ზაალ მიქელაძე „ნაცმოძრაობას“: „ნაცობა“ ტეხავს! ეს ქვეყანა არ ჩაგყვებათ ჭაობში - ქართველ ხალხს ვერ დაავიწყებთ უახლოეს ისტორიას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
84 09 ივლისი 2024, 13:45

„ძალიან საინტერესო კვირეული აქვს ოპოზიციას... მგონი, ჩვენ გასაკეთებელ საქმესაც გვიადვილებენ. შემოდგომაზე დაგეგმილ „ნაცმოძრაობის" გასამართლების პროცესამდე თვითგანადგურება დაიწყეს: პარტიული სიის შედგენა დაიწყეს ჟარგონული მორალით -„ნაცობა ტეხავს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე წერს.

მისი თქმით, ქართველი ხალხი ნაცმოძრაობას ჭაობში აღარ ჩაჰყვება.

„აქვე, მათ იდეოლოგიური „მამების" გზავნილიც წამოეწიათ, თითქოს რაიმე კითხვის ნიშანი იყოს ჩვენს ევროპულ კურსთან მიმართებაში და გაჩნდა - „საუკეთესო იარაღი ჩვენს ხელში“ - ოპოიდეოლოგების სტანდარტული მოჭიდება ხავსზე.

ეს ქვეყანა არ ჩაგყვებათ ამ ჭაობში. ვიცით, კიდევ ბევრი მესიჯი იქნება არჩევნებამდე თქვენს გადასარჩენად, მაგრამ ხალხი ბრძენია. სათაურში სახელის დამალვა (პარტიის ნომრის დატოვება ნაცმოძრაობის გარეშე) ქართველ ხალხს ვერ დაავიწყებს უახლოეს ისტორიას. ,,არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა,“ - წერს ზაალ მიქელაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნანა კაკაბაძე: აშკარად მომსწრენი ვართ მსოფლიოს რუკაზე გავლენების სფეროების გადანაწილების და ახალი არქიტექტურის დღის წესრიგისა. ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, საქართველომ ამ ახალ არქიტექტურაში კუთვნილი ადგილი დაიმკვიდროს
ორი წლის წინ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხისტი განცხადებებითა და ხელისუფლების პრინციპული პოზიციებით დაიწყო საქართველოს უსაფრთხოების დაზღვევა, რითაც დღეს მართლა ვამაყობთ
გუშინ მიუნხენის ტრიბუნაზე საქართველოს ინტერესების დამცველიც იდგა. ყოველგვარი წინასწარ დაწერილი ტექსტის გარეშე, აუღელვებლად, ფაქტებზე დაყრდნობით - ჯეი დი ვენსმა "ღვთაებრივი" ცეცხლი გაუხსნა "ევროქვესკნელის" დარაჯებს
მამუკა მდინარაძე USAID-ზე: დღეს რომ ასეთი ამბები გამოდის დღის სინათლეზე და ვიღაცები მაინც „მაიდნის” გადამღერებული სცენარის მონაწილეებად რომ რჩებიან, უხერხულობას არ გრძნობენ?! ცოტა მაინც არ ბრაზდებიან, ასე ბინძურად რომ გამოიყენეს?
სააკაშვილის ხელისუფლებამ აგრესორს მოუხაზა ის საზღვრები, რომელზეც მათ, ოკუპაციის შემდეგ, თავისი ძალაუფლება დაამყარეს. რა ჰქვია ამას, თუ არა სამშობლოს ღალატი?!
არქივი