გია აბაშიძე: კრიმინალი ნაცოლიგარქების ე.წ. საპარლამენტო სიაში ისეთი აშკარა ბზარებია, რომ გარდაუვალად დამარცხების შემდეგ, პოლიტიკანების ურთიერთ დაჭმა ეპილოგურ ფაზაში გადავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
98 30 სექტემბერი 2024, 17:35

კრიმინალი ნაცოლიგარქების ე.წ. საპარლამენტო სიაში ისეთი აშკარა ბზარებია, რომ გარდაუვალად დამარცხების შემდეგ, რევანშისტი პოლიტიკანების ურთიერთ დაჭმა ეპილოგურ ფაზაში გადავა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული უთანხმოება და დაპირისპირება იმის კიდევ ერთი ნიშანია, რომ დიდი ხანია ამ პარტიას შანსი აღარ აქვს და მას ვერც გარე პატრონების დახმარება უშველის.

„კრიმინალი ნაცოლიგარქების ე.წ. საპარლამენტო სიაში ისეთი აშკარა ბზარებია, რომ გარდაუვალად დამარცხების შემდეგ, რევანშისტი პოლიტიკანების ურთიერთ დაჭმა ეპილოგურ ფაზაში გადავა.
აჰმედ იმამკულიევი მისი თანხმობის გარეშე ჩასვეს სიაში;
ზაზა გოგავამ მოითხოვა სიიდან მისი გვარის ამოღება;
გავრცელებული ინფორმაციით, „ნაცმოძრაობა“ დატოვა ირაკლი ეძგვერაძემ („ჭყიპინამ“);
ავაზაკ სააკაშვილს არ დაუკმაყოფილეს მოთხოვნა, რომ სიის პირველ ნომრად დედამისი, გიული ალასანია ყოფილიყო.
თუნდაც ჰიპოთეტურად, ეს ე.წ. პროევროპული ე.წ. პარტია გაუძღვება ქვეყანას?! ამის შანსი დიდი ხანია აღარ აქვთ და არც გარე პატრონების პოლიტიკური „დეფიბრილატორი" უშველით და არც ექსტრემიზმი. შეეგუონ ამ შეუქცევად მათთვის უმწარეს რეალობას!" - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ედიშერ გვენეტაძე: არაადამიანური სისტემა დაამკვიდრა "დიფ სთეითმა" მიშა სააკაშვილის ხროვის მეშვეობით, ეს დღეს ნათლად წარმოაჩინა აწ უკვე „ქილერის" ტყვიით მოკლულის შვილმა ბესო ხარძიანმა
დავით ქართველიშვილი: ადეიშვილის ძალისხმევით, ომში გახვეულმა უკრაინამ მოიცალა ალექსანდრე „ქილერა“ მუხაძესთვის და მას პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი მიანიჭა - ეს არის მორიგი რეალური სახე ამჟამინდელი კიევის ანტიქართული რეჟიმის
გია აბაშიძე: უმძიმესი მოსასმენია სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლის ვაჟის, ბესარიონ ხარძიანის ჩვენება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ქართველთა დამტერორებელი ვერცერთი ნაცჯალათი გაექცევა პასუხისმგებლობას!
დავით ქართველიშვილი: „დიფ-სთეითი“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში ომი მშვიდობით არ დასრულდეს
ირაკლი კობახიძე: ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას, დისკუსია გვქონდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე ძირითად რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე
არქივი