იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი მანუჩარ კაკოჩაშვილი: კრიმინალადაც კი გამომაცხადეს იმის გამო, თუ როგორ გავბედე და სასამართლოში გავასაჩივრე არასამთავრობო სექტორის მიერ „შინაურულად“ და მართლაც „კლანური“ პრინციპებით ჩატარებული ფორმალური კონკურსის შედეგები, რომლებიც პრეზიდენტმაც უკანონო განკარგულებით დააკანონა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 23 ივლისი 2024, 13:59
მსურს გამოვეხმაურო ჩემს წინააღმდეგ დაწყებულ მასშტაბურ, ცილისწამებებით გაჯერებულ ე.წ. „შავი პიარის“ კამპანიას, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რეალობასთან და მიზნად ისახავს ჩემს პიროვნულ დისკრედიტაციას ე.წ. „ბულინგს“. თავდასხმები მომდინარეობს სხვადასხვა მხრიდან: ამ კამპანიაში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარდა, ჩართულნი არიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტებიც, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, მანუჩარ კაკოჩაშვილი წერს, რომლის სარჩელის საფუძველზეც, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.

კაკოჩაშვილი საუბრობს იმ გარემოებებზე, რომელთა დარღვევით წარმართვის გამო, მიიღო გადაწყვეტილება, კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნა გაესაჩივრებინა. მისი თქმით, არასამთავრობო სექტორმა, წიქარიშვილი სწორედ "კლანური პრინციპით" და "შინაურულად" აირჩია და აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უნდა იყოს როგორც კვალიფიციური, ასევე მიუკერძოებელი.

"მსურს გამოვეხმაურო ჩემს წინააღმდეგ დაწყებულ მასშტაბურ, ცილისწამებებით გაჯერებულ ე.წ. „შავი პიარის“ კამპანიას, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რეალობასთან და მიზნად ისახავს ჩემს პიროვნულ დისკრედიტაციას ე.წ. „ბულინგს“. თავდასხმები მომდინარეობს სხვადასხვა მხრიდან: ამ კამპანიაში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარდა, ჩართულნი არიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტებიც. კრიმინალადაც კი გამომაცხადეს მხოლოდ იმის გამო, თუ როგორ გავბედე და სასამართლოში გავასაჩივრე არასამთავრობო სექტორის მიერ „შინაურულად“ და მართლაც „კლანური“ პრინციპებით ჩატარებული ფორმალური კონკურსის შედეგები, რომლებიც, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმაც, საკუთარი 2024 წლის 15 ივლისის უკანონო განკარგულებით, დააკანონა. ,,შინაურულად“ და ,,კლანურად“ ეს კონკურსი მოვიხსენიე აი რატომ: 1) საკონკურსო კომისია, რომელიც შედგებოდა 7 წევრისაგან, სრულად დაკომპლექტებული იყო ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში მყოფი თანამოაზრე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან, რომლებმაც ფავორიტი კანდიდატები გამოავლინეს საკუთარი რიგებიდან, ისე რომ ფორმალურადაც არ დაიცვეს მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის მინიმალური სტანდარტიც კი. გიორგი ბურჯანაძეც და კახა წიქარიშვილიც წლების მანძილზე არასამთავრობო სექტორში მოღვაწეობდნენ და უშუალო შეხება და ახლო მეგობრული ურთიერთობა და რაც მთავარია ერთიანი ჯგუფური პლატფორმა გააჩნიათ საკონკურსო კომისიის სწორედ იმ წევრებთან, რომლებმაც მოახდინეს მათი ნომინირება და კონკურსის შედეგად ე.წ. „გამარჯვებულებად“ წარდგენა პრეზიდენტისათვის. 