დავით ჩიხელიძე: „ემგიდი“ რეალურად „ნაცების“ დანამატს წარმოადგენს და მათი გაცხადებული მიზანი სიცრუეზეა აგებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
103 04 სექტემბერი 2024, 14:17

ექსპერტი დავით ჩიხელიძე პლატფორმა „ემიდთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, ეს, ოპოზიციის მორიგი შვილობილი პლატფორმაა, რომელიც არჩევნების ისკრედიტაციის მიზნით შეიქმნა.


„ემგიდი, ოპოზიციის მორიგი შვილობილი პლატფორმაა, რომელიც ცესკოს (არჩევნების) დისკრედიტაციისთვის შეიქმნა, აღნიშნული ორგანიზაცია, რომელიც გვიმტკიცებს რომ დამოუკიდებელი სამოქალაქო პლატფორმა არის, რეალურად ნაცების დანამატს წარმოადგენს, მისი ერთ ერთი დამფუძნებელი სოფო ჯაფარიძეა, ხოლო ლიდერი ნაცებთან დაახლოებული პირი ბაჩანა შენგელიაა. ორგანიზაციის გაცხადებული მიზანიც კი სიცრუეზეა აგებული, კერძოდ ისინი ამბობენ, რომ მათი მიზანია ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლება ჰქონდეთ და ცესკომ ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება არ წაართვას.


უპირველესი რაც უნდა ითქვას, უცხოეთში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს აქვს ხმის მიცემის უფლება, ამ უფლებით სარგებლობას არავინ კრძალავს, მით უფრო ცესკო, ხმის მიცემის პროცედურებს კანონი არეგულირებს, კერძოდ პირი უნდა იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე, მათი რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 50, მაქსიმუმ 3000 ადამიანი, უცხოეთში საარჩევნო უბნები დგება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შეიცავს საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირთა შესახებ ინფორმაციას. არსებობს მეორე შემთხვევა, ამომრჩეველი თუ არ არის საკონსულო აღრიცხვაზე, საარჩევნო უბნების შექმნის შემდგომ უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას და დარეგისტრირდეს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით.


საარჩევნო უბნები კენჭისყრამდე ერთი თვით ადრე იქმნება, მათ ამ კონკრეტულ საარჩევნო უბანზე კონკრეტულ პირებს აქვთ რეგისტრაციის მოთხოვნის შესაძლებლობა, რაც მათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევთ.როგორც ხედავთ, არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთი მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, ხელოვნური ბარიერების და დამატებითი შეზღუდვების გარეშე შეუძლია, ოპოზიციის და მათთან აფილირებული ორგანიზაციების დილეტანტური განცხადებები ჭიქაში ქარიშხლის გამოწვევას და საინფორმაციო ველზე არჩევნების დისკრედიტაციას ემსახურება“, - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სულ ცოტა ხანში სლოგანი "ევროპას - კი, ევროკავშირს - არა" მოედება კონტინენტის მთელ სივრცეს...
ზურაბ ჯაფარიძე - არ არის აუცილებელი ყოველდღე რუსთაველის გამზირზე ყოფნა, მაგრამ ეს ყველაფერი თუ გესმის, საკუთარ რაღაცნაირ გრაფიკს შეადგენ
გია აბაშიძე: დავით დოიაშვილი არაა თავისუფლებისთვის ე.წ. მებრძოლი, ის ნაცრეჟიმის ანგარებიანი მეხოტბეა-შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე „ტანჯულის მანტიის მოსხმა“ სრული ნაგვობაა
ავთანდილ ცინცაძე: 2011 წელს რობერტ სტურუა რომ რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს, რატომღაც არ გვახსენდება იმ მსახიობების ერთი საპროტესტო სიტყვაც კი, რომლებსაც დღეს დოიაშვილზე გული შესტკივათ!
დაჩი ცაგურია: ყველაფერი გვახსოვს დოი, შე ფარჩაკო, შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი... შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია
არქივი