თამთა მეგრელიშვილი: იმედია, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის - IRI-ის სადამკვირვებლო მისია საკუთარი საქმიანობის პრინციპებს დაუბრუნდება, პოლიტიკური მიკერძოებისა და დაკვეთის გარეშე იმოქმედებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
108 20 ივლისი 2024, 13:14

„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრას, სოციალურ ქსელში აფასებს.

მეგრელიშვილი გამოთქვამს იმედს, რომ IRI საკუთარი საქმიანობის პრინციპებს დაუბრუნდება და ოქტომბრის არჩევნებზე მიკერძოების გარეშე იმოქმედებს.

„ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის რანგში, მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ერთად საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიას შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო გარემო იყო. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ახალ საარჩევნო კანონმდებლობას, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მნიშვნელობას და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოს.

კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ ხელისუფლება მზადაა, წინა წლების მსგავსად, ყველაფერი გააკეთოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად და კიდევ ერთხელ დადასტურდა ხელისუფლების მზადყოფნა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ღია და აქტიური თანამშრომლობისთვის.

იმედია, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისია საკუთარი საქმიანობის პრინციპებს დაუბრუნდება, მიკერძოების გარეშე მხოლოდ საქმეზე ორიენტირებული იქნება და პოლიტიკური მიკერძოებისა და დაკვეთის გარეშე იმოქმედებს.

სხვა შემთხვევაში, წინა არჩევნების დროს ცალსახა ნაცოპოზიციური პოზიციის მსგავსად ახლაც წინასწარ დაკვეთილი მოქმედება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისათვის (IRI) დამღუპველი იქნება.” - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სულ ცოტა ხანში სლოგანი "ევროპას - კი, ევროკავშირს - არა" მოედება კონტინენტის მთელ სივრცეს...
ზურაბ ჯაფარიძე - არ არის აუცილებელი ყოველდღე რუსთაველის გამზირზე ყოფნა, მაგრამ ეს ყველაფერი თუ გესმის, საკუთარ რაღაცნაირ გრაფიკს შეადგენ
გია აბაშიძე: დავით დოიაშვილი არაა თავისუფლებისთვის ე.წ. მებრძოლი, ის ნაცრეჟიმის ანგარებიანი მეხოტბეა-შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე „ტანჯულის მანტიის მოსხმა“ სრული ნაგვობაა
ავთანდილ ცინცაძე: 2011 წელს რობერტ სტურუა რომ რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს, რატომღაც არ გვახსენდება იმ მსახიობების ერთი საპროტესტო სიტყვაც კი, რომლებსაც დღეს დოიაშვილზე გული შესტკივათ!
დაჩი ცაგურია: ყველაფერი გვახსოვს დოი, შე ფარჩაკო, შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი... შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია
არქივი