დავით ქართველიშვილი: ევროპის კონტინენტმა საკუთარ წიაღში მოსპო ცნება „ევროპული ფასეულობები“, რომელიც ფსევდოლიბერალური „ევროკავშირის ფასეულობებით“ ჩაანაცვლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
73 25 ივნისი 2024, 22:12

„რაღაც უცნაური პროცესები ვითარდება დღეს ევროკავშირში. მათივე შეფასებების მქონე ინდიკაციების თანახმად, უკრაინა და მოლდოვა ერთმანეთს ეჯიბრებიან ისეთი რეიტინგებით, რომელთა მიხედვით კორუფციის, პენიტენციური და სასამართლო სისტემების, სიტყვისა და აზრის გამოხატულების თავისუფლებების პოზიციებში ისინი მსოფლიო ფსკერს ამაგრებენ,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და საბჭოთა არმიის ერთ-ერთ ტრადიციას სახელწოდებით „დემბელსკი აკორდი“ იხსენებს.

„იქ ქვემოთ „ტიტანიკი“ მოგვიკითხეთ, თუ სადმე გადაეყრებით!“ - აღნიშნავს დავით ქართველიშვილი და დასძენს, რომ ევროკავშირში ავადმყოფური კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ყველანაირ საღ აზრს ჩრდილავს. „იყო საბჭოთა არმიაში ასეთი იდიოტური ტრადიცია - სახლში გაშვების წინ, ჯარისკაცებს მოუგონებდნენ ყველაზე უაზრო დავალებას, სახელწოდებით „დემბელსკი აკორდი“, რომლის შესრულების შემდეგ, როგორც იქნა ოფიციალურად ფორმდებოდა მათი დემობილიზაცია. მაგალითად უნდა ამოეთხარათ სადმე ყანაში უზარმაზარი ზომის ორმო, რომლის მიწით შევსებას უკვე შემდგომი ნაკადის „დემბელებს“ ავალებდნენ. რაღაც უცნაური პროცესები ვითარდება დღეს ევროკავშირში. მათივე შეფასებების მქონე ინდიკაციების თანახმად, უკრაინა და მოლდოვა ერთმანეთს ეჯიბრებიან ისეთი რეიტინგებით, რომელთა მიხედვით კორუფციის, პენიტენციური და სასამართლო სისტემების, სიტყვისა და აზრის გამოხატულების თავისუფლებების პოზიციებში ისინი მსოფლიო ფსკერს ამაგრებენ. ამ დროს, დემობილიზაციას დაქვემდებარებული ფონ დერ ლაიენი თუ ბორელი ფსევდოლიბერალური ლოგიკის ყველაზე გაუკუღმართებულ ტრადიციებში, ჩქარობენ მორიგი უაზრო და უსარგებლო „ორმოების თხრას“ - უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლის სახით, იმავე რეიტინგებით მოწინავე პოზიციებზე მყოფი საქართველოს სამაგალითო „დასჯა/ჩასაძირად“.

ამ ავადმყოფურ კამპანიაში, სადაც პოლიტიკური სიგიჟე და იდეოლოგიური შიზოფრენია ჩრდილავენ ყველანაირ საღ აზრს - ფსკერს მიღმა და უთავმოყვარეო ქვეყანას უნდა წარმოადგენდე, მსგავსი ალოგიკური „მიღწევების“ რომ გშურდეს. ევროპის კონტინენტმა ჯერ საკუთარ წიაღში მოსპო ცნება „ევროპული ფასეულობები“, რომლებიც ფსევდოლიბერალური „ევროკავშირის ფასეულობებით“ჩაანაცვლა და დღეს თავად ფსკერისკენ ჩასაძირად გამიზნულები, შენს გადარჩენას, ღირსებას, თავისუფლებას დასცინიან და ჩაძირვაზე უარის თქმას გიწუნებენ. იქ ქვემოთ „ტიტანიკი“ მოგვიკითხეთ, თუ სადმე გადაეყრებით!“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ლაფში ჩაფლული წურბელები ვარჯიშობენ ახალ მანტრას: „გაყალბდა! გაყალბდა! გაყალბდა!" და ემზადებიან რევოლუციისთვის
ლევან ნიკოლეიშვილი: სადამკვირვებლო მისიები ხელს უშლიან საოლქო კომისიებს და პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით ახდენენ ადამიანების სტიგმატიზაციას, ნათელია, მიღებული აქვთ გადაწყვეტილება, არჩევნებამდეც აწარმოონ ბინძური კამპანია
დავით ქართველიშვილი: ნაცსექტის საარჩევნო პროგრამა იმდენად მაზალოა, თავად რომ შეგვახსენონ - მორცხვად უტყდებათ
თამარ ჩიბურდანიძე: სალომე ზურაბიშვილი ქართული ძეგლების აღდგენისთვის აჯილდოებს სხვებს, ბიძინა ივანიშვილს კი არც ახსენებს, რომელმაც ყველაზე მეტი გაიღო ამ საქმისთვის
შალვა პაპუაშვილი: სტუმარი რომ სახლში შემოგივა, ხალხს რანგებად დაგიხარისხებს და მერე არჩევას დაიწყებს, ვისთან ეკადრება საუბარი და ვისთან არა, მაგ დროს უნდა მიხვდე, რომ ეს ის ევროპა არაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ
არქივი