწყობს, უნდა განეიტრალდეს, უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები სამეზობლოსთან უსაფრთხოების ერთობლივი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების შესახებ, უნდა გამკაცრდეს კონტროლი საზღვრებზე
გია აბაშიძე ანალენა ბერბოკის საჩივარზე: „ნაცების“ ტელეეთერებში მოუბარ „დაჩაგრულ-დევნილთა“ რეაქცია მაინტერესებს - გერმანიაც „გაჩელიაბინსკდა?“
ჩვენისთანა პატარა ქვეყანა პირველ სამიზნეშია „დიფ სთეითის“ იმიტომ, რომ სწორედ პატარა ქვეყნის პოზიციებიდან ჩვენზე გაცილებით უფრო მძლავრ და დიდ ქვეყნებს ვაძლევთ მაგალითს, რომ „დიფ სთეითთან“ გამკლავება საჭიროა
არქივი