დავით ქართველიშვილი: პოლონელმა ევროდეპუტატმა ევა ზაიონჩკოვსკა-გერნიკმა დაადანაშაულა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის ეკონომიკის ჩამოშლაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
199 19 ივლისი 2024, 11:00
ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავომისიის პრეზიდენტად არჩევას და სრულად იზიარებს ამ დანიშვნაზე პოლონელი დეპუტატის ევა ზაიონჩკოვსკა-გერნიკის შეფასებას. როგორც ქართველიშვილი წერს, სწორედ ამ პოლონელმა ევროდეპუტატმა უწოდა უმძიმესი შეცდომა ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ლაიენის ჯერ კიდევ პირველ შემთხვევაში არჩევას.

„მესმის, რთული გვარი აქვს, მაგრამ ამ „ქარდს" ნამდვილად აკლია. სადაც ნახევარი წელი ვსწავლობდით და შევისწავლეთ იუკნავიჩიენე, თანაც სხვადასხვა ხერხებით, ეს ქალბატონიც დავიმახსოვროთ: ევა ზაიონჩკოვსკა-გერნიკი.
სწორედ ამ პოლონელმა ევროდეპუტატმა დაადანაშაულა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის ეკონომიკის ჩამოშლაში. ასევე ბრალი დასდო ჩამოყვანილი მიგრანტების მიერ ევროპელი ქალების გაუპატიურებაში და უმძიმესი შეცდომა უწოდა ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე მისი ჯერ კიდევ პირველ შემთხვევაში არჩევას.
დეპუტატის განცხადებით, სწორედ ფონ დერ ლაიენის ბრალია  "დღეს ევროკავშირი რომ გახვეულია "კლიმატურ სიგიჟეში", მოსახლეობა სულ უფრო ღატაკდება, ხოლო ლტოლვილების ნაკადებს ვეღარ აჩერებენ. ყველაფერი იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, თქვენ უნდა იყოთ ციხეში და არა ევროკომისიის ხელმძღვანელის პოსტზე," - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სალომე ზურაბიშვილი - საერთაშორისო ადმინისტრაციით ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს, რათა საქართველომ თავისი დამოუკიდებელი გზა დაიბრუნოს
ზურაბ ჯაფარიძე - რიჟვაძე 99% თავს იკლავდა - ნამდვილია თუ არა წერილი? 99% ნამდვილია
თამარ ჩერგოლეიშვილი - მინდა, ბადრი ჯაფარიძემ იმ სიმართლით იაროს, რომ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილეობა სალომე ზურაბიშვილზე „დათანხმებაა“
მიხეილ სააკაშვილი - „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არ აქვს, უნდა ვიმუშაოთ სპეცოპერაციის ბოიკოტირებაზე და ნამდვილი არჩევნების მიღწევაზე, ამ პოზიციაზეა ევროპარლამენტიც
დავით ქართველიშვილი: მეთოთხმეტე წელიწადია საკუთარი თავის და ოჯახის უსაფრთხოების რისკების ფასად, ბიძინა ივანიშვილი საქმით ამტკიცებს, რომ სამშობლოს გასაწირი „ფასი" მისთვის არ არსებობს
არქივი