ზურაბ ქადაგიძე ენტონი ბლინკენს: თქვენი შეშფოთება, რომ რეალურ საფუძველს იძლეოდეს კამათის, საგნობრივი დისკუსიისა და პროფესიონალური დავის, კიდევ შეიძლება რამის მოფიქრება მაგრამ, როდესაც არგუმენტად გაქვთ მხოლოდ - იმიტომ?! არაფერი გამოგივათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 02 ივლისი 2024, 10:09

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, რომელმაც საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ შეშფოთების გამოსახატავად ზომები მივიღეთ - მოსალოდნელია, რომ ამის შესახებ თქვენ უფრო მეტს ნახავთ“.

ქადაგიძის თქმით, მსგავს შეშფოთებას აზრი არ აქვს, რადგან არ არსებობს არგუმენტები.

მანვე აღნიშნა, რომ საპარლამენტო საქმიანობა დამთავრდა საქართველოში და კონსტიტუცია აღარ იძლევა „გამჭვირვალობის კანონპროექტში“ მანიპულაციის საშუალებას.

„მოკლედ, პირველი- საპარლამენტო საქმიანობა დამთავრდა საქართველოში. ანუ-ჰიპოთეზურად, რომც გვინდოდეს გამჭვირვალობის კანონპროექტში მანიპულაცია, კონსტიტუცია აღარ გვაძლევს საშუალებას. მეორე - თქვენი შეშფოთება, რომ რეალურ საფუძველს იძლეოდეს კამათის, საგნობრივი დისკუსიისა და პროფესიონალური დავის, კიდევ შეიძლება რამის მოფიქრება მაგრამ, როდესაც არგუმენტად გაქვთ მხოლოდ - იმიტომ?! არაფერი გამოგივათ და... მესამე - რაღაზე შფოთავთ, შემოდგომამდე სამართლებრივი საკითხიც დაიხურა გამჭვირვალობის კანონზე, რომ ჰიპოთეზურად გაწვევა მოხდეს და რა აზრი აქვს, მაგ დროს ბაიდენი პოლიტიკურ „ზალაში“ იქნება გაწოლილი და თქვენ, რა მასშტაბის ჩამოლაბორანტებას დაექვემდებარებით კაცმა არ იცის… ასე რომ, მაგ შეშფოთებაზე ზომების მიღებას - ერთი ადგილის თამაში ჰქვია, ბატონო ბლინკენ!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ყურადსაღებია ის საგანგაშო ვითარება, რაც მუდმივადაა თავად აშშ-ში. სხვის თვალში ფარისევლურად ბეწვს ვითომ ხედავენ, ხოლო საკუთარში დირეს ჯიუტად - არა
ლევან ნიკოლეიშვილი: როგორც ჩანს აშშ-ს საელჩოს ასეთი რისკების შესახებ ინფორმაცია, თავის დიდი შესაძლებლობების მქონე სადაზვერვო და უსაფრთხოების სამსახურებიდან გააჩნია
ლევან ნიკოლეიშვილი: რასაც ევროკავშირის ელჩი ბედავს და ამბობს, რეალურად ომის გამოცხადებაა უცხოელების მხრიდან - ოპოზიციაც და მათი მფარველებიც გვეუბნებიან, რომ ხალხის ნების გამოხატვას არ მიიღებენ და რევოლუციის მოწყობას აპირებენ
დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ ბანერებზე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე: კიდევ ერთი სამარცხვინოდ აღშფოთებული და ამაზრზენად შეშფოთებული - ესენი 27-ში რჩებიან, თუ ბილეთები დაჯავშნილი აქვთ უკვე?
ზაალ ანჯაფარიძე: „ფეისბუქ-ბანერებით ომი," რომელსაც აშშ აწარმოებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ადასტურებს ინფორმაციას, მათ მიერ ჩვენს ქვეყანაში „ფერადი რევოლუციის" მომზადებაზე
არქივი