გიორგი მამარდაშვილი: კვარაცხელიას შეუძლია მოიგოს ოქროს ბურთი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
463 29 ივნისი 2024, 17:14

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა პრესკონფერენცია გამართა და ესპანეთთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.


მისი თქმით, ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესოა მსოფლიოში.


„ესპანელ ფეხბურთელებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ, როგორც რიგითი ქართველი, კვარაცხელიას ვგულშემატკივრობ. კვარა საუკეთესოა მსოფლიოში და ერთ-ერთი მათგანია, ვისაც შეუძლია მოიგოს ოქროს ბურთი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესპანელებს პატივს არ ვცემ, ისინი ერთ-ერთი საუკეთესოები არიან, მაგრამ მე კვარას გულშემატკივარი ვარ, როგორც რიგითი ქართველი“, - აცხადებს მამარდაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც არანაკლები გამოცდა ელოდება - ჩვენი მეტოქე 30 ივნისს ესპანეთის ნაკრები იქნება. თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: მძიმე დღე ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას - ყულევის პორტის სანქციების სიიდან ამოღების გამო ბინძური პროპაგანდა თავზე ჩამოემხოთ
გია აბაშიძე: გარე მითითებით გაერთიანებულ ნაცოპოზიციაში ბუნებრივი რუტინაა - ჩერგოლეიშვილი vs ცისკარიშვილი, ამ „უბანძეს” სერიალში ახალ ეპიზოდებს სწრაფად იღებენ
ჯაბა ხუბუა: ბაჩო ახალაიამ ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს პირში პისტოლეტის ლულა ჩასთხარა და აიძულებდა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ეღიარებინა
პეტრე ცისკარიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილს: „მოდი, ტოლი ნახე კოჭი გააგორე რა“, „შე უზრდელო ვირიშვილო, ან ლაპარაკს ისწავლი, ან უარეს გინებას მიიღებ, გაიგე შე ხისთავიანო?“ - პირველი ბზარი „ნაცმოძრაობის“ ერთობაში
გია აბაშიძე: „ნაცენჯეოშნიკური“ ფუყე თავთავები ჯერ კიდევ იმ ცრუ ეიფორიაში არიან, რომ თუ ჯეი დი ვენსი ბაქოსა და ერევანში იყო და თბილისში არა, ჩვენ თითქოს „უკუგვაგდო“ აშშ-მა
არქივი