გია აბაშიძე: კოლონიალისტებს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ისე ეჯავრებათ, რომ ნებისმიერ უსაქციელობას ჩაიდენენ - სანქციებით ვის აშინებენ, იმ გულანთებულ მამულიშვილს, რომელმაც საქართველო არ დათმო გასაჯიჯგნად?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
422 21 სექტემბერი 2024, 12:41

კოლონიალისტებს ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ დაფუძნებული „ქართული ოცნება“ ისე ეჯავრებათ, რომ ნებისმიერ უსაქციელობას ჩაიდენენ, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, აშშ-ის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის შემუშავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

მისი განცხადებით, ივანიშვილი ისედაც იმყოფება არაფორმალური სანქციების ქვეშ, შესაბამისად, მას სანქციებით ვერ შეაშინებენ. ანალიტიკოსი აღნიშნავს იმასაც, რომ ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენა ახლოსაა და სწორედ ამან გამოიწვია მსგავსი რეაქციები.

„კოლონიალისტებს ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ დაფუძნებული „ქართული ოცნება“ ისე ეჯავრებათ, რომ ნებისმიერ უსაქციელობას ჩაიდენენ. ე.წ. სანქციებით ვის აშინებენ, იმ გულანთებულ მამულიშვილს, რომელმაც საქართველო არ დათმო გასაჯიჯგნად? ბიძინა ივანიშვილი ისედაც დასანქცირებულია შვეიცარიის უზნეო ბანკის მიერ და ამით რა შედეგი სადამსჯელო ორკებს?

მერმე და მერმე გავიმეორებ - ამ ქვეყანას ვერავინ, ვერასდროს დაამონებს, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენა რომ ახლოსაა, მაგიტომაც გაგიჟდნენ არარაობები,” - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: აუცილებელია მკაფიოდ გაიმიჯნოს მიგრაცია კრიმინალისგან და წარსულში ჩადენილი შეცდომები, ხელისუფლების დღევანდელი კურსისგან
პარტიული წარსული არაა „ინდულგენცია“ და ვერ აუქმებს ინდივიდუალურ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
პუტინისა და კობახიძის ერთ სივრცეში ყოფნის კონტექსტი - ეს არა მხოლოდ ოპოზიციური შიზოფრენიის, არამედ საზოგადოების მხრიდან რუსეთთან დიალოგის დაწყების მოთხოვნის პრიზმაში უნდა გავაკეთოთ
ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა ირაკლი კობახიძემ მოახდინა სწორედ იმ პუტინთან, ვისაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და ვისი თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერც ერთი წარმომადგენელი
ერთ მხარეს დგას საქართველო და ამერიკა, მეორე მხარეს დგას ევროპული ბიუროკრატია მათი ძირგამომთხრელი NGO -ებით
არქივი