დავით ქართველიშვილი: მოვიგებთ კიდეც ჩვენს დიდგორს. როდესაც "ქვეითები" და "მხედრები" ზეციურ "მთავარსარდლობასთან" სრულ სინერგიაში იმყოფებიან - დიდგორი, ჩათვალეთ, მოგებულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 12 აგვისტო 2024, 12:56
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი დიდგორობის ღონისძიებაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, სადაც პრემიერ- მინისტრმა პატრიარქის სიტყვები „დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია“ გაიხსენა.

 სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ტექსტში ექსპერტი წერს, რომ  დიდგორს ვერ მოვიგებთ თუ ქვეყანას ყიდიან, გმირულად დაღუპულ ჯარისკაცებს კი, ქვეყნის ოკუპაციას აბრალებენ.

დავით ქართველიშვილი წერს, რომ საქართველოს პატრიარქი ელის იმ დროს, როდესაც გაერთიანდება ერი და ბერი, ეს კი, ანალიტიკოსის თქმით, ნიშნავს, რომ მომდევნო დიდგორს ქვეყანა აუცილებლად მოიგებს.


„მოვიგებთ კიდეც ჩვენს დიდგორს. როდესაც "ქვეითები" და "მხედრები" ზეციურ "მთავარსარდლობასთან" სრულ სინერგიაში იმყოფებიან - დიდგორი, ჩათვალეთ, მოგებულია. როდესაც ქვეყანას ფულში ყიდიან, როდესაც სამშობლო "ქვების ხროვა ტერიტორიაა", როდესაც გმირულად დაღუპულ ჯარისკაცებს აბრალებ საქართველოს ოკუპაციას - "დიდგორს" ვერ მოიგებ.  

ამიტომაც ელოდებოდა, ელის და დიდი ალბათობით, მოესწრო კიდეც ჩვენი უწმინდესი იმ ჟამს, როდესაც, ორსავე სოფელსა შინა, გაერთიანებულია დღეს ერი და ბერი, მთავრობა და მხედრობა - უფლისა და ღვთისმშობლის გარშემო.  

რაც ერთადერთს ნიშნავს - მორიგი დიდგორი აუცილებლად უნდა მივიყვანოთ მორიგ გამარჯვებამდე. სულ რომ ყოველდღიურად აკითხავდნენ აგენტოკრატები "ხელოვნური სუნთქვის აპარატებთან", კომაში მყოფ თავის პაციენტებს - პოლიტიკური პროზექტურის იქეთ, ამ ამოუცნობ და გაბრწყინების პირას მყოფ იბერიაში, მათ სხვა გზა არ გააჩნიათ...“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ედიშერ გვენეტაძე: ერთ დროს ქრისტიანობის ღირებულებების მქონე ევროპაში მექრთამე-ლობისტების და დავით კეზერაშვილის ნაირების დროა, სამართლიანობის მარყუჟი ვიწროვდება, უეჭველად მოჰყვებიან ე.წ. ოპოზიციური, მეხუთე კოლონის წარმომადგენლები
ზურაბ ქადაგიძე მაიკლ ო’ფლაერთს: რატომ ცდილობთ ჩვენს შიდა იურისდიქციაში ქექვას და თქვენი ლიბერალური სიგიჟეების შემოტენვას?! თქვენი ბიუროკრატია და ლეგიტიმაცია მორღვეული ადმინისტრაციები გავიდნენ ზღვარს მიღმა
ზურაბ ქადაგიძე ეკა გიგაურზე: რკინის ქალამნები ჩაუცვამს და ოკეანის გადაღმა სამართლიანობის საპოვნელად მიდის. საკუთარ ქვეყანას უჩივიან და მერე უკვირთ, „უსამშობლოებს“ რატომ გვეძახიანო
შალვა პაპუაშვილი - კონგრესის მიერ პარალელური დათვლის მანიპულაციის დამაჯერებელი გამოძიება ქართველი ხალხის მხრიდან ამერიკის გვერდში დგომის სათანადო დაფასება იქნებოდა
შალვა პაპუაშვილი: თუ დადასტურდა, რომ აშშ-ის ელჩმა იცოდა და არ ამჟღავნებდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები ცრუ იყო, ეს თავდაყირა აყენებს მედიაციის პროცესის და 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერება
არქივი