ზურაბ ქადაგიძე: ვხედავთ უპრინციპობის ზეიმს ოპოზიციაში - ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ეთნიკურ შუღლს აღვივებდნენ და რუსოფობიას ასაზრდოებდნენ, დღეს აცხადებენ, რომ თუ რუსი ტურისტი შემოვა საქართველოში და ფულს დახარჯავს, პრობლემა არ არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 19 ივლისი 2024, 19:55

ნიკა გვარამია ახლა საუბრობს პრაგმატულ პოლიტიკაზე, კონკრეტულად კი, რუსეთთან მიმართებით, რაც, მისივე თქმით, მოსახლეობის აზრის გათვალისწინებას გულისხმობს. და ჩვენ სხვას მეტს რას ვამბობდით? - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ეთნიკურ შუღლს აღვივებდნენ და რუსოფობიას ასაზრდოებდნენ, დღეს აცხადებენ, რომ თუ რუსი ტურისტი შემოვა საქართველოში და ფულს დახარჯავს, ეს პრობლემა არ არის. ეს კი ოპოზიციის უპრინციპობის მორიგი მაგალითია.

„დიახ, ქართველი ამომრჩევლის ნებაა სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, დეოკუპაცია, სრული სუვერენიტეტი და ა.შ. რადიკალური ოპოზიცია კი, რომლის წარმომადგენელიც არის ნიკა გვარამია, ყოველთვის ემოციურ გადაწყვეტილებებსა და აღქმის პოლიტიკას გვახვევდა თავს.

მსუბუქად რომ შევაფასოთ - ახლა ვხედავთ უპრინციპობის ზეიმს ოპოზიციაში. ადამიანები, რომლებიც ღიად ლანძღავდნენ კეზერაშვილს, ახლა მის დაფინანსებაზე არიან; ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ეთნიკურ შუღლს აღვივებდნენ და რუსოფობიას ასაზრდოებდნენ, დღეს აცხადებენ, რომ თუ რუსი ტურისტი შემოვა საქართველოში და ფულს დახარჯავს, ეს პრობლემა არ არის; ადამიანები, რომლებიც მევახშეებს და სხვა შეურაცხმყოფელ ეპითეტებს უწოდებდნენ ერთმანეთს, დღეს ერთად სხედან და მაღალ მატერიებზე საუბრობენ. ეს არის დღევანდელი ოპოზიციის სახე.“ - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ედიშერ გვენეტაძე: ერთ დროს ქრისტიანობის ღირებულებების მქონე ევროპაში მექრთამე-ლობისტების და დავით კეზერაშვილის ნაირების დროა, სამართლიანობის მარყუჟი ვიწროვდება, უეჭველად მოჰყვებიან ე.წ. ოპოზიციური, მეხუთე კოლონის წარმომადგენლები
ზურაბ ქადაგიძე მაიკლ ო’ფლაერთს: რატომ ცდილობთ ჩვენს შიდა იურისდიქციაში ქექვას და თქვენი ლიბერალური სიგიჟეების შემოტენვას?! თქვენი ბიუროკრატია და ლეგიტიმაცია მორღვეული ადმინისტრაციები გავიდნენ ზღვარს მიღმა
ზურაბ ქადაგიძე ეკა გიგაურზე: რკინის ქალამნები ჩაუცვამს და ოკეანის გადაღმა სამართლიანობის საპოვნელად მიდის. საკუთარ ქვეყანას უჩივიან და მერე უკვირთ, „უსამშობლოებს“ რატომ გვეძახიანო
შალვა პაპუაშვილი - კონგრესის მიერ პარალელური დათვლის მანიპულაციის დამაჯერებელი გამოძიება ქართველი ხალხის მხრიდან ამერიკის გვერდში დგომის სათანადო დაფასება იქნებოდა
შალვა პაპუაშვილი: თუ დადასტურდა, რომ აშშ-ის ელჩმა იცოდა და არ ამჟღავნებდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები ცრუ იყო, ეს თავდაყირა აყენებს მედიაციის პროცესის და 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერება
არქივი