დავით ჩიხელიძე: ლორა თორნტონმა გაასაჯაროოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების სია, რომლებიც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხოვს- ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ნამდვილად იციან, როგორ უნდა უღალატონ საკუთარ ქვეყანას და ხალხს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
264 21 სექტემბერი 2024, 14:22

„მოვითხოვ ქალბატონმა ლორა თორნტონმა გაასაჯაროოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების სია, რომლებიც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხოვს და ასაბუთებს, ქართველი ხალხი იმსახურებს იცოდეს ვინ არის მტერი და ვინ ატარებს არასახელმწიფოებრივ პოლიტიკას“- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორის, ლორა თორნტონის განცხადების შესახებ, რომლის თქმითაც, „რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკავშირს, ქართველებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების აუცილებლობას დამაჯერებლად უმტკიცებდა“.

ექსპერტი დავით ჩიხელიძე მეტ დასაბუთებას ითხოვს, რადგან მისი თქმით, ქართველი ხალხი იმსახურებს, იცოდეს ვინ არის მტერი და ვინ ატარებს არასახელმწიფოებრივ პოლიტიკას.

„მოვითხოვ ქალბატონმა ლორა თორნტონმა გაასაჯაროოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების სია, რომლებიც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხოვს და ასაბუთებს, ქართველი ხალხი იმსახურებს იცოდეს ვინ არის მტერი და ვინ ატარებს არასახელმწიფოებრივ პოლიტიკას!

მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით მათ შეიმუშავეს 7 ქმედება, რომელიც დასავლეთმა საქართველოში ჩასატარებელ არჩევნებამდე უნდა განახორციელოს, როგორი პარადოქსია, დოკუმენტი ეფუძნება „საქართველოს მეგობრების“ მოხსენებას, რომლებიც მხარს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას უჭერენ.

არადა რომ ჰკითხოთ საქართველოს მეგობრები ჰქვიათ აქვე ერთი საინტერესო საკითხი, როგორც ქალბატონო ლორა თორნტონი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი საკამათოა, რამდენიმე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დამაჯერებლად დაანახა, აღნიშნული საკითხის საჭიროება და მართებულება. გუბაზ სანიკიძე გამახსენდა, რომელმაც განაცხადა, რომ ღალატსაც ცოდნა უნდა, ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ნამდვილად იციან, როგორ უნდა უღალატონ საკუთარ ქვეყანას და ხალხს“- წერს ჩიხელიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღევანდელი უკმაყოფილების დონე უბრალოდ სოციოლოგიური შედეგი კი არა, ღრმა პოლიტიკური კრიზისის სიმპტომია, რომელსაც ევროპული ელიტები ვეღარ უგულებელყოფენ
ზაალ მიქელაძე რადიკალებზე: სამარცხვინო, უთავმოყვარეო „უსამშობლოები" მუდამ ასე „სხვის დაკვეთაზე" აგენტობდნენ
როგორც ჩანს, „რადიკალური ოპოზიციის“ პოლიტიკური ინიციატივა იმდენად შთამბეჭდავია, რომ მისთვის ტექსტების შედგენა თვით ევროპულ ბიუროკრატიას მოუწია
დაშლილ-დანაწევრებულ ე.წ. ოპოზიციას ბრიუსელიდან გამოუგზავნეს დაბეჭდილი ტექსტი, მოჰყვა მკაცრი ინსტრუქციაც - არაფერი შეცვალოთ, როგორც მოგწერეთ, ისე წაიკითხეთ ხმამაღლა და ერთხმადო
ბრიუსელიდან გამოგზავნილი წერილის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საბოლოოდ ადასტურებს, საქართველოში ოპოზიციის საფარქვეშ მოქმედებენ უცხო ქვეყნების გავლენიანი ჯგუფები
არქივი