ედიშერ გვენეტაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენაზე: უშლიდა ვინმე ქალბატონ გიულის, ნაყოფიას, კეზერაშვილს, ხაზარაძეს, ჯაფარიძეს, ოქრიაშვილს, ამ უნიკალური კულტურის ძეგლის შესყიდვას და ქართველი ერისათვის ჩუქებას? მათ საქართველო ფულის საშოვნელ-წასაგლეჯ ადგილად მიაჩნიათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
160 12 ივნისი 2024, 10:21
დიდმა ქართველმა მამულიშვილმა ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი უდიდესი საქმე გაუკეთა საქართველოს!
მან აუქციონზე შეიძინა და უახლოეს მომავალში საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცემს არამეულ და ქართულ ენაზე შესრულებულ იოანე ზოსიმეს ხელნაწერს სინას მთის კოლექციიდან, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელ მილიარდერებს არავინ უშლიდა, იგივე ნაბიჯი გადაედგათ, თუმცა, ივანიშვილისგან განსხვავებით, მათ საქართველო ფულის საშოვნელ ასპარეზად მიაჩნიათ. “დიდმა ქართველმა მამულიშვილმა ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი უდიდესი საქმე გაუკეთა საქართველოს! მან აუქციონზე შეიძინა და უახლოეს მომავალში საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცემს არამეულ და ქართულ ენაზე შესრულებულ იოანე ზოსიმეს ხელნაწერს სინას მთის კოლექციიდან(V-VII სს.)! ისმის კითხვა: კი მაგრამ, უშლიდა ვინმე მილიარდერებს - ქალბატონ გიულის, კობა ნაყოფიას, კეზერაშვილს, ხაზარაძეს, ჯაფარიძეს, წამლებით ოქრიაშვილს....ამ უნიკალური კულტურის ძეგლის შესყიდვას და მისი ქართველი ერისათვის ჩუქებას! რა თქმა უნდა არა... მაგრამ ამ სუბიექტებს ბნ ივანიშვილისაგან განსხვავებით საქართველო ასპარეზად, ფულის საშოვნელ-წასაგლეჯ ადგილად მიაჩნიათ და არა სამშობლოდ! იმ სამშობლოდ, რომლისთვისაც კაცი მის მსახურებაში სანთელივით უნდა იწვოდეს! რასაც უშურველად აკეთებს კიდევაც მთელი თავისი ცხოვრება ბნ-ი ბიძინა ივანიშვილი!” - წერს ედიშერ გვენეტაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სულ ცოტა ხანში სლოგანი "ევროპას - კი, ევროკავშირს - არა" მოედება კონტინენტის მთელ სივრცეს...
ზურაბ ჯაფარიძე - არ არის აუცილებელი ყოველდღე რუსთაველის გამზირზე ყოფნა, მაგრამ ეს ყველაფერი თუ გესმის, საკუთარ რაღაცნაირ გრაფიკს შეადგენ
გია აბაშიძე: დავით დოიაშვილი არაა თავისუფლებისთვის ე.წ. მებრძოლი, ის ნაცრეჟიმის ანგარებიანი მეხოტბეა-შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე „ტანჯულის მანტიის მოსხმა“ სრული ნაგვობაა
ავთანდილ ცინცაძე: 2011 წელს რობერტ სტურუა რომ რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს, რატომღაც არ გვახსენდება იმ მსახიობების ერთი საპროტესტო სიტყვაც კი, რომლებსაც დღეს დოიაშვილზე გული შესტკივათ!
დაჩი ცაგურია: ყველაფერი გვახსოვს დოი, შე ფარჩაკო, შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი... შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია
არქივი