დავით ქართველიშვილი მეთიუ მილერზე: ვუსურვებ, ამერიკულ არჩევნებში მხოლოდ ამერიკელმა ხალხმა გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის და კერძოდ, მეთიუ მილერის მომავალი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 23 ივლისი 2024, 12:11

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას: „გვინახავს რუსეთის არა მხოლოდ მცდელობა, არამედ არჩევნებში პირდაპირი ჩარევა რეგიონში და მსოფლიოში. ამას ყურადღებით ვაკვირდებით. მნიშვნელოვანია ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს მათი ქვეყნის მომავალი“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“. ხოლო კითხვაში: „აფრენთ ხოლმე?“ - „ხოლმე“ აშკარად ზედმეტია. ჯოჯოხეთში ან სამოთხეშიც რომ მოხვდეს, იქაც მხოლოდ იმით დაკავდება, რომ საქართველოს კანონის გაწვევა აიძულოს. რუსოფობიით უკიდურესი ინტოქსიკაციის ფონზე, რუსები უკვე ყველგან ელანდებათ - ტრამპის საარჩევნო კამპანიით დაწყებული, საკუთარი საძინებლებით დამთავრებული. ეს არის პარანოიით გაზავებული შიზოფრენიის უკიდურესი ფორმა და ახლა უკვე გულწრფელად ვაღიარებ: წმინდა ადამიანური და ჰუმანური თვალსაზრისით, მე ეს ავადმყოფი ადამიანი მეცოდება და მინდა 5 ნოემბრის შემდეგ მაინც ეშველოს და ვუსურვო - ამერიკულ არჩევნებში, ასევე, „რუსების“ ჩარევის შემდეგ, (როგორც ეს 2020 წელს „იყო"), მხოლოდ ამერიკელმა ხალხმა გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის და კერძოდ, მეთიუ მილერის მომავალი“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ყურადსაღებია ის საგანგაშო ვითარება, რაც მუდმივადაა თავად აშშ-ში. სხვის თვალში ფარისევლურად ბეწვს ვითომ ხედავენ, ხოლო საკუთარში დირეს ჯიუტად - არა
ლევან ნიკოლეიშვილი: როგორც ჩანს აშშ-ს საელჩოს ასეთი რისკების შესახებ ინფორმაცია, თავის დიდი შესაძლებლობების მქონე სადაზვერვო და უსაფრთხოების სამსახურებიდან გააჩნია
ლევან ნიკოლეიშვილი: რასაც ევროკავშირის ელჩი ბედავს და ამბობს, რეალურად ომის გამოცხადებაა უცხოელების მხრიდან - ოპოზიციაც და მათი მფარველებიც გვეუბნებიან, რომ ხალხის ნების გამოხატვას არ მიიღებენ და რევოლუციის მოწყობას აპირებენ
დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ ბანერებზე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე: კიდევ ერთი სამარცხვინოდ აღშფოთებული და ამაზრზენად შეშფოთებული - ესენი 27-ში რჩებიან, თუ ბილეთები დაჯავშნილი აქვთ უკვე?
ზაალ ანჯაფარიძე: „ფეისბუქ-ბანერებით ომი," რომელსაც აშშ აწარმოებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ადასტურებს ინფორმაციას, მათ მიერ ჩვენს ქვეყანაში „ფერადი რევოლუციის" მომზადებაზე
არქივი