ზურაბ ქადაგიძე აშშ-საქართველოს ურთიერთობაზე: გამოსავალი საქართველოს, როგორც თანაბარუფლებიანი პარტნიორისადმი მიდგომაა და არა ბატონ–ყმური დამოკიდებულება, რასაც 2003-2012 წლებშია მიაჩვია „აგენტოკრატიამ“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
346 04 აგვისტო 2024, 19:17

„აუცილებლად მოუწევს, რადგან თვითონ შეიყვანეს ჩიხში სიტუაცია, საიდანაც გამოსავალი მხოლოდ რაციონალური ურთიერთობა და საქართველოს, როგორც თანაბარუფლებიანი პარტნიორისადმი მიდგომაა და არა ბატონ-ყმური დამოკიდებულება, რასაც 2003-2012 წლებშია მიაჩვია „აგენტოკრატიამ“, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველო ამერიკელი პარტნიორებისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება.

ქადაგიძის განცხადებით, ეს რთული პროცესი, საქართველომ აუცილებლად უნდა გაიაროს, რათა მსოფლიო თანამეგობრობას დავანახოთ, რომ სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არავის აქვს.

„ეს რთული და ხისტი პროცესი, აუცილებლად უნდა გავიაროთ, რათა მსოფლიო თანამეგობრობას დავანახოთ, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და არავის აქვს უფლება ჩვენს შიდა საქმეებში ჩაერიოს!

ასევე, აუცილებლად უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე ჩვენ თვითონვე ვართ პასუხისმგებლები და ნებისმიერი ფინანსური გრანტი ან ვალი, არ უნდა ახდენდეს ჩვენ შიდა პოლიტიკურ მდგრადობაზე ზემოქმედებას. ისევე, როგორც აქვთ მცდელობა ბოლო დღეებში, ვალად მოსაცემ 95 თუ 30 მილიონები პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით მოგვცენ.

როდესაც ჩვენი მხრიდან მკაფიოდ დაფიქსირდება მდგრადობა ზემოხსენებულ ინსინუაციებზე, ძალაუნებურად მოუწევს ყველას შეცვალოს რიტორიკაცა და მიდგომა.

ასე რომ 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა მკაფიო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - ან ვართ სუვერენული სახელმწიფო ან არა და სხვა ქვეყნების დოტაციაზე მყოფი, ფაქტობრივი წარმონაქმნი!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ტრამპის პოლიტიკამ ევროკომისია გამოაფხიზლა
დავით ქართველიშვილი: იტალიაში შემდგარმა კონტაქტებმა დააფიქსირა პრაგმატული "სტატუს-კვო": საქართველო არ ირჩევს თვითიზოლაციის გზას, მაგრამ არც დამყოლი მოთამაშის როლს ირგებს საკუთარ თავზე
ლევან კოჭლოშვილი უკრაინაზე: როცა ქვეყანა ევრობიუროკრატიული გავლენების ქვეშაა და პოლიტიკურ პროცესებზე კონტროლს კარგავს, შედეგი მძიმეა, საქართველო რომ გაჰყოლოდა გარედან ნაკარნახევ პოლიტიკას, ამავე საფრთხის წინაშე დავდგებოდით
ლაშა გეგეჭკორი: შეიქმნა ჯგუფი „SOS! არა საყოველთაო დაჩიპვას!” მოუწოდებენ ძაღლების პატრონებს, არ დაემორჩილონ კანონს - ცხოველის დაჩიპვაზე უარის თქმა გამოიწვევს ფინანსურ ჯარიმას
ლევან კოჭლოშვილი: საქართველოს პრეზიდენტის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანხვედრა არსებობს
არქივი