ზაალ ანჯაფარიძე: ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპის და აშშ-ს ბოლო დემარშების ფონზე, მიხვდით ბოლოს და ბოლოს მიუხვედრელნო, რომ საქართველოს არ შეიძლება ჰყავდეს მუდმივი მეგობრები და მტრები!!!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 21 სექტემბერი 2024, 14:03

მას შემდეგ რაც დასავლეთი ივანიშვილს დაასანქცირებს, რომელსაც ისედაც შეჩერებული აქვს წვდომა საკუთარ აქტივებზე, ეს იქნება სიგნალი სხვა მდიდარი ადამიანებისადმი, რომ ათჯერ დაფიქრდნენ ვიდრე ევროპასა და ამერიკაში საკუთარ აქტივებს განათავსებენ, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

მისვე თქმით, თუ მოხდება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება , ეს კიდევ უფრო გაამყარებს ბიძინა ივანიშვილის დიდ მხარდაჭერას საზოგადოებაში. საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ადგილი აქვს აშშ-სა და ევროპის, უხეშ, აშკარა ჩარევას 26 ოქტომბრის არჩევნებში.

„ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპის და აშშ-ს ბოლო დემარშების ფონზე, მიხვდით ბოლოს და ბოლოს მიუხვედრელნო, რომ საქართველოს არ შეიძლება ჰყავდეს მუდმივი მეგობრები და მტრები!!! ჩვენს ქვეყანას უნდა ჰქონდეს მუდმივი ინტერესები და მათ შესაბამისად იმოქმედოს. ბოლო დღეებში გახშირდა საუბრები და ინფო-შემოგდებები კოლექტიური დასავლეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დასანქცირებაზე.

მას შემდეგ რაც დასავლეთი ივანიშვილს დაასანქცირებს, რომელსაც ისედაც შეჩერებული აქვს წვდომა საკუთარ აქტივებზე, ეს იქნება სიგნალი სხვა მდიდარი ადამიანებისადმი, რომ ათჯერ დაფიქრდნენ ვიდრე ევროპასა და ამერიკაში საკუთარ აქტივებს განათავსებენ.

უთხრა ვისაც საჭიროა იმას, ივანიშვილმა ამ დღეებში, რომ არანაირი შანტაჟის და ზეწოლის ქვეშ საქართველოს ომში არ ჩააბამს უფრო მეტიც, თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ, ეს კიდევ უფრო გაამყარებს ბიძინა ივანიშვილის ისედაც დიდ მხარდაჭერას ჩვენს საზოგადოებაში. ამით ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი (ავადმყოფ ნაწილს არაფერი ეშველება) კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ადგილი აქვს აშშ-ს და ევროკავშირის უპრეცედენტო და უხეშ ჩარევას 26 ოქტომბრის არჩევნებში, აქედან გამომდინარე შედეგებით“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: ამერიკაში მოქმედი რომელიმე პირობითი „ამერიკის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ უცხოეთიდან დაფინანსებული რომ ყოფილიყო, ალბათ იტყოდა, რომ არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს და შედეგები გასაუქმებელია
ნინო ფოჩხუა: „სამართლიანი არჩევნები" მანიპულაციის ახალ სიმაღლეებს იპყრობს, თურმე, 3111 საარჩევნო უბნიდან 11-ზე გენდერული ბალანსის დარღვევა აღმოჩენილა, იციან, რომ აქტივობის დათვლა გენდერული ნიშნით არ არის კანონის მოთხოვნა
დავით ჩიხელიძე: „სამართლიანმა არჩევნებმა" მორიგ ჯერზე გაამახვილა ყურადღება გენდერის საკითხზე, გენდერული ბალანსი მხოლოდ 11 შემთხვევაში დაირღვა, რაც ცალსახად უმნიშვნელო ციფრია
ლევან ნიკოლეიშვილი: ოპოზიციის სასოწარკვეთილება ყოველდღიურად იზრდება, მათი ყველა ე.წ. არგუმენტი არაფრის მომცემია, ოპოზიციამ იცის, რომ მათ რადიკალიზმსაც და მხარდაჭერასაც ეწურება ვადა, ესაა მათი გააფთრებული გაფართხალების მიზეზიც
თამთა მეგრელიშვილი ამომრჩეველთა გენდერული სტატისტიკით მანიპულაციაზე: ოპოზიციავ აღიარეთ, რომ არჩევნებში დამარცხდით, შეეშვით მცდელობას მოახდინოთ საზოგადოების აზრის ფორმირება ხელოვნურად შექმნილი ნარატივით
არქივი