რატი ბრეგაძე - მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ ვრცელდება დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
141 16 ივლისი 2024, 17:59

მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პირდაპირი, ან ირიბი ფორმით პატიმრების წახალისება შიმშილობისკენ დიდი მავნებლობაა.

„ოპოზიციას და მედიას, რომელსაც ადამიანურობის პრეტენზია აქვს, არ უნდა სჭირდებოდეს შეხსენება, რომ ადამიანის ჯანმრთელობითა და სიცოცხლით მხოლოდ ნამუსისგან დაცლილი ბოროტმოქმედები თამაშობენ და მანიპულირებენ.

ოპონენტის პროვოკაციული, ბინძური და ხშირად არაადამიანური მეთოდებიც ჩვენთვის არახალია.

მათ ავიწყდებათ, რომ ამგვარი ქმედებებით კიდევ ერთხელ ახდენენ იმის დემონსტრირებას, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას პატიმრებისა და ზოგადად ადამიანის უფლებების მიმართ.

დღევანდელი ქართული სახელმწიფოს ამოსავალი ადამიანი და მისი უფლებებია. შესაბამისად, არ დავუშვებთ ჩვენი საზოგადოების მოტყუებას და მისი უფლებების ფეხქვეშ გათელვას!“- წერს რატი ბრეგაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაფარიძის გირაოზე რამდენიმე ელჩისგან მოსმენილი განცხადებები გვახსენებს იმ ცილისმწამებლურ კამპანიებს, რომლითაც წლებია, ქართულ საზოგადოებას მშვიდ განვითარებას არ აცდიან
ოპოზიციონერი აქტივისტი დათო აბზიანიძე: თამარ ჩერგოლეიშვილს და თავის ქმარს რატომ არავინ იბარებს ისე კომისიაზე დასაკითხად? გიგა ბოკერიაზე უფრო „ნაცრეჟიმის“ შემოქმედი ვინმე გახსენდებათ?
მაია ორჯონიკიძე: გიგა ბოკერია დღემდე არის ივანიშვილის მთავარი და შეუცვლელი დასაყრდენი ოპოზიციაში და ამას ვერ შენიღბავს მისი ცრუ ვერბალური თავდასხმები ბიძინასა და მის რეჟიმზე
ლევან ნიკოლეიშვილი: შეერთებული შტატების პოლიტიკა დამყარებულია იმაზე, თუ მსოფლიოში როგორ მიაღწევს იმ მიზნებს, რა მიზნებიც მას გააჩნია. ევროკავშირი არის ის ორგანიზაცია, რომელიც, ღიად შეიძლება ითქვას, ტრამპს მაინცდამაინც არ სიამოვნებს
ზურაბ ქადაგიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ მიერ მართული პროცესი მივიდა იმ კულმინაციამდე, რომ ეგზისტენციალური საკითხი დგას უკვე, ან აგრძელებენ მოქმედებას, ან საერთოდ ასრულებენ ყველაფერს
არქივი