2) სწორედ ამ სიახლოვით იყო განპირობებული ის ფაქტი, რომ კომისიის 3-მა წევრმა: გურამ იმნაძემ, ნონა ქურდოვანიძემ და გიორგი დავითურმა განაცხადა თვითაცილება კანდიდატ გიორგი ბურჯანაძესთან მიმართებით; თუმცა, ეს თვითაცილებაც, საბოლოო ჯამში, ფარსი და უშედეგო აღმოჩნდა, რამდენადაც მათ უკვე წინასწარ სუბიექტური განწყობებით ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება მათი ფავორიტი კანდიდატ(ებ)ის მიმართ. ამდენად გიორგი ბურჯანაძესთან მიმართებით განხორციელებული ,,აცილება“ რეალურად არაფრისმომცემი იყო და მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ინტერესთა კონფლიქტის თითქოსდა გამორიცხვის ჩვენების გზით, ვინაიდან, სავალდებულო კვორუმი გახლავთ 5 ხმა. ამდენად, აქაც კომისიამ პირადი ინტერესიდან გამომდინარე დაარღვია საქართველოს პრეზიდენტის მიერვე განსაზღვრული წესი და კანდიდატი 5 ხმის ნაცვლად წარადგინა 4 ხმით. 3) ასევე პრობლემური და იურიდიული ძალის არმქონე იყო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებები კახა წიქარიშვილთან მიმართებითაც, კერძოდ: მასთან გასაუბრების დაწყებისას, გაირკვა, რომ კომისიის წევრმა თამარ ლალიაშვილმა განაცხადა თვითაცილება, რაც კომისიამ დააკმაყოფილა, რადგან კომისიის ამ წევრსა და კანდიდატს შორის არსებობდა მრავალწლიანი პირადი და პროფესიული ურთიერთობა. თავად კახა წიქარიშვილმაც, გასაუბრების დაწყებისას, განუცხადა კომისიას, რომ კომისიის შემადგენლობაში იყო ბესიკ ლოლაძე, რომელთანაც თანამშრომლობდა ,,დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის“ ფორმატში (ეს ჯგუფი ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე აქტიურად პოზიციონირებს საზოგადოების წინაშე სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებში) და ეს საკითხიც უნდა ყოფილიყო კომისიის მსჯელობის საგანი, რაზედაც კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ გასაუბრების დაწყებამდეც(საინტერესოა როგორ „შინაურულად“ „კულუარებში“ თუ რა ფორმატში, მაშინ როდესაც მთელი გასაუბრების ჩანაწერი არსებობს და იქ მსგავსი მსჯელობა არ ჩანს) კომისიამ იმსჯელა ამ საკითხზე და ჩათვალა, რომ ვინაიდან ,,დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი“ ,,უამრავი იურისტისაგან შედგება“, ასევე - ბესიკ ლოლაძესა და კახა წიქარიშვილს ,,კვლევით საქმიანობაში ყოველდღიური კავშირი არ ჰქონიათ“, არ არსებობდა ბესიკ ლოლაძის აცილების საფუძველი. არადა, ,,დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი“ სულაც არ შედგება ,,უამრავი“ იურისტისაგან: სასამართლოში წარდგენილ სარჩელში დაწვრილებით მაქვს აღწერილი ამ ჯგუფის შემადგენლობაც და მისი აქტივობებიც, რომლის ფარგლებშიც დასტურდება კახა წიქარიშვილს და ბესიკ ლოლაძეს შორის ხანგრძლივი, იდენტური მსოფლმხედველობით ჩამოყალიბებული, ინტენსიური პირადი ურთიერთობის არსებობა, ეს კი წარმოშობდა ინტერესთა შეუთავსებლობას. ამის საპირისპიროდ, ბესიკ ლოლაძემ სრულად მიიღო მონაწილეობა კანდიდატთან გასაუბრებაშიც და საბოლოო შეფასებებშიც. ძალიან საინტერესოა, რომ სწორედ ამ ჯგუფშია გაერთიანებული თამარ ლალიაშვილიც, რომელმაც თვითაცილება განაცხადა, ხოლო ბესიკ ლოლაძის შემთხვევაში ეს „რატომღაც“ არ ჩაითვალა საჭიროდ. ასევე, კახა წიქარიშვილთან გასაუბრების დროს, კომისიის წევრმა ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ შესაძლოა არსებობდეს მისი აცილების საფუძველი, რადგან