სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
გია აბაშიძე: ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გამარჯვებაში შეტანილი წვლილისთვის დასაფასებელ პროფესიონალთა სიაში ცვლილებები შეიტანა უსამშობლო სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც საფუძვლიანად გაემიჯნა ადამიანურ ღირსებასა და ზნეობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
73 16 ივნისი 2024, 19:13
ბოღმა, ღვარძლი პროგრესირებადია დე ფაქტო პრეზიდენტ ზურაბიშვილში. ასეთი დეკადანსი სტაჟიან "ნაცებშიც" კი არ ხდება. ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გამარჯვებაში შეტანილი წვლილისთვის დასაფასებელ პროფესიონალთა სიაში რაღაც ცვლილებები შეიტანა უსამშობლო სალომე ზურაბიშვილმა, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში წერს.

იგი ეხმიანება თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ პრეზიდენტის განკარგულებაში ბევრი ადამიანია გამოტოვებული და ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ასეთი ღირსების ორდენების მიღება. აბაშიძის თქმით, ზურაბიშვილი უკვე საფუძვლიანად გაემიჯნა ადამიანურ ღირსებას და ეს ზემოთ ხსენებული ფაქტითაც დასტურდება.

"ბოღმა, ღვარძლი პროგრესირებადია დე ფაქტო პრეზიდენტ ზურაბიშვილში. ასეთი დეკადანსი სტაჟიან "ნაცებშიც" კი არ ხდება. ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გამარჯვებაში შეტანილი წვლილისთვის დასაფასებელ პროფესიონალთა სიაში რაღაც ცვლილებები შეიტანა უსამშობლო სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც უკვე საფუძვლიანად გაემიჯნა ადამიანურ ღირსებასა და ზნეობას. მისი ეს ზღვარგადასული უიაფესი მაწაკობა მეტყველებს თუ როგორი შიდაპიროვნული კონფლიქტი აქვს გასაცოდავებულ სალომე ზურაბიშვილს.
"განკარგულებაში უამრავი ადამიანია გამოტოვებული. ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია რამდენად უღირთ ასეთი ორდენები", - ასე აფასებს თბილისის მერი, კახა კალაძე პრეზიდენტის განკარგულებას ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელების, მწვრთნელების, ფედერაციის წარმომადგენლებისა და პერსონალის ღირსების ორდენითა და ღირსების მედლით დაჯილდოების შესახებ.
როგორც კალაძემ განმარტა, სიაში არ არიან ის ადამიანები, ვინც იბრძოდა გამარჯვებისთვის." -  წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ჟურნალ Compact-ის დახურვაზე: განხორციელდა ოპერაცია „იმედი-2007“-ის გერმანული, უფრო სწორად, ლიბერალ-ფაშისტური ვარიანტი
რატი ბრეგაძე - მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ ვრცელდება დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
დავით ქართველიშვილი უნგრეთის თავმჯდომარეობაზე ევროკომისიის ბოიკოტის შესახებ: ეს არის ლიბერალური ფაშიზმის დაუფარავ თავდასხმაში გადასვლის მცდელობა
იოანე შაიშმელაშვილი: ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ NGO-ებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მცირე ინფორმაციით ვერ გადაიფარება ის კითხვები, რაც „რადიკალური“ სექტორის დაფინანსებასთან დაკავშირებით არსებობს
დავით ჩიხელიძე პრეზიდენტის სარჩელზე გამჭვირვალობის კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით: სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის კონსტიტუცია არაერთგზის დაარღვია, ასევე, პირველი პრეზიდენტია, რომელიც გამჭვირვალობაზე ამბობს, რომ უკანონოა
არქივი