ზაალ ანჯაფარიძე გახარიას მიერ ქარტიის ხელმოწერაზე: გახარია შეეცადა ერთგვარად გამოესყიდა დანაშაული ოპოზიციური სპექტრის წინაშე, რადგანაც ოპოზიცია ძირითადად მას ადანაშაულებდა გაერთიანების ჩაშლაში „ლელოს“ კოალიციასთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 23 სექტემბერი 2024, 18:33

გახარია შეეცადა ერთგვარად გამოესყიდა დანაშაული ოპოზიციური სპექტრის წინაშე, რადგანაც ოპოზიცია ძირითადად მას ადანაშაულებდა გაერთიანების ჩაშლაში „ლელოს“ კოალიციასთან, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ გახარიას მიერ ქარტიის ხელმოწერასთან დაკავშირებით.

ზაალ ანჯაფარიძემ ასევე ისაუბრა მეორე შესაძლო მიზეზზე, თუ რის გამო შეიძლება მიეღო გახარიას აღნიშნული გადაწყვეტილება.

„ქარტიის ტექსტში არაფერი შეცვლილა, მაგრამ სამაგიეროდ შეიცვალა გახარიას და მისი პარტიის პოზიცია. ამას, ჩემი აზრით, აქვს რამდენიმე ახსნა. ერთი ის, რომ ამ ნაბიჯით გახარია შეეცადა ერთგვარად გამოესყიდა ის დანაშაული, თუ შეიძლება ასე ითქვას, ოპოზიციური სპექტრის წინაშე, რადგანაც ოპოზიცია, პრინციპში, მას ადანაშაულებდა ძირითადად ამ გაერთიანების ჩაშლაში „ლელოს“ კოალიციასთან.

მეორე შესაძლო მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო ის, რომ როგორც ჩანს, საკმაოდ გავლენიანმა ხალხმა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, უთხრეს გახარიას, რომ პოლიტიკური პოზიორობის დრო აღარ არის ასეთ სიტუაციაში. შესაბამისად, მან უნდა დაანებოს თეთრ ყვავად წარმოჩენას საკუთარი თავის, პარტიის ამ ოპოზიციურ ანსამბლში და მოაწეროს ხელი ქარტიას. შესაბამისად, გახდეს თამაშის მონაწილე. როგორც ჩანს მან მიიღო თამაშის ეს წესები და მოაწერა კიდევაც ხელი“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსმა ასევე ისაუბრა ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანების საკითხზე.

„ჩვენს ტურბულენტურ პოლიტიკურ გარემოში, სადაც პოლიტიკური კულტურა არც თუ ისე მაღალია და პოლიტიკური მოთამაშეები ხშირად ცვლიან საკუთარ გადაწყვეტილებებს, ლაგდებიან სხვადასხვა გაურკვეველ ალიანსებში, რასაც ადრე მათგან საზოგადოება არ მოელოდა, არაფერია გამორიცხული, მაგრამ ახლა უკვე გაერთიანებაზე საუბრის აღდგენა, ჩემი აზრით, ნაგვიანებია, ვინაიდან ცესკოში სიების წარდგენამდე დარჩა სულ რაღაც სამი დღე, არც კი. შესაბამისად, ამ შეთანხმების გაფორმებას სჭირდება ძალიან ბევრი ორგანიზაციული თუ სხვა საკითხების მოგვარება და მე მაინც ვიხრები იქითკენ, რომ შეთანხმება ვერ შედგება, ვერც გაერთიანება“, - განაცხადა მან.

გიორგი გახარიამ ხელი მოაწერა პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“, რომელსაც გასულ კვირაში აკრიტიკებდა და მასზე ხელმოწერას გამორიცხავდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: ამერიკაში მოქმედი რომელიმე პირობითი „ამერიკის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ უცხოეთიდან დაფინანსებული რომ ყოფილიყო, ალბათ იტყოდა, რომ არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს და შედეგები გასაუქმებელია
ნინო ფოჩხუა: „სამართლიანი არჩევნები" მანიპულაციის ახალ სიმაღლეებს იპყრობს, თურმე, 3111 საარჩევნო უბნიდან 11-ზე გენდერული ბალანსის დარღვევა აღმოჩენილა, იციან, რომ აქტივობის დათვლა გენდერული ნიშნით არ არის კანონის მოთხოვნა
დავით ჩიხელიძე: „სამართლიანმა არჩევნებმა" მორიგ ჯერზე გაამახვილა ყურადღება გენდერის საკითხზე, გენდერული ბალანსი მხოლოდ 11 შემთხვევაში დაირღვა, რაც ცალსახად უმნიშვნელო ციფრია
ლევან ნიკოლეიშვილი: ოპოზიციის სასოწარკვეთილება ყოველდღიურად იზრდება, მათი ყველა ე.წ. არგუმენტი არაფრის მომცემია, ოპოზიციამ იცის, რომ მათ რადიკალიზმსაც და მხარდაჭერასაც ეწურება ვადა, ესაა მათი გააფთრებული გაფართხალების მიზეზიც
თამთა მეგრელიშვილი ამომრჩეველთა გენდერული სტატისტიკით მანიპულაციაზე: ოპოზიციავ აღიარეთ, რომ არჩევნებში დამარცხდით, შეეშვით მცდელობას მოახდინოთ საზოგადოების აზრის ფორმირება ხელოვნურად შექმნილი ნარატივით
არქივი