ზურაბ ქადაგიძე შოვის ტრაგედიაზე: ქვეყანა მომაკვდინებელ სტიქიასთან ერთად, არანაკლებად მომაკვდინებელ დეზინფორმაციის კამპანიას ებრძოდა, მაგალითად, გელა მთივლიშვილმა გააკეთა სამარცხვინო ტყუილებზე აგებული ფილმი და ყველაფერში ხელისუფლება დაადანაშაულა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
496 03 აგვისტო 2024, 12:28

დღეს შოვის უდიდესი ტრაგედიის წლისთავია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანა მომაკვდინებელ სტიქიასთან ერთად, არანაკლებად მომაკვდინებელ დეზინფორმაციის კამპანიას ებრძოდა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, გელა მთივლიშვილმა დაფინანსებით გააკეთა ტყუილებზე აგებული ფილმი შოვის ტრაგედიაზე და ყველაფერში ხელისუფლება დაადანაშაულა, ამ ანტისახელმწიფოებრივ ფილმს კი, ევროკავშირის აქაურმა წარმომადგენლობამ ჯილდოც კი გადასცა. ქადაგიძე აღნიშნავს იმასაც, რომ შვეიცარიელ ექსპერტთა დასკვნამ დაადასტურა, რომ აღნიშნული ფილმი ტყუილებს ეფუძნებოდა.

„დღეს შოვის უდიდესი ტრაგედიის წლისთავია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანა მომაკვდინებელ სტიქიასთან ერთად, არანაკლებად მომაკვდინებელ დეზინფორმაციის კამპანიას ებრძოდა.

მაგალითად, უცხოური გავლენის აგენტმა, გელა მთივლიშვილმა დაფინანსებით გააკეთა სამარცხვინო ტყუილებზე აგებული ფილმი შოვის ტრაგედიაზე და ყველაფერში ხელისუფლება დაადანაშაულა. შემდეგ ამ სამარცხვინო, ანტისახელმწიფოებრივ ნაბოდვარს ევროკავშირის აქაურმა წარმომადგენლობამ ჯილდოც კი გადასცა. ამ მარაზმის შემდეგ, რამდენიმე კვირაში კი შვეიცარიელ ექსპერტთა დასკვნა დაიდო, სადაც შავით თეთრზე ეწერა რომ არანაირ დაგუბებას ადგილი არ ჰქონია და რომ იმდენად სწრაფად განვითარდა ღვარცოფული და მეწყრული პროცესები, რომ მისი თავიდან არიდება წარმოუდგენელი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტთა დასკვნა ეჭვქვეშ არავის დაუყენებია, დღემდე ევროკავშირის წარმომადგენლობას არ განუმარტავს, რატომ დააფინანსა და შემდეგ რატომ დააჯილდოვა ტყუილებზე დაფუძნებული სამარცხვინო „ჟურნალისტური გამოძიება”, - წერს ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი - არასოდეს მოუსმინოთ პროპაგანდისტებს, როგორიც „რადიო თბილისია“, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რადიოსთან და თბილისთან
დავით ჩიხელიძე: ვიკა ფილფანი 2019 წელს გახარიას წინააღმდეგ „ნაცმოძრაობის“ აქციაზე იდგა და ახლანდელი ბოსის ქმედებებს აპროტესტებდა. დღეს, გაქცეულ ბოსს კბილებით ისე იცავს, თითქოს გუშინ მე ვაგინებდი
დავით ქართველიშვილი: შიო მესამემ აიძულა საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმომადგენელი, რომ ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტულით მოეხსენიებინა და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს რაღაც შემთხვევითობაა - ცივი წყალი დალიოს
ქართველიშვილი ზურაბიშვილზე: სამარცხვინოა, როდესაც თავს უწოდებ „ქვეყნის პრეზიდენტს“ და პატრიარქის ინტრონიზაციის დღეს მიდიხარ საფრანგეთში, რათა მათ პარლამენტს გამოსტყუო საქართველოს წინააღმდეგ მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია
ზურაბ ქადაგიძე: გამომდინარე იქიდან, რომ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო ფუნქციონირებს საქართველოში, ახალგაზრდებს მივაწვდინოთ ხმა. მათ აღარ უნდა ჰქონდეთ სამსახურის დაკარგვის შიში და თავისუფლად ისაუბრონ, როცა მათი უფლებები დაირღვევა
არქივი