დავით ქართველიშვილი ჟურნალ Compact-ის დახურვაზე: განხორციელდა ოპერაცია „იმედი-2007“-ის გერმანული, უფრო სწორად, ლიბერალ-ფაშისტური ვარიანტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 16 ივლისი 2024, 18:51

„გრძელდება ლიბერალური ფაშიზმის შეტევა თავისუფლებაზე, აზროვნების და სიტყვის გამოხატვის უფლებაზე, სიმართლეზე, სამართლიანობაზე - ამჯერად გერმანიაში,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჟურნალ Compact-ის დახურვას ეხმიანება.

მისივე თქმით, ჟურნალ Compact-ი იგივე ძალებმა დახურეს, რომლებმაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებაზე უარი უთხრეს და თანხა ლიბერალური ფაშიზმის ქართულ ოფისებში გადაამისამართეს.

„გრძელდება ლიბერალური ფაშიზმის შეტევა თავისუფლებაზე, აზროვნების და სიტყვის გამოხატვის უფლებაზე, სიმართლეზე, სამართლიანობაზე - ამჯერად გერმანიაში. გამოყენებული იარაღი - ტოქსიკური „ევროკავშირის ფასეულობებია“, რომელთა კრიტიკა „დეზინფორმაციასთან“ არის გაიგივებული და რომლის არსს წარმოადგენენ: ცილისწამება, უსამართლობა, მონობა, სიცრუე და რეალობის გაუკუღმართებული აღქმები. მოკლედ, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკრძალა და დახურა ჟურნალი Compact-ი, ცნო რა მისი შინაარსის „ანტიკონსტიტუციურობა“, „მემარჯვენე ექსტრემიზმი“ და „რუსეთის მთავრობის დეზინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება“. ამ ჟურნალის შვიდი უკანასკნელი ნომრის გარეკანზე გამოტანილი სახელწოდებები კი ასე ჟღერს:


უფლება დევნილობაზე - ეს ბომბაა. როგორ დავიხსნათ თავი?


სამხედრო დამნაშავეები. როგორ გეგმავდნენ გერმანელი გენერლები რუსეთზე თავდასხმას


ცხელი შემოდგომა. რატომ ეშინია მთავრობას საკუთარი ხალხის?


კრიმინალები ხელისუფლებაში. RKI-ს ფაილები მხოლოდ აისბერგის მწვერვალია


ახალი ფაშიზმი. მემარცხენე სახელმწიფო გზაშია?


ხალხის აგენტი. როგორ გამოჰყავთ პატრიოტები ქვეყნის მოღალატეებად


საუკეთესო კანცლერი. კანდიდატი მემარცხენეებისთვის და მემარჯვენეებისთვის? დღეიდან ეს ჟურნალი აღარ არსებობს, მის რედაქციაში ჩატარდა ჩხრეკა.

განხორციელდა ოპერაცია „იმედი-2007“-ის გერმანული, უფრო სწორად, ლიბერალ-ფაშისტური ვარიანტი. იგივე ძალებმა უთხრეს უარი ოკუპირებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებაზე და იგივე ძალებმა გადაამისამართეს აღნიშნული თანხები ლიბერალური ფაშიზმის ქართულ ოფისებში, მათ შორის „ევროკავშირის ღირებულებების“ მატარებელ პარტიულ მედიებში. სამაგიეროდ საკუთარ „თავისუფალ“ და „დემოკრატიულ“ გარემოში იქცევიან ზუსტად ისევე, როგორი ქცევათა ნორმებით დააინფიცირეს უკრაინა და მოლდოვა. ზუსტად ამიტომ „ასწრებენ“ ისინი თავისუფალ და სუვერენულ საქართველოს მონობისა და ვასალობისკენ მიმავალ გზაზე,“ - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იმედი მაქვს, პრეზიდენტის „მარებლობა“ წყვილის მორცხვობას დასძლევს და ხვალ ულამაზესი პოლიტიკური ნიშნობის მომსწრენი გავხდებით
გამოვთქვი მზადყოფნა, ვისაუბრო გიორგი გახარიასთან, თუ ეს ქვეყანას გამარჯვებას მოუტანს. როცა იქნება რაიმე ტიპის გადაწყვეტილება ამ მოლაპარაკების შედეგების შესახებ, დაუყოვნებლივ ვაცნობებთ ამას საქართველოს პრეზიდენტს
დავით ჩიხელიძე: ოპოზიციის მედროშეები მონაწილეობდნენ სააკაშვილის პიარ-კამპანიაში „ბოდიში", რაც „ნაცმოძრაობის“ ორსახოვან ბუნებას აჩვენებს - აფხაზებს ბოდიშს უხდიდნენ, როცა ივანიშვილმა პატიების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ღალატის დარქმევა სცადეს
ზაზა შათირიშვილი: კენედიმ ღიად დაადო ხელი კომპანიებს, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომზე მრავალმილიარდიან მოგებას ნახულობენ. მანვე დაასახელა კომპანია „ბლექროკი“, რომელიც დასავლური სამხედრო ინდუსტრიის მონოპოლისტია და შესაბამისად, უკრაინის ომზე ყველაზე დიდ ფულს შოულობს.
დავით ქართველიშვილი: დონალდ ტრამპის გუნდმა ამომრჩეველს წარუდგინა თავისი ხედვა და პროგრამა ქვეყნის განათლების სისტემასთან დაკავშირებით - საუბარია ე.წ. ვოუქიზმისა და "ლიბერალური ფასეულობების" სრულ აღმოფხვრაზე
არქივი