ლევან ნიკოლეიშვილი: როგორც ჩანს აშშ-ს საელჩოს ასეთი რისკების შესახებ ინფორმაცია, თავის დიდი შესაძლებლობების მქონე სადაზვერვო და უსაფრთხოების სამსახურებიდან გააჩნია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
169 04 ოქტომბერი 2024, 19:04

ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის საელჩოს მიერ საკუთარ მოქალაქეებისთვის დაგზავნილ იმეილებს ეხმიანება, რომლითაც მათ მოუწოდებენ გამოიჩინონ სიფრთხილე და დააკვირდნენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხალხის დიდი მასების შესაძლო შეკრებას ან პროტესტს საქართველოში.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რისკების შესახებ აშშ თავისი მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებასაც უნდა აწვდიდეს ინფორმაციას, ვინაიდან სტრატეგიულად პარტნიორ ქვეყანაში მას სტაბილური და მშვიდობიანი გარემო ესაჭიროება, სხვა შემთხვევაში ან მისთვის არსებული ხელისუფლებაა მიუღებელი ან ამ რისკების და საფრთხეების გამომწვევი ხალხია მათ მიერვე მხარდაჭერილი და წაქეზებული.

„როცა აშშ-ს საელჩო, თავის მოქალაქეებს მოუწოდებს სიფრთხილე გამოიჩინონ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, დიდი მასების შესაძლო შეკრების, ან საპროტესტო აქციების მიმართ, ეს ნიშნავს რომ გარკვეული საფრთხეები და რისკები არსებობს, რაზედაც ვალდებულია თავისი მოქალაქეები გააფრთხილოს. როგორც ჩანს აშშ-ს საელჩოს ასეთი რისკების შესახებ, ინფორმაცია, თავის დიდი შესაძლებლობების მქონე სადაზვერვო და უსაფრთხოების სამსახურებიდან გააჩნია. რახან ასეა, როგორც წესი თავისი მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებასაც უნდა აწვდიდეს ამ ინფორმაციას, ვინაიდან სტრატეგიულად პარტნიორ ქვეყანაში მას სტაბილური და მშვიდობიანი გარემო ესაჭიროება. თუ კი ის ასე არ იქცევა და ასეთი სახის ინფორმაციას არ აწვდის ხელისუფლებას, ან მისთვის არსებული ხელისუფლებაა მიუღებელი ან ამ რისკების და საფრთხეების გამომწვევი ხალხია მათ მიერვე მხარდაჭერილი და წაქეზებული“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ლატარია კაია კალასის განცხადებაზე: 1 200 000 ამომრჩეველს გვეუბნებიან, ვინც თქვენ მოგწონთ ისინი გაყარეთ და ხელისუფლებაში დააბრუნეთ მკვლელები, პედოფილები, მანიაკები, ტერიტორიების ჩამბარებლები და უვიზოს დაგიტოვებთო
სალომე ზურაბიშვილი - საერთაშორისო ადმინისტრაციით ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს, რათა საქართველომ თავისი დამოუკიდებელი გზა დაიბრუნოს
ზურაბ ჯაფარიძე - რიჟვაძე 99% თავს იკლავდა - ნამდვილია თუ არა წერილი? 99% ნამდვილია
თამარ ჩერგოლეიშვილი - მინდა, ბადრი ჯაფარიძემ იმ სიმართლით იაროს, რომ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილეობა სალომე ზურაბიშვილზე „დათანხმებაა“
მიხეილ სააკაშვილი - „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არ აქვს, უნდა ვიმუშაოთ სპეცოპერაციის ბოიკოტირებაზე და ნამდვილი არჩევნების მიღწევაზე, ამ პოზიციაზეა ევროპარლამენტიც
არქივი