დავით ჩიხელიძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პირობებში ბიზნესის რეკეტი და ქონების იძულებით ჩამორთმევა ნორმირებული ქმედება იყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 18 ივლისი 2024, 12:51

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პირობებში ბიზნესის რეკეტი და ქონების იძულებით ჩამორთმევა ნორმირებული ქმედება იყო. დიახ, „ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნა ძალადობრივი სისტემა, რომელმაც მოკლა ბიზნესი (არაფერს ვამბობ ახალგაზრდებზე) და გააღარიბა ადამიანები, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პირდაპირ წერია ისიც, რომ საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციების მხრივ პირობები კარგია და ამ მხრივ რეგიონში ყველაზე ხელსაყრელი ქვეყანაა.

"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პირობებში ბიზნესის რეკეტი და ქონების იძულებით ჩამორთმევა ნორმირებული ქმედება იყო. დიახ, „ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნა ძალადობრივი სისტემა, რომელმაც მოკლა ბიზნესი (არაფერს ვამბობ ახალგაზრდებზე) და გააღარიბა ადამიანები, დღეს კი სრულიად საპირისპირო სურათი გვაქვს, ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა არის, ბოლო რამდენიმე წელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც ევროპისთვის უპრეცედენტო შედეგია.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმით წერია, რომ საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციების მხრივ პირობები კარგია, სხვა რეგიონულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ხელსაყრელია, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი რეგიონში, ქვეყანა მაღალ საფეხურზეა, ანგარიშში ასევე დადებითად არის მოხსენიებული ანაკლიის პორტის და თბილისის ახალი აეროპორტის აშენების საკითხი, რომელიც ინვესტორებისთვის ახალ შესაძლებლობებს იძლევა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის გაცნობის შემდეგ, გაუგებარი ხდება, ცალკეული სპიკერების მიერ საქართველოს კრიტიკა, რაც როგორც ჩანს პერსონალური შეხედულებაა და არა ვაშინგტონის ოფიციალური პოზიცია“, - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ამომრჩეველთა განწყობების უზუსტესად ამსახველი „გორბის“ კვლევის თანახმად, მმართველი პარტია დამაჯერებლად მოგებულია, თუმცა, ელექტორატს შევახსენებ, რომ სამოქალაქო აქტიურობა ზეაუცილებელია
მამუკა მდინარაძე - ხალხმა დაინახა აგენტურული ოპოზიციის იმდენად გაცამტვერება, რომ უცხოელები იძულებულები გახდნენ, თავად ჩაანაცვლონ ოპოზიცია
რატი ბრეგაძე - 41 სხვაობა 2012 და 2024 წლებს შორის იუსტიციის სფეროში, ამ ფაქტებს ქართველი ხალხი შეაფასებს
გია აბაშიძე: ფორმალური სტატუსიდან გამომდინარეა აგენტოკრატიის მოახლედ შერჩეული სალომე ზურაბიშვილი, თორემ მისი ე.წ. ეფექტიანობა რომ ნულოვანია, თავადაც იციან ნეოკოლონიალისტებმა
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაცები“ რას ამბობენ პრეზიდენტის ინიციატივაზე? მიშა უნდა იყოს პრემიერიო?
არქივი