თამთა მეგრელიშვილი: კანვასის შესახებ ყველაფერი ნათელია, ეს ორგანიზაცია იშიფრება, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, მიზნით ღიაა - რევოლუცია და საზოგადოებრივი აზრის ფორმირება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
175 04 სექტემბერი 2024, 15:24

„კანვასი - რევოლუციების ექსპორტ-იმპორტიორი ორგანიზაციაა!“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მისივე თქმით, კანვასი ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომლის მიზანი ღიაა - რევოლუცია და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაა და ამ პროცესში მისი საბრძოლო იარაღი ახალგაზრდებია.

„კანვასი - რევოლუციების ექსპორტ-იმპორტიორი ორგანიზაციაა! ბელორუსია, ირანი და ვენესუელა ორგანიზაცია „კანვასს“ რევოლუციების ექსპორტ-იმპორტში პირდაპირ ადანაშაულებს. თავის მხრივ „კანვასი“ არ უარყოფს, რომ მისი საქმიანობა „არაძალადობრივ რევოლუციებს“ უკავშირდება, თუმცა მის ექსპორტს სხვა ქვეყნიდან ადასტურებს. 2011 წელს ჰაკერების ჯგუფმა Anonymous-მა გატეხა ამერიკული სადაზვერვო სპეცსამსახურის Stratfor-ის კომპიუტერული ქსელი და „კანვასსა“ და მათ შორის პირდაპირი კავშირის ამსახველი დოკუმენტაცია (მიმოწერა) WikiLeaks-ზე გამოქვეყნდა. ამით კიდევ ერთხელ აეხადა ფარდა „კანვასის“, როგორც ორგანიზაციის მიზანსა და მისიას დაგეგმოს და აწარმოოს რევოლუციური პროცესები ამის დამკვეთ ქვეყნებში. რომ იცოდეთ „კანვასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარეს არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში.

აP.S. კანვასის შესახებ ყველაფერი ნათელია, ეს ორგანიზაცია იკითხება და იშიფრება, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, რომლის მიზანი ღიაა - რევოლუცია და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაა, ამ პროცესში კი მთავარი საბრძოლო იარაღი ახალგაზრდები არიან,“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სალომე ზურაბიშვილი - საერთაშორისო ადმინისტრაციით ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს, რათა საქართველომ თავისი დამოუკიდებელი გზა დაიბრუნოს
ზურაბ ჯაფარიძე - რიჟვაძე 99% თავს იკლავდა - ნამდვილია თუ არა წერილი? 99% ნამდვილია
თამარ ჩერგოლეიშვილი - მინდა, ბადრი ჯაფარიძემ იმ სიმართლით იაროს, რომ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილეობა სალომე ზურაბიშვილზე „დათანხმებაა“
მიხეილ სააკაშვილი - „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არ აქვს, უნდა ვიმუშაოთ სპეცოპერაციის ბოიკოტირებაზე და ნამდვილი არჩევნების მიღწევაზე, ამ პოზიციაზეა ევროპარლამენტიც
დავით ქართველიშვილი: მეთოთხმეტე წელიწადია საკუთარი თავის და ოჯახის უსაფრთხოების რისკების ფასად, ბიძინა ივანიშვილი საქმით ამტკიცებს, რომ სამშობლოს გასაწირი „ფასი" მისთვის არ არსებობს
არქივი