დავით ქართველიშვილი გიგა ბოკერიაზე: არც "კანონიკური" და არც "ნაბიჭვრული" ლინჩის წესების მომხრე ვარ, მაგრამ ციხის არარსებული ბუნტის მკვლელი-არქიტექტორისაგან მორალზე ლექციის წაკითხვა "ნუ იყოფინ ესე ჩემდა"!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 11 ივნისი 2024, 22:55
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გიგა ბოკერიას შეურაცხმყოფელ განცხადებას პასუხობს, სადაც ის ხელისუფლებას ოპოზიციონერებზე და მათ აქტივისტებზე თავდასხმაში ადანაშაულებს. ანალიტიკოსი ორმაგ სტანდარტს უსვამს ხაზს და ოპოზიციას წარსულს ახსენებს. ქართველიშვილი ბოკერიას ციხის არარსებული ბუნტის მკვლელ - არქიტექტორს უწოდებს და ამბობს, რომ ასეთი ადამიანისგან მორალზე საუბარი მისთვის მიუღებელია. „როდესაც ვიძახი, რომ მამულთან და სარწმუნოებასთან ბრძოლის პარალელურად, რაც რუსებისთვის ჩვენი ტერიტორიების ჩუქებასა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლასთან არის ასოცირებული - ენასაც "გვიუპატიურებენ", შეიძლება ბევრს დაებადოს კითხვა: "კი მაგრამ, დედას ხომ ქართულად გვაგინებენ, შეურაცხყოფას ქართულად გვაყენებენ და ენას რას ვერჩი". ვიმეორებ - სიძულვილისა და ღმერთმოძულეთა ენა - ქართული არაა. გახსოვთ ალბათ ჩემს მიერ მოყვანილი მაგალითი, როდესაც ერთმა ქართველთმოძულე აფხაზმა ჩვენს მიმართ თავისი სიძულვილის გრადუსის ასაწევად ასეთი რამ ბრძანა: "ქართველები არა მხოლოდ ფაშისტები, ისინი გაცილებით უარესები - ისინი ანტიფაშისტები არიანო". ამიტომ, ქართველთმოძულეზე, ფაშისტზე და ქართულ ენაზე მოძალადეზე - გიგა ბოკერია გამახსენდა დღეს "რატომღაც". გამახსენდა აი ამ მისი ციტატით: "ივანიშვილის რეჟიმი აგრძელებს ნაბიჭვრულ თავდასხმებს პოლიტიკურ ოპონენტებსა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებზე თანაც ისე, რომ თავდამსხმელთა იდენტიფიცირება ძალიან მარტივია". რას ნიშნავს "ნაბიჭვრული" თავდასხმა, განსაკუთრებით, როდესაც "იდენტიფიცირება ძალიან მარტივია". ესე მახსოვდა, რომ "ნაბიჭვრობა" სწორედ მამასთან დაკავშირებული "იდენტიფიცირების" სირთულესთან იყო ასოცირებული. და რითი განსხვავდება "ნაბიჭვრული თავდასხმა" - "კანონიკურისაგან", ესეც გაუგებარია ჩემთვის. ალბათ ისაა "კანონიკური" - ჩვენს ცოცხალ თუ გარდაცვლილ შვილებზე რომ ნადირობა აქვთ გამოცხადებული: სკოლებში, საბავშვო სექციებსა თუ სასაფლაოებზე. "კანონიკურია" ალბათ სიტყვების, აზრებისა და არგუმენტების უკიდეგანო დეფიციტის ფონზე, ოპონენტთან საუბარში მხოლოდ "ტყნ-ტყნ-ტყნ" კომბინაციის შემცველი ზმნების გამოყენება. ხოლო პასუხის გაცემა ამ ყველაფერზე - "ნაბიჭვრული" ყოფილა. მე არც "კანონიკური" და არც "ნაბიჭვრული" ლინჩის წესების მომხრე ვარ, მაგრამ ციხის არარსებული ბუნტის მკვლელი-არქიტექტორისაგან მორალზე ლექციის წაკითხვა "ნუ იყოფინ ესე ჩემდა"!“- წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ედიშერ გვენეტაძე: ერთ დროს ქრისტიანობის ღირებულებების მქონე ევროპაში მექრთამე-ლობისტების და დავით კეზერაშვილის ნაირების დროა, სამართლიანობის მარყუჟი ვიწროვდება, უეჭველად მოჰყვებიან ე.წ. ოპოზიციური, მეხუთე კოლონის წარმომადგენლები
ზურაბ ქადაგიძე მაიკლ ო’ფლაერთს: რატომ ცდილობთ ჩვენს შიდა იურისდიქციაში ქექვას და თქვენი ლიბერალური სიგიჟეების შემოტენვას?! თქვენი ბიუროკრატია და ლეგიტიმაცია მორღვეული ადმინისტრაციები გავიდნენ ზღვარს მიღმა
ზურაბ ქადაგიძე ეკა გიგაურზე: რკინის ქალამნები ჩაუცვამს და ოკეანის გადაღმა სამართლიანობის საპოვნელად მიდის. საკუთარ ქვეყანას უჩივიან და მერე უკვირთ, „უსამშობლოებს“ რატომ გვეძახიანო
შალვა პაპუაშვილი - კონგრესის მიერ პარალელური დათვლის მანიპულაციის დამაჯერებელი გამოძიება ქართველი ხალხის მხრიდან ამერიკის გვერდში დგომის სათანადო დაფასება იქნებოდა
შალვა პაპუაშვილი: თუ დადასტურდა, რომ აშშ-ის ელჩმა იცოდა და არ ამჟღავნებდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები ცრუ იყო, ეს თავდაყირა აყენებს მედიაციის პროცესის და 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერება
არქივი