ლევან ნიკოლეიშვილი დანიის მხრიდან დაფინანსების შეჩერებაზე: კიდევ ერთხელ გეტყვით ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას - ჯარის დაფინანსება შეაჩერეს იმიტომ, რომ საქართველო ომში არ ჩაერთო!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
133 30 ივლისი 2024, 23:57

ამ თითქოს და სკანდალური სტატიის და სიუჟეტის უკან დგას კარგად ორკესტრირებული, დეზინფორმაციაში გაწაფული დავალებების შემსრულებელთა ბანდა და მათი პატრონები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, - ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი „მთავარი არხის“ სიუჟეტს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს დახმარება დანიამაც შეუჩერა და ამას ქვეყნისთვის რუსული კანონის კიდევ ერთ მძიმე შედეგს უწოდებენ.

ნიკოლეიშვილის თქმით, თითოეული ქართველის ცნობიერებამდე უნდა დავიდეს და ყველამ კარგად გაიაზროს, რომ ჯარის დაფინანსება შეაჩერეს იმიტომ, რომ საქართველო ომში არ ჩაერთო და ერთობლივი წვრთნები შეაჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველომ არ გახსნა მეორე ფრონტი.

„ამ თითქოს და სკანდალური სტატიის და სიუჟეტის უკან დგას კარგად ორკესტრირებული, დეზინფორმაციაში გაწაფული დავალებების შემსრულებელთა ბანდა და მათი პატრონები ქვეყნის ფარგლებს გარეთ. კიდევ ერთხელ გეტყვით ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას, რომელიც თითოეული ქართველის ცნობიერებამდე უნდა დავიდეს და ყველამ კარგად გაიაზროს - ჯარის დაფინანსება შეაჩერეს იმიტომ, რომ საქართველო ომში არ ჩაერთო!

ერთობლივი წვრთნები შეაჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველომ არ გახსნა მეორე ფრონტი. კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ აქ ქველმოქმედებისათვის ფულს არავინ ხარჯავს. ახლა უკვე ხელის გულზე დევს, რომ თითოეული ცენტი სწორედ მათი მიზნებისათვის იყო განკუთვნილი და როდესაც ამ მიზნის განხორციელებაში მონაწილეობა არ მივიღეთ, რაც თავის მხრივ ჩვენი ქვეყნის განადგურებას გულისხმობდა, დაფინანსება გააჩერეს“, - წერს ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სულ ცოტა ხანში სლოგანი "ევროპას - კი, ევროკავშირს - არა" მოედება კონტინენტის მთელ სივრცეს...
ზურაბ ჯაფარიძე - არ არის აუცილებელი ყოველდღე რუსთაველის გამზირზე ყოფნა, მაგრამ ეს ყველაფერი თუ გესმის, საკუთარ რაღაცნაირ გრაფიკს შეადგენ
გია აბაშიძე: დავით დოიაშვილი არაა თავისუფლებისთვის ე.წ. მებრძოლი, ის ნაცრეჟიმის ანგარებიანი მეხოტბეა-შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე „ტანჯულის მანტიის მოსხმა“ სრული ნაგვობაა
ავთანდილ ცინცაძე: 2011 წელს რობერტ სტურუა რომ რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს, რატომღაც არ გვახსენდება იმ მსახიობების ერთი საპროტესტო სიტყვაც კი, რომლებსაც დღეს დოიაშვილზე გული შესტკივათ!
დაჩი ცაგურია: ყველაფერი გვახსოვს დოი, შე ფარჩაკო, შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი... შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია
არქივი