გურამ მაჭარაშვილი „ევროპული საქართველოდან“ პარტიის ლიდერების წასვლაზე: ნაცმოძრაობა ხომ დაიშალა, ახლა დაშლილის ნაწილებიც ცალ-ცალკე იშლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
113 02 აგვისტო 2024, 12:06
ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაში მიმდინარე შიდაპარტიული რღვევების პროცესებს ეხმიანება. ამჯერად მან ჟურნალისტებთან საუბრისას ლიდერების [გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი] მიერ „ევროპული საქართველოს" დატოვებაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ  დაშლა და რღვევა ოპოზიციის ბუნებაა. 

გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ თუ აქამდე ნაციონალური მოძრაობა იშლებოდა, ვინაიდან ამ ძალისთვის ერთიანობა უცხოა, ახლა მის წიაღში აღმოცენებული წვრილ-წვრილი წარმონაქმნებიც იგივე გზას გადიან. 


„ეს არის ნაცმოძრაობის ბუნება. ნაციონალური მოძრაობა არის ფესვები და ხე. დანარჩენი - „ევროპული საქართველო", „ლელო“, გვარამიას „ახლები“ თუ სხვა, არიან ამ კოლექტიური ნაცმოძრაობის ხის ყლორტები. ყველა მათგანის ბუნება მდგომარეობს იმაში, რომ იქ ვერ იტანენ ერთიანობას და არ იციან ერთმანეთის გატანა. შესაბამისად, ნაცმოძრაობა ხომ დაიშალა, ახლა დაშლილის ნაწილებიც ცალ-ცალკე დაიშალა,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ედიშერ გვენეტაძე: არაადამიანური სისტემა დაამკვიდრა "დიფ სთეითმა" მიშა სააკაშვილის ხროვის მეშვეობით, ეს დღეს ნათლად წარმოაჩინა აწ უკვე „ქილერის" ტყვიით მოკლულის შვილმა ბესო ხარძიანმა
დავით ქართველიშვილი: ადეიშვილის ძალისხმევით, ომში გახვეულმა უკრაინამ მოიცალა ალექსანდრე „ქილერა“ მუხაძესთვის და მას პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი მიანიჭა - ეს არის მორიგი რეალური სახე ამჟამინდელი კიევის ანტიქართული რეჟიმის
გია აბაშიძე: უმძიმესი მოსასმენია სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლის ვაჟის, ბესარიონ ხარძიანის ჩვენება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ქართველთა დამტერორებელი ვერცერთი ნაცჯალათი გაექცევა პასუხისმგებლობას!
დავით ქართველიშვილი: „დიფ-სთეითი“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში ომი მშვიდობით არ დასრულდეს
ირაკლი კობახიძე: ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას, დისკუსია გვქონდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე ძირითად რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე
არქივი