დავით ქართველიშვილი: ვიქტორ ორბანმა წლის ბოლომდე ჩაიბარა ევროსაბჭოს საპრეზიდენტო პოსტი - მისი სახით ურსულა ფონ დერ ლაიენის მმართველობის მეორე ვადას სრული კოშმარი ელოდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
81 30 ივნისი 2024, 21:29
ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ევროსაბჭოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. 

დავით ქართველიშვილის თქმით, მას შემდეგ რაც ვიქტორ ორბანმა წლის ბოლომდე ჩაიბარა ევროსაბჭოს საპრეზიდენტო პოსტი, მისი სახით ურსულა ფონ დერ ლაიენის მმართველობის მეორე ვადას  სრული კოშმარი ელოდება.

„ვიქტორ ორბანმა წლის ბოლომდე ჩაიბარა ევროსაბჭოს საპრეზიდენტო პოსტი, ამიტომაც ძალიან ჩქარობს ბრიუსელის ევრობიუროკრატიის ტრანსფორმირებას. პირველ რიგში, ევროკავშირის შიგნით ქმნის ახალ პოლიტიკურ/პარტიულ ალიანსს - ავსტრიასა და ჩეხეთთან. ამ კოალიციაში შევლენ ევროსკეპტიკოსები ავსტრიის „თავისუფლების პარტიიდან“ და ჩეხეთის - ანდრეი ბაბიშის პარტიიდან. ამ სამივე ძალას აერთიანებს ბრიუსელის პოლიტიკისა და უკრაინის დღის წესრიგის მიუღებლობა.

უახლოეს მომავალში საკუთარ ქვეყნებში ხელისუფლებაში მოსვლის რეალური შანსები სწორედ ამ პარტიებს აქვთ. „თავისუფლების პარტია" ლიდერობს ავსტრიაში სექტემბრის არჩევნების წინ; ჩეხეთის 2025 წლის წინასაარჩევნო რბოლაში ლიდერობს ანდრეი ბაბიში, ხოლო ჩეხეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი პიოტრ ფიალა, თავისი 16%-იანი ამჟამინდელი რეიტინგით - ევროპის ყველაზე არაპოპულარული ლიდერია.

მომავალში ამ სამეულს დიდი ალბათობით შეუერთდება სლოვაკეთი, რობერტ ფიცოს სახით და გერმანიის „ალტერნატივის პარტია". ხოლო ორბანის მთავარი მიზანია, თავისი დევიზის ფარგლებში -  Make Europe Great Again (MEGA) - ევროპარლამენტში შექმნას მსხვილი არაიდეოლოგიური ფრაქცია, რომელიც გააერთიანებს ნაციონალური სუვერენიტეტების მომხრე, სხვადასხვა შეხედულებების მქონე თანამოაზრეებს.

ორბანი აქამდეც ემსახურებოდა თავისი მიზნების ხორცშესხმას: ებრძოდა ევრობიუროკრატებს, ბლოკავდა უკრაინულ ტრანშებს, შუამავლის როლს თამაშობდა ევროპაში ჩინეთის ინტერესების გატარებისთვის, აშენებდა თავის ტერიტორიაზე ჩინურ ავტოქარხნებს და ა.შ. თავისი მსხვილი კოალიციის შექმნის შემდეგ, ორბანს აქვს ამბიციური გეგმები უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს ტრამპის მომავალ ადმინისტრაციასთან, ბრიუსელის გვერდის ავლით. მოკლედ, ორბანის სახით, ურსულა ფონ დერ ლაიენის მმართველობის მეორე ვადას  სრული კოშმარი ელოდება,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ყურადსაღებია ის საგანგაშო ვითარება, რაც მუდმივადაა თავად აშშ-ში. სხვის თვალში ფარისევლურად ბეწვს ვითომ ხედავენ, ხოლო საკუთარში დირეს ჯიუტად - არა
ლევან ნიკოლეიშვილი: როგორც ჩანს აშშ-ს საელჩოს ასეთი რისკების შესახებ ინფორმაცია, თავის დიდი შესაძლებლობების მქონე სადაზვერვო და უსაფრთხოების სამსახურებიდან გააჩნია
ლევან ნიკოლეიშვილი: რასაც ევროკავშირის ელჩი ბედავს და ამბობს, რეალურად ომის გამოცხადებაა უცხოელების მხრიდან - ოპოზიციაც და მათი მფარველებიც გვეუბნებიან, რომ ხალხის ნების გამოხატვას არ მიიღებენ და რევოლუციის მოწყობას აპირებენ
დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ ბანერებზე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე: კიდევ ერთი სამარცხვინოდ აღშფოთებული და ამაზრზენად შეშფოთებული - ესენი 27-ში რჩებიან, თუ ბილეთები დაჯავშნილი აქვთ უკვე?
ზაალ ანჯაფარიძე: „ფეისბუქ-ბანერებით ომი," რომელსაც აშშ აწარმოებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ადასტურებს ინფორმაციას, მათ მიერ ჩვენს ქვეყანაში „ფერადი რევოლუციის" მომზადებაზე
არქივი