ედიშერ გვენეტაძე ბობ მენენდესზე: თუ უცხო ქვეყნების სასარგებლოდ მუშაობდა და თანაც ნიკანორ მელიას ციხიდან გამოშვებაზე ვენებს იჭრიდა, რა გარანტია გვაქვს, რომ ნიკანორმა და მისმა მშობლიურმა "ნაცპარტიამ" სისხლიანი მმართველობისას მოპარული თანხები, ამ აწ უკვე ოფიციალურად ცნობილ დამნაშავეს არ გადაუხადა?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
106 20 ივლისი 2024, 17:02
„აშშ-ის სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე! სინამდვილეში კი FARA-ს მიერ გამოვლენილი და სასამართლოს მიერ დამტკიცებული უცხო ქვეყნის აგენტი! აქაური ნიკანორ მელიას ძმა, მეგობარი!“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, სენატორ ბობ მენენდესის ქრთამის აღების ფაქტზე 16 ეპიზოდში დამნაშავედ ცნობას და უცხოური გავლენის აგენტად გამოვლენას, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, თუ მენენდესი მელიას ციხიდან გამოშვებაზე „ვენებს იჭრიდა", რა გარანტიაა, რომ წნაციონალურმა მოძრაობამ" მოპარული თანხები, უკვრ ოფიციალურად დამნაშავედ ცნობილ სენატორს არ გადაუხადა.

„ეს ერთ დროს ნეფის ტოლი კაცი! აშშ-ის სენატორი! სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე! სინამდვილეში კი FARA-ს მიერ გამოვლენილი და სასამართლოს მიერ დამტკიცებული უცხო ქვეყნის აგენტი! აქაური ნიკანორ მელიას ძმა, მეგობარი! ნიკანორზე გადამკვდარი(უეჭველია ანგარებით)! თუ უცხო ქვეყნების სასარგებლოდ გროშების სანაცვლოდ მუშაობდა და თანაც ნიკანორ მელიას ციხიდან გამოშვებაზე ვენებს იჭრიდა, რა გარანტია გვაქვს იმისა, რომ ჯერ ერთი პატივცემულმა ნიკანორმა და მისმა მშობლიურმა ნაცპარტიამ 9 წლიანი სისხლიანი მმართველობისას მოპარული თანხები, ამ აწ უკვე ოფიციალურად ცნობილ დამნაშავეს, რომ არ გადაუხადა?! და მეორე, ვინ იცის რანაირ ინფორმაციას აწვდიდა ამ უკვე ვირის აბანოში მყოფს "მიჰას" ნებიერა ნიკანორი საქართველოს შესახებ და მერე ორივენი როგორ ჰყიდდნენ ქვეყნის ინტერესებს უცხო სახელმწიფოებზე! ამიტომაც ვფიქრობ აუცილებელია ჩატარდეს გამოძიება, თუ რატომ ითხოვდა ასე თავხედურად აწ უკვე ყოფილი სენატორი და ამჟამად პატიმარი მენენდესი ნიკანორის დაუყოვნებლივ და მსწრაფლ გათავისუფლებას?! და კიდევაც, როგორ მიაღწია ამას! კვალი სალომემდე ხომ არ მიდის. აი ესაა საკითხავი ამჟამინდელო ნაცთა "ბელადიუს თინისიუს". აი ეს?!“, - წერს გვენეტაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნანა კაკაბაძე: აშკარად მომსწრენი ვართ მსოფლიოს რუკაზე გავლენების სფეროების გადანაწილების და ახალი არქიტექტურის დღის წესრიგისა. ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, საქართველომ ამ ახალ არქიტექტურაში კუთვნილი ადგილი დაიმკვიდროს
ორი წლის წინ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხისტი განცხადებებითა და ხელისუფლების პრინციპული პოზიციებით დაიწყო საქართველოს უსაფრთხოების დაზღვევა, რითაც დღეს მართლა ვამაყობთ
გუშინ მიუნხენის ტრიბუნაზე საქართველოს ინტერესების დამცველიც იდგა. ყოველგვარი წინასწარ დაწერილი ტექსტის გარეშე, აუღელვებლად, ფაქტებზე დაყრდნობით - ჯეი დი ვენსმა "ღვთაებრივი" ცეცხლი გაუხსნა "ევროქვესკნელის" დარაჯებს
მამუკა მდინარაძე USAID-ზე: დღეს რომ ასეთი ამბები გამოდის დღის სინათლეზე და ვიღაცები მაინც „მაიდნის” გადამღერებული სცენარის მონაწილეებად რომ რჩებიან, უხერხულობას არ გრძნობენ?! ცოტა მაინც არ ბრაზდებიან, ასე ბინძურად რომ გამოიყენეს?
სააკაშვილის ხელისუფლებამ აგრესორს მოუხაზა ის საზღვრები, რომელზეც მათ, ოკუპაციის შემდეგ, თავისი ძალაუფლება დაამყარეს. რა ჰქვია ამას, თუ არა სამშობლოს ღალატი?!
არქივი