კახა წიქარიშვილი მისმა მარწმუნებელმა ორგანიზაციამ (,,საიამ“) კანდიდატად წარადგინა 2013 წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტის წინაშე და ამ გარემოების შესახებ ნ. ქურდოვანიძისათვის ახლა გახდა ცნობილი; შესაბამისად, მან კომისიას სთხოვა - ემსჯელა და მიეღო გადაწყვეტილება თვითაცილებასთან დაკავშირებით. კომისიის თავმჯდომარემ - გურამ იმნაძემ გამოთქვა აზრი, რომ დასახელებული გარემოება ნონა ქურდოვანიძის აცილების საფუძველი არ არის და უბრალოდ კითხვით მიმართა კომისიის წევრებს, რას ფიქრობდნენ; კომისიას არ უმსჯელია თვითაცილებაზე და არ უყრია კენჭი ამ საკითხის გადასაწყვეტად, ისე გაგრძელდა კახა წიქარიშვილთან გასაუბრება. ამდენად, კომისიას რომ დაეცვა კონკურსის პრინციპები და კახა წიქარიშვილთან მიმართებითაც ჩამოეცილებინა პროცედურებისაგან კომისიის 3 წევრი (თ.ლალიაშვილი, ბ.ლოლაძე და ნ.ქურდოვანიძე), ფიზიკურად ვეღარ შეძლებდა პროცედურის დაცვით (ანუ - კომისიის მინიმუმ 5 წევრის მხარდაჭერით) საქართველოს პრეზიდენტის წინაშე კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ რეკომენდაციის წარდგენას. 4) გარდა არსებითი პროცედურული დარღვევებისა, კახა წიქარიშვილის დანიშვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისითაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, კერძოდ: აქვე მინდა გავამახვილო ყურადღება იმ ფაქტზე, რომ კახა წიქარიშვილს არ დაესვა არც ერთი შეკითხვა კვალიფიკაციის შესამოწმებლად, მაშინ როდესაც, როგორც „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მოთხოვნა, ისე პრეზიდენტის განკარგულებით განსაზღვრული მოთხოვნა საბჭოს წევრის გამორჩეული კვალიფიკაცია (დარგის გამორჩეული სპეციალისტი) და რეპუტაციაა. აქაც ჩანს კომისიის წევრთა მიკერძოება კახა წიქარიშვილის მიმართ, მაშინ როდესაც მთელი დროის განმავლობაში ძირითადად კახა წიქარიშვილის მონოლოგს უსმენდნენ - სასამართლო სისტემის წმენდის შესახებ. სხვა სიტყვებით, კომისიას არ გამოურკვევია სათანადო შეკითხვებით, თუ სამართლის რომელი დარგის აღიარებულ სპეციალისტს წარმოადგენს კახა წიქარიშვილი. კანონის მოთხოვნა კვალიფიკაციის მაღალი დონის შესახებ არის სავსებით ლოგიკური, რადგანაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უწევს გადაწყვეტილებების მიღება მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებთან (მათ შორის - მოსამართლეთა საქმიანობის შეფასება) დაკავშირებით. ეს ყველაფერი მოხდა იმ ფონზე, როცა ჩემ მიმართ კომისიამ დასვა სამართლებრივი შეკითხვებიც. გარდა ამისა, ჩემი კვალიფიკაცია დასტურდება შემდეგი გარემოებებით: ვარ სამართლის მაგისტრი (აკადემიური ხარისხი მიღებული მაქვს თსუ-ში), ჩაბარებული მაქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, პროკურორთა საკვალიფიკაციო გამოცდა და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაც; 2002 წლიდან დღემდე ვარ მოქმედი ადვოკატი უწყვეტი პრაქტიკით. გარდა იმისა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უნდა იყოს კვალიფიციური, ის ასევე უნდა იყოს მიუკერძოებელიც, წინააღმდეგ შემთხვევაში, საბჭოს წევრობის ფუნქციის სათანადოდ შესრულება, საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის 1-ლი პუნქტით საბჭოსათვის დაკისრებული კონსტიტუციური მანდატის (საერთო სასამართლოების დამოუკიდებლობის, ეფექტიანობის უზრუნველყოფა და ა.