დავით ქართველიშვილი ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე: ამ წყვილს მთელი ქვეყანა ქომაგობს. წელს საქართველოში ერთნაირსქესიანთა პოლიტიკური ქორწინებების ბუმია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
227 17 სექტემბერი 2024, 21:53

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდების შესაძლო გაერთიანების საკითხზე წერს და მას „ექსტრაკორპორული განაყოფიერების“ პროცესს უწოდებს. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, სახეზეა ხაზარაძე-გახარიას წყვილის გაერთიანების კიდევ ერთი მცდელობა.

„პოლიტიკაში, ისევე როგორც სამედიცინო რეპროდუქციის სფეროში, მძიმედ მიმდინარეობს ექსტრაკორპორული განაყოფიერების პროცესი. იშვიათია პირველივე ცდაზე დადებითი შედეგი. ამ ეტაპზე ვერც ამათ ჩაუსახეს ერთმანეთს პოლიტიკური ნაყოფი, არადა ბატონ ძაბირაძის საექსპერტო დასკვნით, „განაყოფიერება“ უკვე შემდგარი ყოფილა თურმე და მან უნდა „ჩააჩოჩოს“ პირველი ადგილიდან ბუნებრივი ჩასახვისუნარიანი ხელისუფლება. დაველოდოთ კიდევ ერთ მცდელობას - ამ წყვილს მთელი ქვეყანა ქომაგობს. წელს საქართველოში ერთნაირსქესიანთა პოლიტიკური ქორწინებების ბუმია“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ლატარია კაია კალასის განცხადებაზე: 1 200 000 ამომრჩეველს გვეუბნებიან, ვინც თქვენ მოგწონთ ისინი გაყარეთ და ხელისუფლებაში დააბრუნეთ მკვლელები, პედოფილები, მანიაკები, ტერიტორიების ჩამბარებლები და უვიზოს დაგიტოვებთო
სალომე ზურაბიშვილი - საერთაშორისო ადმინისტრაციით ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს, რათა საქართველომ თავისი დამოუკიდებელი გზა დაიბრუნოს
ზურაბ ჯაფარიძე - რიჟვაძე 99% თავს იკლავდა - ნამდვილია თუ არა წერილი? 99% ნამდვილია
თამარ ჩერგოლეიშვილი - მინდა, ბადრი ჯაფარიძემ იმ სიმართლით იაროს, რომ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილეობა სალომე ზურაბიშვილზე „დათანხმებაა“
მიხეილ სააკაშვილი - „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არ აქვს, უნდა ვიმუშაოთ სპეცოპერაციის ბოიკოტირებაზე და ნამდვილი არჩევნების მიღწევაზე, ამ პოზიციაზეა ევროპარლამენტიც
არქივი