ზურაბ ქადაგიძე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: ადრე ნაც-ტელევიზიები ისეთ „ფეიკს“ აცხობდნენ, ერთი დღე მაინც ქაჩავდა, ახლა, ერთი საათით ვეღარ ძლებს ამათი საცოდავი ბოროტი სიახლეები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
28 17 სექტემბერი 2024, 16:43

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ტელევიზია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „უვიზო მიმოსვლა რეალური საფრთხის წინაშე დგას“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ზურაბ ქადაგიძე იშველიებს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის განმარტებას ამასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, მას არაფერი გაუგია ევროკავშირის ახალ ზომებზე საქართველოსთან მიმართებით ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებამდე და მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე და აღნიშნავს, რომ „ადრე ნაც-ტელევიზიები ისეთ „ფეიკს“ აცხობდნენ, ერთი დღე მაინც ქაჩავდა. ახლა, ერთი საათით ვეღარ ძლებს ამათი საცოდავი ბოროტი სიახლეები.“

„ადრე ნაც-ტელევიზიები ისეთ „ფეიკს“ აცხობდნენ, ერთი დღე მაინც ქაჩავდა. ახლა, ერთი საათით ვეღარ ძლებს ამათი საცოდავი ბოროტი სიახლეები.

ვიზალიბერალიზაცია რომ საქართველოს შეუჩერონ, ბიუროკრატიულ გრძელვადიან ნაწილს რომ თავი დავანებოთ, კონკრეტული სოციალური საკითხებია (ოღონდ არა პოლიტიკური ინსინუაციები), რომლის მიხედვითაც იწყება გადახედვა და რასაც ისეთი არგუმენტები, პროცედურები და საერთო კონსენსუსი ესაჭიროება, რომ თვეები არ ეყოფა. „ფორმულა“, ცოტა უფრო დამაჯერებელი „ფეიკები“ მოიფიქრეთ, თორემ სადაცაა თავზე დაგემხობათ თაღლითი ოჯახი!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ყურადსაღებია ის საგანგაშო ვითარება, რაც მუდმივადაა თავად აშშ-ში. სხვის თვალში ფარისევლურად ბეწვს ვითომ ხედავენ, ხოლო საკუთარში დირეს ჯიუტად - არა
ლევან ნიკოლეიშვილი: როგორც ჩანს აშშ-ს საელჩოს ასეთი რისკების შესახებ ინფორმაცია, თავის დიდი შესაძლებლობების მქონე სადაზვერვო და უსაფრთხოების სამსახურებიდან გააჩნია
ლევან ნიკოლეიშვილი: რასაც ევროკავშირის ელჩი ბედავს და ამბობს, რეალურად ომის გამოცხადებაა უცხოელების მხრიდან - ოპოზიციაც და მათი მფარველებიც გვეუბნებიან, რომ ხალხის ნების გამოხატვას არ მიიღებენ და რევოლუციის მოწყობას აპირებენ
დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ ბანერებზე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე: კიდევ ერთი სამარცხვინოდ აღშფოთებული და ამაზრზენად შეშფოთებული - ესენი 27-ში რჩებიან, თუ ბილეთები დაჯავშნილი აქვთ უკვე?
ზაალ ანჯაფარიძე: „ფეისბუქ-ბანერებით ომი," რომელსაც აშშ აწარმოებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ადასტურებს ინფორმაციას, მათ მიერ ჩვენს ქვეყანაში „ფერადი რევოლუციის" მომზადებაზე
არქივი