შ.) გათვალისწინებით, არის შეუძლებელი: თუ საბჭოს წევრობის კანდიდატი მოსამართლეთა 80%-ზე მეტს ემუქრება სისტემიდან განდევნით (რასაც გასაუბრების დროსაც და სხვა ვითარებაშიც ხშირად მოისმენთ კახა წიქარიშვილისაგან), ის ვერ იქნება მათი დამოუკიდებლობის, ეფექტიანობის უზრუნველმყოფი პირი, მათი საქმიანობის ობიექტურად და სამართლიანად შემფასებელი. სამწუხაროა, მაგრამ კონკურსის მიმდინარეობამ დატოვა აღქმა, რომ კომისიის და პრეზიდენტის ფავორიტ კანდიდატებს - კახა წიქარიშვილსა და გიორგი ბურჯანაძეს შორის წარმოებდა შეჯიბრი, თუ რომელი კანდიდატი უფრო მეტად გალანძღავდა სასამართლო სისტემას და მოსამართლეებს და სწორედ ეს იყო მთავარი ინდიკატორი ცხადია „წინასწარ“ უკვე მათი მიმართ მიღებული დადებითი გადაწყვეტილებისა. კონკურსის სხვა მონაწილეებსაც რომ გვცოდნოდა, რომ ლანძღვის და მუქარის კრიტერიუმები იყო მთავარი ამ კონკურში და არა კვალიფიციურობის და მიუკერძოებლობის სტანდარტი, ვფიქრობ უფრო სამართლიანი იქნებოდა ეს პროცედურა. ამდენად, ნათელია, რომ კომისიამ ორივე კანდიდატთან მიმართებაში მიიღო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და მიკერძოებული გადაწყვეტილება და პროცედურული წესების სრული უგულებელყოფით პრეზიდენტს წარუდგინა მათთვის ყველაზე სასურველი კანდიდატი. პრეზიდენტმა წარდგენილი კანდიდატების კვალიფიკაციისა და ჩატარებული პროცედურების ლეგიტიმაციის ყოველგვარი შეფასების გარეშე თანამდებობაზე დანიშნა კახა წიქარიშვილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემული განკარგულება კახა წიქარიშვილის საბჭოს წევრად დანიშვნის შესახებ არის აბსოლუტურად უკანონო და დაუსაბუთებელი. ვფიქრობ, რომ კონკურსის ობიექტურად და მიუკერძოებლად წარმართვის პირობებში, ჩემი კვალიფიკაციისა და მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით ნამდვილად არსებობდა ჩემი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნის კანონისმიერი საფუძველი. სწორედ, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ჩემი უფლებების დასაცავად მივმართე სასამართლოს და სასარჩელო მოთხოვნებთან ერთად, მოვითხოვე უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, როგორც საქ. პრეზიდენტის განკარგულების მოქმედების შეჩერება, ისე საქ. პრეზიდენტისათვის ახალი კონკურსის ჩატარებისა და სხვა საბჭოს წევრის დანიშვნის აკრძალვა, რადგან იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი დანიშნავს სხვა საბჭოს წევრს, სასამართლოს მიერ ჩემი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება. აქვე, მინდა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ყველა კვალიფიციური იურისტისათვის ცნობილია ის გარემოება, რომ ნებისმიერი კონკურსი, არ აქვს მნიშვნელობა დამნიშნავ სუბიექტს, ცალსახად და უალტერნატივოდ ექვემდებარება გასაჩივრებას და მისი სასამართლო კონტროლის შესაძლებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთოდ აზრს დაკარგავდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთან მიმართებაში არსებული კანონისმიერი ჩანაწერის არსებობა - პრეზიდენტის მიერ კონკურსის ჩატარების სავალდებულოობის შესახებ. ამდენად, გაკეთებული განცხადებები თითქოსდა პრეზიდენტის ექსკლუზიურ კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში შეჭრის შესახებ აბსოლუტურად ამოვარდნილია საკანონმდებლო