ზურაბ ქადაგიძე: სალომე ზურაბიშვილმა ყველა უსამშობლო და პარაზიტი პოლიტიკოსი გააერთიანა და საკუთარი ფრთის ქვეშ შეისახლა, ახლა ბევრად მარტივია პოლიტიკური სანაგვისკენ ყველას ერთად გახვეტა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
225 25 ივნისი 2024, 16:15

ჯერ საკუთარი მაგინებელი შეიწყალა, ექსტრემიზმი და რადიკალიზმი წაახალისა, პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებისთვის კონსტიტუციაც კი დაარღვია და სამაგიეროდ, ნაც-მოძრაობამ გადაარჩინა იმპიჩმენტს. ახლა სხედან და გეგმავენ, როგორ მობანონ ბინძური სახეები ერთმანეთს, - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, რომელიც, მისი თქმით, "ნაცმოძრაობის" და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა.

ქადაგიძის განცხადებით, პრეზიდენტმა ყველა უსამშობლო პოლიტიკოსი გააერთიანა, რითაც ოქტომბერში არჩევანის გაკეთება გაამარტივეს.

"“ხელი ხელს ბანს, ორივე კი პირსო”

ჯერ საკუთარი მაგინებელი შეიწყალა, ექსტრემიზმი და რადიკალიზმი წაახალისა, პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებისთვის კონსტიტუციაც კი დაარღვია და სამაგიეროდ, ნაც-მოძრაობამ გადაარჩინა იმპიჩმენტს. ახლა სხედან და გეგმავენ, როგორ მობანონ ბინძური სახეები ერთმანეთს. თუმცა, იმხელა ნაგავშია ჩაფლული ნაც-მოძრაობა, რაც არ უნდა ექაჩოს ზედაპირისკენ სალომე ზურაბიშვილი, ვერაფერს მოუხერხებს. პირიქით, ოქტომბრის არჩევნები ისე გაამარტივეს, რომ ვერც კი წარმოვიდგენდით. ფაქტობრივად, ყველა უსამშობლო და პარაზიტი პოლიტიკოსი გააერთიანა სალომემ და საკუთარი ფრთის ქვეშ შეისახლა. ახლა ბევრად მარტივია ყველას ერთად გახვეტა, პოლიტიკური სანაგვისკენ“, - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სალომე ზურაბიშვილი - საერთაშორისო ადმინისტრაციით ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს, რათა საქართველომ თავისი დამოუკიდებელი გზა დაიბრუნოს
ზურაბ ჯაფარიძე - რიჟვაძე 99% თავს იკლავდა - ნამდვილია თუ არა წერილი? 99% ნამდვილია
თამარ ჩერგოლეიშვილი - მინდა, ბადრი ჯაფარიძემ იმ სიმართლით იაროს, რომ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილეობა სალომე ზურაბიშვილზე „დათანხმებაა“
მიხეილ სააკაშვილი - „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არ აქვს, უნდა ვიმუშაოთ სპეცოპერაციის ბოიკოტირებაზე და ნამდვილი არჩევნების მიღწევაზე, ამ პოზიციაზეა ევროპარლამენტიც
დავით ქართველიშვილი: მეთოთხმეტე წელიწადია საკუთარი თავის და ოჯახის უსაფრთხოების რისკების ფასად, ბიძინა ივანიშვილი საქმით ამტკიცებს, რომ სამშობლოს გასაწირი „ფასი" მისთვის არ არსებობს
არქივი