ზაალ ანჯაფარიძე: პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ჩემი ყველა მცდელობა დამერწმუნებინა საერთაშორისო წარმომადგენლობები, რომ ქართველებზე და საქართველოზე წარმოდგენები გაეფართოებინათ ენჯეო სექტორს მიღმაც, წარუმატებელი იყო, მცირე გამონაკლისის გარდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
88 19 ივლისი 2024, 11:11
ჩემი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე,  მრავალი წელი მქონდა ურთიერთობები საერთაშორისო წარმომადგენლობებთან, ვამჩნევდი ამ დამოკიდებულებას და ჩემი ყველა მცდელობა დამერწმუნებინა ისინი, რომ ქართველებზე და საქართველოზე წარმოდგენები გაეფართოებინათ ენჯეო სექტორს მიღმაც,  წარუმატებელი იყო, მცირე გამონაკლისის გარდა, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას - "რატომღაც ყველა თვლის, რომ ვისაც 20 ხინკალი და 2 ხაჭაპური უჭამია ამ ქვეყანაში, საქართველოზე უნდა ილაპარაკოს."


ექსპერტის თქმით, ეს პროცესი დიდი ხანია დაიწყო და მსგავსი დამოკიდებულება წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, რისი მიზეზიც ისაა, რომ საერთაშორისო წარმომადგენლობებს არ სურთ იმ კომფორტის ზონიდან გამოსვლა, რომელიც თავად შეიქმნეს ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის დახმარებით. 

"ეს პროცესი არ დაწყებულა არც გუშინ და არც გუშინწინ, წლობით ყალიბდებოდა ეს დამოკიდებულება. 
ჩემი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე,  მრავალი წელი მქონდა ურთიერთობები საერთაშორისო წარმომადგენლობებთან, ვამჩნევდი ამ დამოკიდებულებას და ჩემი ყველა მცდელობა დამერწმუნებინა ისინი, რომ ქართველებზე და საქართველოზე წარმოდგენები გაეფართოებინათ ენჯეო სექტორს მიღმაც,  წარუმატებელი იყო, მცირე გამონაკლისის გარდა.
ამის მიზეზი ჩემი აზრით, არის ის რომ ამ ხალხს არ სურთ იმ "კომფორტის ზონიდან" გამოსვლა, რომელიც ამ საკითხზე თავად შეიქმნეს,  რა თქმა უნდა,  აქაური ენჯეოების დახმარებითაც.
უნივერსალური პრინციპი: ხელი ხელს ბანს ორივე ერთად კი პირს, ყველგან და ყოველთვის მოქმედებს," - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნანა კაკაბაძე: აშკარად მომსწრენი ვართ მსოფლიოს რუკაზე გავლენების სფეროების გადანაწილების და ახალი არქიტექტურის დღის წესრიგისა. ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, საქართველომ ამ ახალ არქიტექტურაში კუთვნილი ადგილი დაიმკვიდროს
ორი წლის წინ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხისტი განცხადებებითა და ხელისუფლების პრინციპული პოზიციებით დაიწყო საქართველოს უსაფრთხოების დაზღვევა, რითაც დღეს მართლა ვამაყობთ
გუშინ მიუნხენის ტრიბუნაზე საქართველოს ინტერესების დამცველიც იდგა. ყოველგვარი წინასწარ დაწერილი ტექსტის გარეშე, აუღელვებლად, ფაქტებზე დაყრდნობით - ჯეი დი ვენსმა "ღვთაებრივი" ცეცხლი გაუხსნა "ევროქვესკნელის" დარაჯებს
მამუკა მდინარაძე USAID-ზე: დღეს რომ ასეთი ამბები გამოდის დღის სინათლეზე და ვიღაცები მაინც „მაიდნის” გადამღერებული სცენარის მონაწილეებად რომ რჩებიან, უხერხულობას არ გრძნობენ?! ცოტა მაინც არ ბრაზდებიან, ასე ბინძურად რომ გამოიყენეს?
სააკაშვილის ხელისუფლებამ აგრესორს მოუხაზა ის საზღვრები, რომელზეც მათ, ოკუპაციის შემდეგ, თავისი ძალაუფლება დაამყარეს. რა ჰქვია ამას, თუ არა სამშობლოს ღალატი?!
არქივი