ზურაბ ქადაგიძე ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე მამუკა მდინარაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით: ეგეთი სანქციების ქვეშ მთელი საქართველო ვართ 30 წლის განმავლობაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
90 25 ივნისი 2024, 23:16

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ტვ პირველის მიერ გავრცელებულ მორიგ სიცრუეს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დაასანქცირეს.

ზურაბ ქადაგიძის თქმით, ოპოზიციურ ტელევიზიას მდინარაძის მხრიდან კრიტიკა მოაკლდა და ამიტომ მოიგონეს მორიგი ტყუილი. ანალიტიკოსის თქმით, აშშ-ის მხრიდან სავიზო სანქციები ქვეყანაში უკვე 30 წელია მოქმედებს.

„ალოო, ჭუტაანებში ისევ ბიაზი გასკდა და წინწკლამს თუ როგოა საქმე?! “პირველებმა" შეერთებული შტატებიდან კიდევ ერთ სანქცირებული პირის ვინაობა დაადგინა - ის მამუკა მდინარაძეა. მდინარაძეს ვიზა არ აქვს, შესაბამისად, ვიზის მიღების მცდელობის შემდეგ გაიგებს, რომ მის აღებას ვერ შეძლებს.”

ანუ დასანქცირებულია ოღონდ, როცა ვიზას მოითხოვს მაშინ გაიგებს და თუ არ მოითხოვა რა ხდება მაგ დროს, არ მუშაობს სანქცია?! სინამდვილეში, კარგა ხანია მდინარაძისგან „როზგი“ მოაკლდათ თქვენ პატრონებს და აგერ ორი დღეა გვერდებს გიჭრელებთ, ყველას ერთად. ჰო და მოიფიქრეთ ახალი სიგიჟე, რომ მამუკას ბრიფინგები გადაფაროთ.ისე, რა გიხარიათ, აღარ გამოვა ბრიფინგზე და აღარ გადაგირბენთ-ხოლმე, ამერიკული ვიზის შიშით თუ რას ფაფხურობთ? სიმართლე გითხრათ, ეგეთი სანქციების ქვეშ მთელი საქართველო ვართ 30 წლის განმავლობაში, არ გვაძლევენ ვიზასდა არც გვისაბუთებენ რატომ…“-წერს ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ამომრჩეველთა განწყობების უზუსტესად ამსახველი „გორბის“ კვლევის თანახმად, მმართველი პარტია დამაჯერებლად მოგებულია, თუმცა, ელექტორატს შევახსენებ, რომ სამოქალაქო აქტიურობა ზეაუცილებელია
მამუკა მდინარაძე - ხალხმა დაინახა აგენტურული ოპოზიციის იმდენად გაცამტვერება, რომ უცხოელები იძულებულები გახდნენ, თავად ჩაანაცვლონ ოპოზიცია
რატი ბრეგაძე - 41 სხვაობა 2012 და 2024 წლებს შორის იუსტიციის სფეროში, ამ ფაქტებს ქართველი ხალხი შეაფასებს
გია აბაშიძე: ფორმალური სტატუსიდან გამომდინარეა აგენტოკრატიის მოახლედ შერჩეული სალომე ზურაბიშვილი, თორემ მისი ე.წ. ეფექტიანობა რომ ნულოვანია, თავადაც იციან ნეოკოლონიალისტებმა
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაცები“ რას ამბობენ პრეზიდენტის ინიციატივაზე? მიშა უნდა იყოს პრემიერიო?
არქივი