ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დეკლარაცია ძირითადად აღქმებს ეფუძნება და იქ კონკრეტულ ფაქტებს ვერ ნახავთ - დავით ჩიხელიძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 03 ივლისი 2024, 17:39

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს წინააღმდეგ მორიგი სიცრუე გაავრცელა. ასამბლეის მიერ მიღებული დეკლარაცია ძირითადად აღქმებს ეფუძნება და იქ კონკრეტულ ფაქტებს ვერ ნახავთ, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გაუგებარია, რატომ არავინ ამბობს, რომ საქართველოს აქვს უფლება, იმოქმედოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რათა მის წინაშე არსებულ გამოწვევას გაუმკლავდეს. 

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს წინააღმდეგ მორიგი სიცრუე გაავრცელა.

ეუთოს მიერ მიღებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ამოქმედება ქვეყნის მყიფე დემოკრატიასა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს ძირს უთხრის. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი რუსული სტილის კანონად არის მოხსენიებული. საინტერესოა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დეკლარაცია ძირითადად აღქმებს ეფუძნება და იქ კონკრეტულ ფაქტებს ვერ ნახავთ.

გაუგებარია, რატომ არის კანონი რუსული სტილის იმ დროს, როცა იმავე კანონი, ოღონდ უფრო მკაცრი, კანადაში კანადურია, ხოლო საფრანგეთში ფრანგული. გაუგებარია, რატომ არის ქართული სახელმწიფოს ინტერესები მეათეხარისხოვანი და რატომ არავინ ამბობს, რომ საქართველოს აქვს უფლება, იმოქმედოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რათა მის წინაშე არსებულ გამოწვევას გაუმკლავდეს. კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევებზე გამკლავების შესაძლებლობას გვაძლევს.

ეუთოს მიერ მიღებულ დეკლარაციაში საუბარი ასევე შეეხო 26 ოქტომბრის არჩევნებს და დამკვირვებელთა მობილიზებას, რაც ცალსახად მისაღები ფაქტია, რადგან ისევე, როგორც გასული არჩევნები, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები გამჭვირვალე, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება!“, - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ამომრჩეველთა განწყობების უზუსტესად ამსახველი „გორბის“ კვლევის თანახმად, მმართველი პარტია დამაჯერებლად მოგებულია, თუმცა, ელექტორატს შევახსენებ, რომ სამოქალაქო აქტიურობა ზეაუცილებელია
მამუკა მდინარაძე - ხალხმა დაინახა აგენტურული ოპოზიციის იმდენად გაცამტვერება, რომ უცხოელები იძულებულები გახდნენ, თავად ჩაანაცვლონ ოპოზიცია
რატი ბრეგაძე - 41 სხვაობა 2012 და 2024 წლებს შორის იუსტიციის სფეროში, ამ ფაქტებს ქართველი ხალხი შეაფასებს
გია აბაშიძე: ფორმალური სტატუსიდან გამომდინარეა აგენტოკრატიის მოახლედ შერჩეული სალომე ზურაბიშვილი, თორემ მისი ე.წ. ეფექტიანობა რომ ნულოვანია, თავადაც იციან ნეოკოლონიალისტებმა
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაცები“ რას ამბობენ პრეზიდენტის ინიციატივაზე? მიშა უნდა იყოს პრემიერიო?
არქივი