დავით ქართველიშვილი ფსევდოლიბერალიზმის თავისებურებაზე: მისთვის ქართული, ბრიტანული თუ ფრანგული იდენტობა და სუვერენიტეტი - ერთნაირად მტერია. უბრალოდ საქართველოს შესწევს უნარი საკუთარი ღირსება: მამული, ენა, სარწმუნოება დაიცვას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
77 11 ივნისი 2024, 22:55
ფსევდოლიბერალიზმის თავისებურებაზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდი დარტყმა თანამედროვე მსოფლიოში დიდ ბრიტანეთს მიადგა, სადაც პატრიარქალურ ტრადიციონალიზმს, ანგლიკანური ეკლესიის ურყევ ავტორიტეტსა და სამეფო ოჯახის მიმართ ეჭვგარეშე პატივისცემას ძირი გამოეცალა. დავით ქართველიშვილი ვრცელ პოსტში წერს, რომ დიდი ბრიტანეთი ფაქტობრივად ემსხვერპლა ამ მძევლობასა და მეტასტაზებს.

ქართველიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს იმას, რომ ამ სისუსტეს გრძნობენ კოლონიებიც და მასობრივად მიმდინარეობს „ექზიტბრიტ"-ის დეკოლონიზაციის პროცესები.

„ტავიმოჩრა" ანუ „секимбашка". აღარ უნდა რიში სუნაკს დაქცეული იმპერიის პრემიერად ყოფნა - მაგრამ ვინ აცდის. ავსტრალიაში ანტიბრიტანული გრადუსი რეკორდებს ხსნის - მეფე გეორგ V-ის დაბადებიდან 159 წლისთავზე მოძრაობა „ანტიფამ" და პროპალესტინურმა ორგანიზაციებმა, მონარქის ძეგლს თავი მოკვეთეს, დანარჩენ ნაწილს წითელი საღებავი გადაასხეს და დატოვეს წარწერა: „კოლონია დაეცემა!". კონკრეტულად ამ მონარქზე კი, იმიტომ შეჩერდნენ, რომ სწორედ მისი მმართველობის პერიოდში გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა არტურ ბალფურმა 1917 წელს ბრიტანეთის ებრაულ დიასპორას გადასცა ოფიციალური წერილი (ბალფურის დეკლარაცია), სადაც მთავრობის სახელით მხარს უჭერდა სიონისტური მისწრაფებების ებრაულ-არაბულ კონფლიქტში. ამას ემატება კონკრეტული ანტიბრიტანული გამოსვლები. წლის დასაწყისიდან 100 ათასზე მეტი დემონსტრანტი გამოვიდა ქვეყნის ქუჩებში მოთხოვნით, პირველი ბრიტანული კოლონიის დაარსების ნიშნად დაფუძნებული დღესასწაული - „ავსტრალიის დღე", გადაკეთდეს გლოვის დღედ, სახელწოდებით "კოლონისტების შეჭრა". მეფე გეორგ V არაა პირველი მსხვერპლი - მანამდე კვარცხლბეკიდან უკვე ჩამოაგდეს აბორიგენების გენოციდში ბრალდებული ჯეიმს კუკისა და დედოფალ ვიქტორიას ძეგლები. დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ კი, ავსტრალია მოიცვა ბრიტანეთის დროშების დაწვის ეპიდემიამ. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას მონარქიის გაუქმება სურს. ამას წინათ სამეფო ოჯახის პროტექტორატიდან უკვე გამოვიდა ბარბადოსი. ემზადება რეფერენდუმისთვის იამაიკაც. სოლომონის კუნძულები თანდათანობით ჩინეთის კონტროლის ქვეშ გადადიან, ისევე როგორც ანტიგუა და ბარბუდა - სადაც ჩინეთი აშენებს მსხვილ სადაზვერვო ბაზას აშშ-ზე ფარული მიყურადების მიზნით. ბოლო პერიოდში არაერთგზის გავავლე პარალელი, რომ "გლობალური ომის პარტიის" სამიზნე არა მხოლოდ ისეთი პატარა სახელმწიფოებია, როგორიც საქართველო. დიდი ბრიტანეთიც ფაქტობრივად ემსხვერპლა ამ მძევლობასა და მეტასტაზებს. ყველაფერზე, რაც ბრიტანეთის სიდიადეს წარმოადგენდა: პატრიარქალური ტრადიციონალიზმი, ანგლიკანური ეკლესიის ურყევი ავტორიტეტი, სამეფო ოჯახის მიმართ ეჭვგარეშე პატივისცემა - ყველაფერს მიაყენეს მომაკვდინებელი დარტყმა.
ამ სისუსტეს, რა თქმა უნდა, გრძნობენ კოლონიებიც და მასობრივად მიმდინარეობს „ექზიტბრიტ"-ის დეკოლონიზაციის პროცესები. ფსევდოლიბერალიზმი ამ მხრივ დაუნდობელია და მან „თავისიანი"/„უცხო"-ს პრინციპით დაყოფა არ იცის. მისთვის ქართული, ბრიტანული თუ ფრანგული იდენტობა და სუვერენიტეტი - ერთნაირად მტერია. უბრალოდ საქართველოს შესწევს უნარი საკუთარი ღირსება: მამული, ენა, სარწმუნოება დაიცვას - ხოლო ბრიტანეთმა ეს მეტასტაზური პროცესები სახიფათო ნიშნულამდე მიუშვა,“ - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ედიშერ გვენეტაძე: ერთ დროს ქრისტიანობის ღირებულებების მქონე ევროპაში მექრთამე-ლობისტების და დავით კეზერაშვილის ნაირების დროა, სამართლიანობის მარყუჟი ვიწროვდება, უეჭველად მოჰყვებიან ე.წ. ოპოზიციური, მეხუთე კოლონის წარმომადგენლები
ზურაბ ქადაგიძე მაიკლ ო’ფლაერთს: რატომ ცდილობთ ჩვენს შიდა იურისდიქციაში ქექვას და თქვენი ლიბერალური სიგიჟეების შემოტენვას?! თქვენი ბიუროკრატია და ლეგიტიმაცია მორღვეული ადმინისტრაციები გავიდნენ ზღვარს მიღმა
ზურაბ ქადაგიძე ეკა გიგაურზე: რკინის ქალამნები ჩაუცვამს და ოკეანის გადაღმა სამართლიანობის საპოვნელად მიდის. საკუთარ ქვეყანას უჩივიან და მერე უკვირთ, „უსამშობლოებს“ რატომ გვეძახიანო
შალვა პაპუაშვილი - კონგრესის მიერ პარალელური დათვლის მანიპულაციის დამაჯერებელი გამოძიება ქართველი ხალხის მხრიდან ამერიკის გვერდში დგომის სათანადო დაფასება იქნებოდა
შალვა პაპუაშვილი: თუ დადასტურდა, რომ აშშ-ის ელჩმა იცოდა და არ ამჟღავნებდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები ცრუ იყო, ეს თავდაყირა აყენებს მედიაციის პროცესის და 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერება
არქივი