ეკა სეფაშვილი: ოპოზიციური არხების ეს ტაქტიკა - არ გააშუქონ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში, მხოლოდ და მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი ქვეყნისათვის, ასევე ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის განმტკიცებისათვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
187 12 ივნისი 2024, 22:37
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი ოპოზიციური არხების მიერ ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტის არ გაშუქებას აფასებს. დეპუტატის თქმით, ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის პრემიერ- მინისტრის ვიზიტი. სეფაშვილი აღნიშნავს იმასაც, პრემიერის უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობა ქვეყნის პოზიციონირებასა და საერთაშორისო იმიჯის განმტკიცებას ემსახურება. დეპუტატი ამბობს, რომ უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე პრემიერმა საქართველოს მხრიდან უკრაინის დახმარებაზე ისაუბრა, რაც ოპოზიციური არხების გავრცელებული დეზინფორმაციის მხილებაა.

„ოპოზიციური არხების ეს ტაქტიკა - არ გააშუქონ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში, მხოლოდ და მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი ქვეყნისათვის, ასევე ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის განმტკიცებისათვის და ჩვენი დახმარება უკრაინისათვის გრძელდება ისე, როგორც აქამდე იყო. ასეთი პოზიტიური ნარატივი ოპოზიციურ არხებს არ აწყობთ, რადგან ისინი როგორც წესი, დეზინფორმაციის  ან მავნებლობის გავრცელებით არიან დაკავებული, რაც მხოლოდ და მხოლოდ ჩრდილს აყენებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს და რეპუტაციას.“ - აღნიშნა სეფაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სულ ცოტა ხანში სლოგანი "ევროპას - კი, ევროკავშირს - არა" მოედება კონტინენტის მთელ სივრცეს...
ზურაბ ჯაფარიძე - არ არის აუცილებელი ყოველდღე რუსთაველის გამზირზე ყოფნა, მაგრამ ეს ყველაფერი თუ გესმის, საკუთარ რაღაცნაირ გრაფიკს შეადგენ
გია აბაშიძე: დავით დოიაშვილი არაა თავისუფლებისთვის ე.წ. მებრძოლი, ის ნაცრეჟიმის ანგარებიანი მეხოტბეა-შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე „ტანჯულის მანტიის მოსხმა“ სრული ნაგვობაა
ავთანდილ ცინცაძე: 2011 წელს რობერტ სტურუა რომ რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს, რატომღაც არ გვახსენდება იმ მსახიობების ერთი საპროტესტო სიტყვაც კი, რომლებსაც დღეს დოიაშვილზე გული შესტკივათ!
დაჩი ცაგურია: ყველაფერი გვახსოვს დოი, შე ფარჩაკო, შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი... შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია
არქივი