წესრიგიდან და მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლზე მითითება, ცალსახად არარელევანტურია და მიუთითებს მიმთითებელთა არცთუ ისე სიღრმისეულ კვალიფიკაციაზე ადმინისტრაციული კანონმდებლობის მიმართულებით. აგრეთვე ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ცალსახა ფაქტზეც, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება საპროცესო კანონმდებლობის უმნიშვნელოვანესი მექანიზმია და აქტიურად გამოიყენება სასამართლოს მიერ, შესაბამისად, მას არანაირი კავშირი არ აქვს გამოთქმულ მოსაზრებებთან, თითქოსდა რაღაც განსაკუთრებული/საგამონაკლისო შემთხვევის არსებობის შესახებ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ აუცილებლად ბოლომდე დავიცავ ჩემს უფლებებს და ბოლომდე ვიბრძოლებ სამართლიანობის მისაღწევად, ვინაიდან გამოდის, რომ თუ არ ხარ ან სასამართლო კლანის ან არასამთავრობო ორგანიზაციების კლანის წარმომადგენელი, ერთ რიგით ადამიანს არანაირი პერსპექტივა არ გაქვს და არც გექნება დაიკავო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობა. ამდენად, ვერანაირი ჩემს მიმართ აგორებული ცილისმწამებლური კამპანია ვერ შეაჩერებს ჩემს მიზანს კანონიერი გზით დავიცვა და აღვიდგინო ჩემი დარღვეული უფლებები…
ამასთან, მესმის, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს საქმე საზოგადოების მომეტებული ინტერესის საგანი იქნება, ამიტომ მზად ვარ - პროცესი წარიმართოს საჯაროდ და ყველა დაინტერესებული პირი დარწმუნდეს, რომ ჩემი პრეტენზიები და მოთხოვნები არის საფუძვლიანი, ხოლო ჩემს წინააღმდეგ აგორებული შავი პიარის კამპანია აბსოლუტურად ხელოვნური და დაუშვებელი. აქვე ვაცხადებ, რომ სხვა საჯარო სამართლებრივ პოლემიკებში ჩემს წინააღმდეგ მობილიზებულ ჯგუფებთან, რომლებსაც პოლიტიკოსები და სხვადასხვა მასმედიის საშუალებები უმაგრებენ ზურგს, აღარ შევალ; დაველოდები სასამართლო პროცესს და დავასაბუთებ, რომ უსამართლოდ დავიჩაგრე მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციების და შემდგომ პრეზიდენტის მიერ და არსებითად დაირღვა ჩემი უფლებები." - წერს კაკოჩაშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი: რასაც ევროკავშირის ელჩი ბედავს და ამბობს, რეალურად ომის გამოცხადებაა უცხოელების მხრიდან - ოპოზიციაც და მათი მფარველებიც გვეუბნებიან, რომ ხალხის ნების გამოხატვას არ მიიღებენ და რევოლუციის მოწყობას აპირებენ
დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ ბანერებზე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე: კიდევ ერთი სამარცხვინოდ აღშფოთებული და ამაზრზენად შეშფოთებული - ესენი 27-ში რჩებიან, თუ ბილეთები დაჯავშნილი აქვთ უკვე?
ზაალ ანჯაფარიძე: „ფეისბუქ-ბანერებით ომი," რომელსაც აშშ აწარმოებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ადასტურებს ინფორმაციას, მათ მიერ ჩვენს ქვეყანაში „ფერადი რევოლუციის" მომზადებაზე
დაჩი ცაგურია: ვისაც გვქონდა პრეტენზია, რატომ არ აგეს პასუხი მკვლელებმა, მანიაკებმა, დამნაშავეებმა, აგერ, ამერიკის საელჩომ კიდევ ერთხელ გვიპასუხა უკვე საჯაროდ ამ შეკითხვაზე, მაგრამ ახლა ვეღარ უშველით მათ აგენტის „ქსივა“
მამუკა მდინარაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს, მოუწოდოს რაჟდენ კუპრაშვილს, არ მიანიჭოს აშშ-ის საელჩოს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი!
არქივი